საქართველოს უახლესი ისტორია არსის 30-წლიან ბიოგრაფიაში
ფოტო: არსი
იმ ამბებში, რაც კომპანია "არსს" გადახდა თავს, ირეკლება საქართველოს 30 წლის ისტორია – აღტაცებით, გამბედაობით, ეჭვით, შიშით, ავანტიურით, თავდადებით, გაჭირვებით, სასოწარკვეთითა და მიღწევებით სავსე – არსი 30 წლისაა.
კომპანია "არსის" პირველი ნაბიჯების შესახებ მისი ერთ–ერთი დამფუძნებელი, არქიტექტორი გია აბულაძე გვიყვება.
"ჩვენ ვმუშაობდით "გიპროგორსტროიში", ქართულად "საქქალაქმშენსახპროექტში". ეს იყო საპროექტო ინსტიტუტების ქსელი, მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. ჩვენსას ერქვა - საქართველოს ქალაქმშენებლობის სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტი. მოკლედ, ჩვეულებრივი საბჭოთა გაუგებრობა ბევრი პროექტით, საქართველოსა და სსრკ-ის მასშტაბით".
გია აბულაძის ჯგუფი საბჭოეთის ისტორიის მიწურულს ლევან კილაძის სახელოსნოში "მზიურის" პროექტზე მუშაობდა.
"თავიდან ირაკლი მასხარაშვილი იყო ამ ჯგუფის უფროსი, მერე ირაკლი მასხარაშვილი გახდა სახელოსნოს ხელმძღვანელი და მე მომიწია "მზიურის" ჯგუფის ხელმძღვანელობა. 82 თუ 83 წელს გაიხსნა "მზიურის" ჩასასვლელი ჭავჭავაძის ქუჩიდან. ამ პროექტს კომკავშირის ცეკა უწევდა პატრონაჟს. ჩასასვლელის გახსნამდე სამი თუ ოთხი წელი ვმუშაობდით "მზიურის" გენგეგმაზე. შესასვლელისა და პარკის პატარა მონაკვეთის კეთილმოწყობის მერე გაიშალა ფრონტი, ერთდროულად რამდენიმე პროექტზე ვმუშაობდით, ამიტომ ნელნელა არქიტექტორთა ჯგუფების შედგენა დავიწყეთ, კონკურსებს ვაწყობდით ინსტიტუტში, ნიჭიერი ტიპების გამოსავლენად. ასე რომ, სრული "ზასტოის" პერიოდში ჩვენ ვმოძრაობდით. იმ დროს ჩვენთან იყვნენ გაგა კიკნაძე, ირაკლი როსტომაშვილი, ლევან მუშკუდიანი, მიკა ყრუაშვილი, თიო გაბუნია, გეო ინასარიძე, მალხაზ კვესელავა, ზურა ლოლაშვილი", – იხსენებს გია აბულაძე.
"საქქალაქმშენსახპროექტში" (როგორც მთელი საბჭოთა კავშირის საპროექტოებში) იყო ერთგვარი იერარქია: უმცროსი არქიტექტორი, არქიტექტორი, უფროსი არქიტექტორი, ჯგუფის უფროსი, სახელოსნოს უფროსი, მთავარი არქიტექტორი და ასე შემდეგ. მიაღწევდი რაღაც დონემდე და ხელფასი გექნებოდა მაქსიმუმ - 220 მანეთი. ამიტომ არქიტექტორთა დიდი ნაწილი ძირითად სამუშაოსთან ერთად "ლევადაც" მუშაობდა. ჩვენ ეს არ გვეხებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ხელფასი დაბალი იყო, დღე და ღამე ვმუშაობდით, ვერთობოდით, საინტერესო იყო, ახალგაზრდები ვიყავით", – ამბობს გია აბულაძე.
"მერე დაიწყო პერესტროიკა. "მზიურის" პროექტი, რა თქმა უნდა, გაიჭედა, ისევე, როგორც ბევრი სხვა მასშტაბური პროექტი. შემოიღეს "ხოზრასჩოტ-1" და "ხოზრასჩოტ-2". აზრი ვითომ ის იყო, რომ რამდენსაც იმუშავებთ, იმდენს მიიღებთო. მაგრამ ისეთი რთული ფორმულები იყო, რომ გაგიჟება შეიძლებოდა. "ხოზრასჩოტ-2" უფრო დახვეწილი იყო, თუმცა იმასაც ვერ გაიგებდი, რა იყო, მაგრამ დიდი ცვლილებები იწყებოდა", - დაამატა მან.
"ერთ დღესაც გავიღვიძეთ და გავიგეთ, რომ კოოპერატივის შექმნა შეიძლება. დავიწყეთ ქექვა, რას ნიშნავს კოოპერატივი. გავიგეთ, რომ სამორინე არ შეიძლება გააკეთო, არც ბორდელი, იარაღს ვერ აწარმოებ, დანარჩენი შეგიძლია, რაც გინდა და კანონით აკრძალული არ არის. მოკლედ, თან გვჯეროდა, თან არა. წავედით მე, ფარნა ზაქარაია და თიო გაბუნია, ჩამოვაყალიბეთ კოოპერატივი "იერი". თიომ სახელი ისე დაწერა, რომ ჯვრის ფორმა მიიღო და ძალიან ეფექტურად ჩანდა. საბუთებისა და რეგისტრაციის რიგში გავიცანით ჯგუფი "ირიდა", ისინი სამოდელო საქმეს იწყებდნენ. გაიგეს, რომ არქიტექტორები ვიყავით და გვთხოვეს, დიდუბეში ფართი გვაქვს და იქნებ გაგვიკეთოთო. მოკლედ, გავაკეთეთ "ირიდას" პროექტი, თიო ხარაჩოებზეც დარბოდა. გავითვალისწინეთ დეფილე, სამკერვალო, დამხმარე სათავსები, ყველაფერი. გახსნა იყო სადღესასწაულო", – ყვება ცნობილი ქართველი არქიტექტორი გია აბულაძე.
ამ დროს საბჭოთა საქართველოში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, პერესტროიკაა დაწყებული.
"ის პერიოდი კარგად რომ დაინახოთ, ერთ პატარა ეპიზოდს გიამბობთ. "ირიდას" ინტერიერის მოსაპირკეთებლად გვინდოდა მარმარილო, რომლის კარიერიც ქუთაისთან იყო. "მზიურის" მშენებლობიდან ვიცოდი, რომ ამას სჭირდებოდა მინისტრთა საბჭოს დადგენილება, სხვანაირად იმ მარმარილოს არც დაგვანახვებდნენ.
გურამ მირიანაშვილი იყო "გოსსტროის" (სახმშენი – კომიტეტი იყო ასეთი) თავმჯდომარე. კარგად ვიცნობდი ბატონ გურამს, ინსტიტუტში მასწავლიდა, თვითონაც კეთილად იყო განწყობილი. მივედი და ვთხოვე, ამდენი და ამდენი მარმარილო გვჭირდება და იქნებ ლიმიტი გამოგვიყოთ-მეთქი. ერთ ტიპს დაუძახა, იმან ნებართვა შეადგინა, მერე ჩაასწორა, სართულებსა და ოთახებში ატარა, ხელმოწერები მოაგროვა და მეორე დღის 12 საათვისთვის დაგვიბარა. მივედით მეორე დღეს, დაგვახვედრეს ეს ნებართვა და გურამ მირიანაშვილის წერილი კარიერის უფროსთან. იმავე დღეს წავედით, "ირიდას" წარმომადგენელიც გამოგვყვა. მოკლედ, ძალიან წელგამართულები ვართ, რომ გურამ ზაალოვიჩმა ერთ დღეში ნებართვაც მოგვცა და წერილიც გაგვატანა. მივედით, ვნახეთ კარიერის უფროსი და ეს ქაღალდები დავუწყეთ. იმან წაიკითხა, მერე ჩვენ აგვათვალიერა და წერილი თავის ნებართვიანად გადახია. შემოგვხედა და გვითხრა: რა გინდათ და რამდენი გინდათ? ეს ქვა ღირს ამდენი, ეს ამდენი, ეს ამდენი. რომელიც გინდათ, აირჩიეთ, ერთ კვირში ჩამოდით, გადაიხადეთ და წაიღეთო. გაოგნებულები დავრჩით. მოკლედ, გზაში, აქედან თერჯოლამდე, დაგვეწია კაპიტალიზმი. ეს იყო ჩვენი პირველი დამოუკიდებელი საქმე", - იხსენებს გია აბულაძე.
"არსი" 1989 წლიდან – 18 თებერვალს კომპანიას 30 წელი უსრულდება. "არსის” 30–წლიან ისტორიას სტატიების სერიაში მოგითხრობთ. კიდევ ბევრი საინტერესო ეტაპი გვაქვს მოსათხრობი.
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა


კომენტარები