წარმოუდგენელი ფასები Apple-ის ოფიციალურ პროდუქციაზე iSpace-ში
ფოტო: iSpace
"თბილისი მოლში" Apple Premium Reseller-ის, iSpace-ის რიგით მე-2 მაღაზია 26 ივლისს, 15:00 საათზე გაიხსნება. გრანდიოზულ გახსნაზე და მომდევნო სამი დღის განმავლობაში, iSpace-ში მისულ მომხმარებელს საშუალება ექნება Apple-ის შერჩეულ მოდელებზე 700 ლარამდე თანხა დაზოგოს.
საოცარი შეთავაზებები გავრცელდება გარკვეულ მოდელებზე: აქცია შეეხება ულტრათხელი 13inch MacBook air-ს, რომლის ღირებულება 2999 ლარიდან 2299 ლარზე ჩამოვა, ხოლო MacBook Pro კი, 3999 ლარის ნაცვლად 3399 ლარად გაიყიდება. ასევე, სპეციალური ფასი გავრცელდება iPad-ზე (32GB), რომლის ფასი 1140 ლარის ნაცვლად 799 ლარზე ჩამოვა და ბოლოს მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი Airpods (მე-2 თაობა) ჩვენს მომხმარებლებს 599 ლარის ნაცვლად, 489 ლარად დახვდება. სპეციალური შეთავაზება ასევე გავრცელდება iPhone XR-ზე, რომელიც ჩვენი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იყო წინასწარი შეკვეთით 1999 ლარად. ხოლო 26, 27, 28 ივლისს მისი ფასი იქნება 2199 ლარი - ნაცვლად 2399 ლარისა.
მომხმარებლებს ასევე საშუალება ეძლევათ აქციაში მყოფი პროდუქცია შეუკვეთონ წინასწარ, ვებ-გვერდზე - iSpace.ge. დაჯავშნული ნივთის შეძენა მხოლოდ 26 ივლისს, 15:00 საათიდან 20:00 საათამდე შეეძლებათ.
iSpace-ში აცხადებენ, რომ 26 ივლისს აღნიშნული პროდუქციის ფასები მსოფლიოში ყველაზე გამორჩეული იქნება.
"ფასები შეიძლება იგივე ან უფრო დაბალიც კი იყოს ვიდრე აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში. აქამდე ვინც ცდილობდა შეეძინა Apple-ის პროდუქცია უფრო ხელსაყრელ ფასად უცხოეთში ან ე.წ. "შავ ბაზარზე” შეძლებენ ოფიციალური, შესაბამისად ხარისხიანი პროდუქციის მიღებას ბევრად უფრო მომგებიან ფასად ოფიციალურ მაღაზიაში. ამ შესაძლებლობას ჩვენ ვუყურებთ როგორც საჩუქარს ჩვენი მომხმარებლისთვის და არა როგორც შემოსავალს", - განმარტავენ კომპანიაში.
iSpace-ში Apple-ის მიერ ოფიციალურად დატრენინგებული კონსულტანტები მომხმარებელს დაეხმარებიან სასურველი პროდუქციის და აქსესუარების შერჩევაში, შეასწავლიან მათ გამოყენებას და მისცემენ სასარგებლო რჩევებს.
Apple-ის პროდუქციის ფართო არჩევანი და ასევე სხვადასხვა ბრენდის აქსესუარები ხელმისაწვდომი იქნება გახსნისთანავე. სპეციალური ფასები იმოქმედებს 26, 27 და 28 ივლისს. შეძენა შესაძლებელია როგორც ნაღდი ანგარიშწორებით, ასევე განვადებით.
გახსნის ცერემონიაზე წარმოდგენილი იქნება სპეციალური Apple-ის დემო ზონები, სადაც არტისტები წარმოაჩენენ iPad-ის საოცარ შესაძლებლობებს. ასევე სპეციალურად მოწყობილ სივრცეში ჩატარდება სახალისო და საინტერესო მასტერკლასები ბავშვებისთვის.
Apple Premium Reseller-ის, iSpace-ის მაღაზია "თბილისი მოლის" მეორე სართულზე განთავსდება.
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
კომენტარები