ნახეთ ორიგინალური პოსტერები აქციიდან #სირცხვილია
ფოტო: Jaba Gogatishvili
თბილისის მათავარ გამზირზე უკვე 12-ე დღეა მასშტაბური საპროტესტო აქცია #სირცხვილია მიმდინარეობს, რომელიც 20 ივნისის შემდეგ, ყოველ მომდევნო დღეს 19:00 საათზე იწყება.
როგორც ამას აქციის მონაწილეები ამბობენ ისინი არ დაიღლებიან "საქართველოს სამსახურში" სიარულით, მანამ, სანამ მათი სამი მთავარი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება — 20 ივნისს დაკავებული აქტივისტების გათავისუფლება, რომელიც უკვე დაკმაყოფილდა, პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც ასევე დაკმაყოფილდა და მესამე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა, რომლის არ შესრულების გამოც, აქციები დღემდე არ წყდება.
ბოლო დროს თბილისში განვითარებულ მოვლენებს კი უამრავი ჟურნალისტი და ფოტოგრაფი აშუქებს, რომლებმაც მოახერხეს და გამორჩეულად საინტერესო და ემოციური პოსტერებით "შეიარაღებული" აქციის მონაწილეები კადრზე აღბეჭდეს.
ნახეთ 20 ყველაზე ორიგინალური პოსტერი აქციიდან #სირცხვილია:
"დღეს ჩემი დღის დაბადების დღეა და აქ იმიტომ ვდგავარ, რომ ვაჩუქო მშვიდობა და თავისუფლება! გილოცავ ელენე!"
ფოტო: ლევან ძნელაძე / On.ge
"Big bidzina is Watching You"
ფოტო: ლევან ძნელაძე / On.ge
"წავიყვან ამათ მოსკოვში და მოვალ"
"ნუ მაბრმავებ!"
ფოტო: Irma Sharikadze
"გახარია არ ამაყენო!"
ფოტო: ბექა კოკაია
"ვდგავარ საქართველოს სამსახურში"
ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი
"WE ARE ANGRY"
ფოტო: სალომე ჩიკვილაძე / On.ge
"ნუ გვესვრი! ჩვენც თქვენი შვილები ვართ!"
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
"ჩამიკარი თვალი გიუშ"
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
"ოკუპაცია ცალი თვალითაც ჩანს"
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
"დავიღლებით არა პუტინი"
ფოტო: Vakho Kareli
"Russia is an OCCUPIER"
ფოტო: Giorgi Ebanoidze Photography
"დათვის ტყვია ჩრდილოეთის დათვს! თავისუფლება ქართველ ხალხს!"
"Putin გამოექანე კრემლიდან!"
ფოტო: Jaba Gogatishvili
"ჩემი ხატია სამშობლო, არ გაქვთ უფლება ის შეურაცხყოთ!!!"
"ავსა და კარგსა კაცისას, როდი ივიწყებს სოფელი"
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
"ვაი ჩემი საფეიქრო, ვაი ჩემი მასრა-მაქო, მე იმ კაცის დედა ... , ვინც პირველად რუსი აქო"
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
"ბიძო, 10-ზე შენი ნებით იძინებ თუ პუტინი მამიკომ დანიშნა წიხი ჩასი"
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
"გახარია ბოდიში, ... ლოგინში"
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
"არა ოკუპაციას"
ფოტო: Jaba Gogatishvili
20 ივნისის აქცია
რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა პარლამენტის წინ. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს. დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას.
აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო. სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ. დაზიანებები მიიღეს 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა, მათ შორის იყვნენ On.ge-ს სამი თანამშრომელი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის ჯამში 305 ადამიანი დააკავა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა

კომენტარები