საქართველოს უახლესი ისტორია "არსის" 30–წლიან ბიოგრაფიაში (მეორე ნაწილი)
ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ "არსის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, გია აბულაძის მოგონებების პირველი ნაწილი კომპანიის შექმნასთან დაკავშირებით. ახლა კი, გთავაზობთ ისტორიის გაგრძელებას, თუ როგორ გარდაიქმნა იდეა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ კომპანიად.
სწრაფად იცვლებოდა გარემო. კაკო ბაქრაძე გამოდის, აგინებს კომუნისტებს და არავინ არ დასდევს დასაჭერად. ნოდარ ნათაძეც ხან ქუჩაშია, ხან ტრიბუნაზე. უამრავი ლოზუნგი და მოწოდება ისმის. ჯერ 88 წელია.
ერთხელაც, სოსო ცისკარიშვილი მეუბნება: იქმნება რუსთაველის საზოგადოება და აძლევენ კარგ შენობას, მაგრამ ძალიან სარეკონსტრუქციოა და თქვენ ხომ არ მოჰკიდებთ ხელსო? ეს იყო რუსთაველის #27, კადეტთა კორპუსის ყოფილი შენობა. შიგნით იყო "კომუნალკა", თითო ოთახი - თითო ოჯახს, საერთო ტუალეტი, სამზარეულოები დერეფანში. საშინელი მდგომარეობაა.
ვუთხარი, რა თქმა უნდა, მოვკიდებთ-მეთქი. სოსოსთან ეს ლაპარაკი იქამდე მივიდა, რომ შეიქმნა რუსთაველის საზოგადოებასთან არსებული არქიტექტურულ-დიზაინერული კოოპერატივი "მზიური". ეს სახელი ავირჩიეთ, რადგან ჩვენმა ჯგუფმა მანამდე "მზიური" გააკეთა და საამაყოდ მიიჩნეოდა.
თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს დროებითი სახელი იყო, მაგრამ გვინდოდა, ამით ჩვენი ვინაობა, ისტორია, ჩვენი შესაძლებლობა და გემოვნებაც კი გვეჩვენებინა.
ვიყავით 7 კაცი, მე - ხელმძღვანელი. ზოგს გვჯეროდა, ზოგს არ გვჯეროდა, ხან ვჭოჭმანობდით, ხან იმედიანად ვიყავით. ვიცით, რუსთაველის საზოგადოება რომ დაარსდება, იმ შენობის რეკონსტრუქციის პროექტი ჩვენ უნდა გავაკეთოთ. დავდიოდით რუსთაველის საზოგადოების კრებებზე, იქ ძალიან ბევრი საინტერესო და ნიჭიერი ადამიანი გავიცანით.
მოკლედ, უკვე რუსთაველის საზოგადოებასთან ვიყავით და რუსთაველის საზოგადოებამ ჩამოაყალიბა "ივერთბანკი”. მაშინ ბანკის დაარსებას, თუ არ ვცდები, 500 დოლარი სჭირდებოდა. ეს იყო პირველი კომერციული ბანკი, თანაც რუსთაველის პროსპექტზე, რუსთაველის საზოგადოების მფარველობით. დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მერე ვითხოვე, იქნებ რამე ოთახი მოგვცეთ, რომ ჩვენც აქ ვიმუშაოთ-მეთქი. მოგვცეს ოთახი, ოპერის მხარეს, მაგრამ სხვა შენობიდან უნდა შევსულიყავით და ჩვენს "ოფისამდე" კომუნალური ბინის დერეფანი გაგვევლო. გვქონდა დიდი, 60 კვ.მ. ოთახი, ექვსი მეტრი ჭერი, ოთხი მეტრი სიმაღლის კარი. ავეჯი არ იდგა.
შენობის რეკონსტრუქციის პროექტზე სერიოზული მუშაობა დავიწყეთ. მერე გვკითხეს, ეს სამუშაო რა ეღირებაო? თითქოს არაფერი, მარტივი და ბუნებრივი კითხვაა, მაგრამ ჩვენთვის ახალი გამოცდა იყო. "გიპროგორში" ამ საკითხებს სხვები წყვეტდნენ, აქ კი ჩვენი პასუხისმგებლობა გახდა. ასე თუ ისე, რაღაცაზე ჩამოვყალიბდით, შევთანხმდით. ფინანსები ანდრო კოტეტიშვილს, კოტიკას ვეძახდით, ჩავაბარეთ, ჩვენ წარმოდგენა არ გვქონდა და უფრო მეტი - ფულის გვეშინოდა. კოტიკამ იკითხა, რამის შეძენა ხომ არ გინდათო? ვუთხარით, მაგიდები არა გვაქვს, არც სკამები. ვიანგარიშეთ მაგიდების თანხა და ხელფასი. კოტიკა წავიდა ბანკში ხელფასს მოგიტანთო. ეს დიდი სტრესი იყო. ვიფიქრე, ახლა მოვლენ და თუ არ დაგვიჭერენ, ყველას გაგვყრიან, გვეტყვიან, მორჩა კინო, დაუბრუნდით ნორმალურ ცხოვრებას!
აი, ასეთი განწყობა მქონდა. მოვიდა კოტიკა, ხელფასი 300-300 მანეთი დაგვირიგა. ბოლოს ჩემი ხელფასი "გიპროგორში" იყო 180 მანეთი. მაგიდებისთვისაც მოგვცა ფული. თავისუფლად წავედით გამოფენაზე, თავისუფლად ვიყიდეთ დაფები, თუმცა არჩევანი დიდი არ იყო, თავისუფლად მოვიტანეთ. აი, ასე შემოდიოდა ახალი ცხოვრება. შიშებიდან ვძვრებოდით. საინტერესო იყო, ჩვენც ვერკევეოდით, სხვებიც ერკვეოდნენ, ვსწავლობდით.
მოკლედ, სამუშაო გარემო მოვაწყვეთ. პირველ ეტაპზე იქ ვისხედით გაგა კიკნაძე, მიკა ყრუაშვილი, ლევან მუშკუდიანი და მე. ირაკლი როსტომაშვილი ჯარში იყო და მერე ჩამოვიდა.
როცა ადგილებს და მაგიდებს ვანაწილებდით, ყველაზე კარგი მაგიდა და ყველაზე კარგი ადგილი ირაკლის შევუნახეთ, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩამოვიდა და გამოაცხადა, ყველაზე ცუდი მე შემხვდაო და გადაალაგა ყველაფერი...
"არსი" 1989 წლიდან – 18 თებერვალს კომპანიას 30 წელი უსრულდება.
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა

კომენტარები