MTV VMA გამარჯვებულები და კიდევ ერთი სკანდალური პერფორმანსი
ფოტო: MTV
გუშინ ნიუ-იორკის მედისონ სქვეარ გარდენი MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების, Video Music Awards-ის, ოცდამეცამეტე ცერემონიას მასპინძლობდა.
აღნიშნული შოუ ყოველთვის გამოირჩეოდა ეპატაჟური და სკანდალური ეპიზოდებით და ეს "ტრადიცია" არც წელს დარღვეულა. არიანა გრანდემ და ნიკი მინაჟმა დუეტში შეასრულეს სიმღერა Side to Side. რომლის დასრულების დროსაც სცენაზე მყოფ მოცეკვავე მამაკაცებს მოუხმეს და თავიანთი გამოსვლა ორალური სექსის სიმულაციით დაასრულეს.
თუმცა ამ მოვლენაზე სკანდალურად ის უფრო მეჩვენება, რომ ზაფხულის საუკეთესო სიმღერად ეს საშინელება დასახელდა.
საუკეთესო ჰიპ-ჰოპ ვიდეოს კატეგორიაში კი დრეიკმა გაიმარჯვა. ამ ვიდეოში განსაკუთრებული რა არის არ ვიცი, ან სხვა ნომინანტებმა ამაზე უარესის გადაღება როგორ მოახერხეს ეგეც მიკვირს. თუმცა მადლობელი ვარ, რომ სიმღერა არ შეაქეს და არ დააჯილდოვეს. დრეიკის ეს ტრეკი თანამედროვე მეინსტრიმ ჰიპ-ჰოპის გულისამრევი პრიმიტიულობის საუკეთესო დემონსტრირებაა.
მამაკაცი შემსრულებლის საუკეთესო კლიპის კატეგორიაში გაიმარჯვა სიმღერამ, რომლის მსგავსი, და შეიძლება უფრო უკეთესი, ქართული კლიპები, თავის დროზე, კავკასიასა და მაესტროზე გადიოდა. განათებულ კუბში (დრეიკის მსგავსად) მოცეკვავე რიანა და ლაზერშოუ. ამ ყველაფრის მერე საერთოდ აღარ მიკვირს, რომ Batman VS Superman, Suicide Squad და Star Wars Episode VII ხალხს მოეწონა და გაყიდვების ლიდერებად მოგვევლინენ.
საუკეთესო კოლაბორაციაში გაიმარჯვა ვიდეომ, რომელსაც კოლაბორაციის კუთხით მეორე მსოფლიო ომის დროს ფრანგებისა და ნაცისტების კოლაბორაციაც კი სჯობს.
ქალი შემსრულებლის საუკეთესო კლიპის კატეგორიაში Beyonce - Hold Up-მა გაიმარჯვა.
ფოტო: Beyonce
წლის ახალი არტისტი, ან აღმოჩენა, როგორც გინდათ ისე დაუძახეთ, გახდა DNCE, რომელიც ხმოვან გამოტოვებული Dance ანუ იცეკვა, ალბათ. მსგავსი აღმოჩენები სამყაროში ბალანსის დასაცავადაა საჭირო. თუ ყოველდღიურად ისეთი კარგი აღმოჩენები კეთდება, როგორიცაა კიბოს განკურნების გზა, ახალი ეგზოპლანეტა, კოსმოსში გამგზავრების ახალი ტექნოლოგია და ა.შ. გამოდის, რომ რაღაც ცუდიც უნდა მოხდეს.
წლის ვიდეო
წლის როკ-ვიდეო. Suicide Squad-ის სეანსებზე ეს ვიდეო გაეშვათ ორ საათიან ლუპზე, ბევრად კარგი იქნებოდა.
წლის ელექტრონული ვიდეო. ქერა ლამაზი გოგო ცეკვავს კლუბში, იახტაზე, აუზთან, აქა-იქ ორი დელფინი.
MTV VMA-ს გამარჯვებულებს მაყურებელი ირჩევს, ჰოდა... რა ჭირს ამ ხალხს?
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა

კომენტარები