პაშა ბანკი პარტნიორებს ახალ წელს ტრადიციულად გარემოსდაცვითი აქტივობით ულოცავს
პაშა ბანკი უკვე მესამე წელია პარტნიორების და თანამშრომლების სახელით საახალწლოდ გარემოსდაცვით აქტივობას ახორციელებს. ამჯერად ბანკის ინიციატივით აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე დაირგო 2019 ძირი ქართული მუხა (Quercus Iberica) და იმერული მუხა (Quercus Imeretina). ეს უკანასკნელი შესულია წითელ ნუსხაში და მინიჭებული აქვს გადაშენების საფრთხის პირას მყოფი მცენარის სტატუსი.
"ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას და ახალ 2019 წელსაც "მწვანე" საჩუქრით მივულოცავთ ჩვენს პარტნიორებს და თანამშრომლებს. შარშან საახალწლოდ 2018 ძირი ხე დავრგეთ ბორჯომის ტყეში, შარშანწინ - 2017. ამჯერად, გადავწყვიტეთ, ჩავერთოთ წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობების აღდგენის პროცესში, რომელიც აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ვიმედოვნებთ, ჩვენს აქტივობას დადებითად შეაფასებენ ჩვენი პარტნიორები", - განაცხადა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.
პაშა ბანკის მიერ 2016-2018 წლებში შესრულებული გარემოსდაცვითი აქტივობები:
2018 წლის სააღდგომო აქტივობა: არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი"-ს ეზოში კავკასიური სოჭის ოცდაათი ხის დარგვა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ფონდის ბენეფიციარების საცხოვრებელ გარემოს;
2018 წლის 22 აპრილს, დედამიწის დღეს, პაშა ბანკი შეუერთდა მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას "გარემოს გულისთვის", რომლის ფარგლებშიც ბანკმა აიღო პასუხისმგებლობა, პერიოდულად დაასუფთავოს წინასწარ შერჩეული დაბინძურებული ტერიტორია კრწანისის ტყე-პარკში და იზრუნოს ამ ტერიტორიის სუფთად შენარჩუნებაზე სამომავლოდაც;
2017 წლის დადგომის მისალოცად, კლიენტების და პარტნიორების სახელზე პაშა ბანკმა 2017 ძირი ხე დარგო ბორჯომის მახლობლად დამწვარი ტყის აღსადგენად; აღნიშნული აქტივობა პაშა ბანკმა 2018 წლის დადგომის მისალოცადაც გაიმეორა და ამჯერად 2018 ძირი ხის დარგვა დააფინანსა;
2017 წ. - პროექტის "აღადგინე" მხარდასაჭერად პაშა ბანკმა 500 ძირი ხე დარგო ასევე ბორჯომის ტყის აღსადგენად;
2017 წ. - პაშა ბანკმა "აღადგინესთან" და კომპანია "კრიალასთან" ერთად წამოიწყო პროექტი, რომელიც გულისხმობდა ორგანიზაციებიდან მაკულატურის შეგროვებას გადასამუშავებლად: ყოველი შეგროვილი კილოგრამი ქაღალდის სანაცვლოდ 13 თეთრი გადაირიცხა "აღადგინეს" ანგარიშზე. აღნიშნულ კამპანიაში ჩაერთო 110 კომპანია, შეგროვდა 19.5 ტონა მაკულატურა და ჯამში დაფინანსდა 300 ხის დარგვა;
2017 წლის აღდგომის მისალოცად კლიენტების და პარტნიორების სახელზე პაშა ბანკმა აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე 1000 ძირი ქართული და იმერული მუხა დარგო. ეს უკანასკნელი შესულია წითელ ნუსხაში და მინიჭებული აქვს გადაშენების საფრთხის პირას მყოფი მცენარის სტატუსი;
2017 წლის გაზაფხულზე სოფელ კონდოლში პაშა ბანკის მხარდაჭერით როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის ეკო-პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მოხდა სკოლის ეზოში სკვერის გაშენება, ხეების დარგვა და ეკო-კლუბის ჩამოყალიბება;
2017 წლის 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით Georgia Today-თან ერთად პაშა ბანკმა თბილისის ათ სკოლას ქართული სოჭის ნერგები საჩუქრად გადასცა.
-
"დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს "დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს
გადახედვა
-
სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა? სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა?
გადახედვა
-
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
-
მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა
გადახედვა
-
ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
"სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა "სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა
გადახედვა
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
კომენტარები