20 მარტივი ხრიკი, რომლითაც ცხოვრება გაგიადვილდებათ
ფოტო: Warner Bros.
ბევრი ადამიანისთვის ყოველდღიური ცხოვრებისა და კომუნიკაციის ასპექტები არც ისეთი მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. წვეულებებზე თუ სამსახურში გამუდმებით ვაწყდებით უხერხულ სიტუაციებს, რომელთა თავიდან არიდებაც მარტივად შეიძლებოდა. სწორედ ამიტომ, Reddit-ის მომხმარებლებმა გადაწყვიტეს, საკუთარი საიდუმლო ხრიკები მთელი სამყაროსთვის გაეზიარებინათ:
1. თუ რომელიმე კაფეში ან რესტორანში საჭმელი ძალიან მოგეწონა, სთხოვე მიმტანს, რომ მენეჯერს დაუძახოს და მასაც გაუზიარე შთაბეჭდილება. როგორც წესი, მომხმარებლებს მენეჯერის ნახვა მაშინ უნდათ, როცა პრეტენზია აქვთ, მაგრამ იგივეს გაკეთება შექებისთვისაც შეიძლება. ამით ყველას ერთად გაახარებ და მადლიერმა მენეჯერმა შეიძლება საჩუქრად სასმელიც გაჩუქოს.
2. ხალხმრავალ ადგილას გადაადგილებისას ამოირჩიე წერტილი, რომლისკენაც მიემართები. გაკვირვებული დარჩები, როგორ შემოგეცლებიან ადამიანები და გზას დაგითმობენ.
3. არავინ აჩერებს ადამიანს, რომელსაც პიცა მიაქვს. ასე კონცერტების ბექსთეიჯზეც შეგიძლია შეღწევა.
4. ერთადერთი სწორი პასუხი კომპლიმენტზე არის "მადლობა". შემდეგ კი, თუ საუბრის გაგრძელება გინდა, შეგიძლია კომენტარიც დაურთო: ვინმეს შენი კაბა მოეწონა? "მადლობა, ჯიბეებიც აქვს". ნამუშევარი შეგიქეს? "მადლობა, დიდხანს ვმუშაობდი ამაზე". ამით არა მხოლოდ თავდაჯერებული გამოჩნდები, არამედ სხვებსაც აგრძნობინებ, რომ მართლები არიან. კომპლიმენტის საპასუხოდ შებრძოლება საერთოდაც არაა ზრდილობიანი.
5. თუ სამსახურში რამე საქმეს ვერ უმკლავდები, უბრალოდ თქვი, რომ "ვერ აკეთებ". ზედმეტად ახსნა და იმის მოყოლა, რამდენი რამ სცადე უშედეგოდ, შენზე უფრო ცუდად მეტყველებს. თუ მიზეზებს მოიყვან, რატომ იყო შეუძლებელი დავალების შესრულება, დიდი შანსია, ეს მიზეზები სათითაოდ გადაამოწმონ.
6. როცა ვინმე სწორ რამეს გეუბნება, თქვი არა "ვიცი", არამედ "მართალი ხარ". ამით, მეორე ადამიანს თავს კარგად აგრძნობინებ იმის აღნიშვნის გარეშე, რამდენად შორსმჭვრეტელი და ბრძენი ხარ.
ფოტო: Mercury Productions
7. თუ მენეჯერი რაიმეს გაკეთებას გთხოვს და მოგაფიქრდება, რომ ცოტა მეტის გაკეთება ან დავალების უკეთესად შესრულება შეგიძლია, არ გაამხილო. ნაკლებს დაპირდი და მეტი გააკეთე. მერე კი დააკვირდი აღფრთოვანებულ სახეს. ეს საქმიან მოლაპარაკებებზეც ვრცელდება.
8. თუ წვეულებაზე ვინმეს სახელი დაგავიწყდა, არადა აუცილებელია, რომ სხვას გააცნო, ასეთი გამოსავალი არსებობს: მიმართე იმ ადამიანს, ვისი სახელიც დაგავიწყდა; გამარჯობა, ეს ჩემი მეგობარი XXXX-ა, ამის შემდეგ კი ის თვითონ ეტყვის სახელს შენს მეგობარს.
9. თუ სამსახურში ყოველთვის 15 წუთით ადრე მიხვალ, თითქმის ყველაფერს გაპატიებენ: მეტ შესვენებას მოსაწევად, ფეისბუქის სქროლვას და ასე შემდეგ, საკმარისია კვირაში რამდენჯერმე 15 წუთით დააგვიანო, რომ მკაცრი დაკვირვების ობიექტი იქნები.
10. შეაქე ბავშვები შრომისთვის და არა ნიჭისთვის. კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვები, რომლებიც ბევრს შრომობენ, დროთა განმავლობაში ნიჭიერებს უსწრებენ.
11. სადაც შესაძლებელია, ბოდიში მადლობით ჩაანაცვლე. მაგალითად, ბოდიში დაგვიანებისთვის კი არა, მადლობა მოთმინებისთვის.
12. თუ ვინმე უკვე მოყოლილ ისტორიას თავიდან გიყვება, არ უთხრა "ეს უკვე მომიყევი", თქვი "ეს ამბავი მახსოვს". ეს ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ისტორია საკმარისად საინტერესო იყო იმისთვის, რომ დასამახსოვრებლად ჩაგეთვალა.
13. ნაცვლად ტყუილში მეორე ადამიანის დადანაშაულებისა, იკითხე "იტყუები?". ამ კითხვაზე მატყუარები ძალიან იბნევიან.
ფოტო: NBC
14. გამოიყენე 5 წამის წესი, სანამ ვინმეს გარეგნობასთან დაკავშირებით რაიმე არასასიამოვნოს ეტყოდე. მხოლოდ ის ნაკლი ახსენე, რომლის გამოსწორებაც 5 წამში შეიძლება. მაგალითად, სოუსი სახეზე ან საჭმლის ნარჩენი კბილებს შორის.
15. როცა სამართალდამცავთან გაქვს შეხება, უპასუხე კითხვებს რაც შეიძლება მინიმალური რაოდენობის სიტყვით. დამატებითი ინფორმაციის გაცემის გარეშე. თუ ისეთ სიტუაციაში ხარ, სადაც შეიძლება დაგაპატიმრონ (მაგალითად, წვეულებაზე ნარკოტიკებით), უბრალოდ დაყარე, თუ რაიმე გაქვს და სიარული განაგრძე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფანარს მოგანათებენ ან დაგიძახებენ, სიარული არ შეწყვიტო. ყოველთვის შეგიძლია თქვა, რომ ხმა ვერ გაიგონე. როგორც წესი, პოლიციელები ისეთ სიტუაციაში, სადაც ბევრი ადამიანია, არავის მისდევენ შენობის გარეთ.
არ უპასუხო პოლიციელს კითხვაზე კითხვით. მაგალითად:
- შეიძლება თქვენი მანქანა გავჩხრიკოთ?
- უფლება გაქვთ, რომ გაჩხრიკოთ?
- რაიმეს მალავთ?
უბრალოდ თქვით "არა". თუ უფლება აქვთ, ისედაც გაჩხრეკენ, შენი ნებართვის გარეშე.
გარდა ამისა, არასდროს ენდო პოლიციელს, რომელიც გარწმუნებს, რომ შენ მხარესაა.
16. "შეგიძლია, დამეხმარო?" დახმარების შანსს ბევრად უფრო ზრდის, ვიდრე "შენთან ერთი თხოვნა მაქვს".
17. დასვენების დღეებში მაღვიძარა მაინც დააყენე. ორი რამ შეიძლება მოხდეს: ან დროზე ადრე გამოფხიზლდები და მეტი თავისუფალი დრო გექნება, ან მაღვიძარას გამორთავ და ძალიან გაგიხარდება, რომ სასწრაფოდ ასადგომი არ ხარ.
18. თუ ადამიანებს ეტყვი, რომ რაიმე არასდროს გაგისინჯავს, აუცილებლად შემოგთავაზებენ.
ფოტო: Warner Bros.
19. თვითირონია მნიშვნელოვანი იარაღია. ადამიანები დამცინავ კომენტარებს მხოლოდ იმას პატიობენ, ვინც საკუთარ თავსაც დასცინის.
20. თუ შეხვედრაზე აგვიანებ, იყიდე დონატები ან კრუასანები. შედეგად, დაგვიანებული ადამიანი კი არ იქნები, არამედ ადამიანი, რომელმაც კრუასანები მოიტანა.
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა

კომენტარები