დატოვებს თუ არა ელენ პომპეო "გრეის ანატომიას"?
ფოტო: ABC
წინასწარ გაფრთხილებთ, რომ თუ კითხვას გააგრძელებთ ძალიან ბევრ სპოილერს გადააწყდებით!
სექტემბრის ბოლო ხუთშაბათიABC-ის მაყურებლისთვის, განსაკუთრებით კი ყველაზე პოპულარული სამედიცინო დრამის გრეის ანატომიის გულშემატკივრებისთვის, ტრადიციულად, ახალი სეზონის საპრემიერო დღედ ითვლება. გამონაკლისი არც 2016 წლის 22 სექტემბერი იქნება. სწორედ ამ დღეს აიღებს სტარტს სერიალის მეცამეტე სეზონი და 270-ე სერია.
მოგეხსენებათ, სეზონიდან სეზონამდე სერიალის შემქმნელი შონდა რაიმსი მაყურებლისთვის საყვარელ პერსონაჟებს დაუნდობლად კლავს. მაგალითად, ჩვენთვის, სერიალის ერთგული მაყურებლისთვის, შოკისმომგვრელი იყო შოუს XI სეზონი, როდესაც სცენარისტმა ოცნების ექიმი დერეკ შეპარდი გამოგვაცალა ხელიდან. XII სეზონის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ კელი ტორესის როლის შემსრულებელი სარა რამირესი სერიალიდან მიდის, რამაც მაყურებელს კიდევ ერთხელ ჩასცა გულში ლახვარი, ჩვენ, სავარაუდოდ, ვეღარასდროს ვნახავთ კელის და არიზონას წყვილს.
ფოტო: ABC/GREY'S ANATOMY
გრეის ანატომიის XIII სეზონში, ხუთი საწყისი მთავარი პერსონაჟიდან მხოლოდ ელენ პომპეო და ჯასტინ ჩემბერსი იქნებიან შემორჩენილები. დანარჩენმა გმირებმა სერიალი დროდადრო დატოვეს - ქრისტინა იანგი (სანდრა ო) X სეზონიდან წავიდა, იზი სტივენსის (კეტრინ ჰეილი) პერსონაჟი მეექვსე სეზონის ბოლოს დაემშვიდობა მაყურებელს (სერიალის სცენარისტი და პროდიუსერი შონდა რაიმსი ამბობს, რომ აღფრთოვანებულია ამ ფაქტით, რადგან კეტრინ ჰეილისთან მუშაობა ყველაზე რთული გამოცდილება იყო მის კარიერაში), რაც შეეხება ჯორჯ ო'მელის (თი. არ. ნაითი) პერსონაჟს ის სერიალიდან მეხუთე სეზონის შემდეგ წავიდა, თანაც ისე, რომ მაყურებელს დღემდე გვიმძიმს მის გარდაცვალებასთან შეგუება.
ფოტო: greysanatomy.wikia.com
ელენ პომპეო, რომელმაც ოცნების ექიმი დაკარგა, შონდალენდთან ახალი ოცნების კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ის შემდეგი წლიდან ეპიზოდში $300 ათასს მიიღებს.
People-სთან ინტერვიუს დროს, კითხვაზე, რამდენ ხანს აპირებს მსახიობი შოუში დარჩენას, პომპეომ უპასუხა, რომ ის შოუდან მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ შონდა რაიმსი მის პერსონაჟს მოკლავს. შოუში დარჩენის მთავარ მიზეზად კი ასაკის მატება დაასახელა:
"ჩემი გადაწყვეტილება, დავრჩენილიყავი გრეის ანატომიაში, მხოლოდ ასაკზე იყო დამოკიდებული. 33 წლის ასაკში, საკმარისად ვიყავი საქმეში ჩახედული, რათა მცოდნოდა, რომ ჩემი დრო ჰოლივუდში უკვე ათვლილი იყო".
პომპეომ თქვა, რომ სხვა ქალ მსახიობებთან შედარებით, მან უფრო გვიან დაიწყო კარიერა და ყველაზე გამორჩეული როლები მხოლოდ მაშინ მიიღო როდესაც 30 წელს გადააბიჯა. როგორც მსახიობი ამბობს, მისთვის გრეის ანატომიაში როლი უფრო ახალგაზრდა ასაკში რომ შეეთავაზებინათ, შესაძლოა, მოვლენები სხვაგვარად განვითარებული, როგორც მისთვის, ისე სერიალისთვის.
"შესაძლოა, გარკვეული პერიოდის შემდეგ სხვა რაღაცები მომეძებნა", განმარტა პომპეომ.
მაგრამ, ამ ხანგრძლივობის სერიალში, ხელშეკრულების მოლაპარაკებები პომპეოსთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. “მერიდიტ გრეის მსგავსი გმირი ჰოლივუდში ძალიან იშვიათი შესაძლებლობაა ქალებისათვის. თანაც ზუსტად ვიცოდი თუ როგორი რთული იქნებოდა სხვა როლების პოვნა ჩემთვის როდესაც უკვე 30 წელს გადავცილდი. ამიტომ სხვა მსახიობების მსგავსად გემის დატოვებას ვარჩიე კარიერა გრეისთან დამეკავშირებინა და დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობი ვარ ტელევიზიაში.”
"ვიფიქრე, რატომ შევეშვა იმას, რაც სუპერ წარმატებულია, გადავწყვიტე დავრჩენილიყავი გრეიში, ვყოფილიყავი მადლიერი და ძალისხმევა არ დამეზოგა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დარჩენა გადავწყვიტე. ჩემთვის შოუ დროთა განმავლობაში უკეთესი გახდა”, ამბობს ელენ პომპეო.
24 ეპიზოდიანი სეზონი ახალი პერსონაჟებით, მოგონებებით ძველ გმირებზე და, რა თქმა უნდა, მსახიობებისთვის გაზრდილი ჰონორარით, რომლის პრემიერასაც უცხოელ მაყურებელთან ერთად ქართული აუდიტორიაც განსაკუთრებულად ელოდება, დღის სინათლეს შემოდგომაზე ნახავს.
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
-
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის გადაკეტვით შექმნილი დისკომფორტისთვის კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის რუსთაველის გამზირის გადაკეტვით შექმნილი დისკომფორტისთვის კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალის მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე დაკავებული პირი შსს-ის ყოფილი თანამშრომელია "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალის მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე დაკავებული პირი შსს-ის ყოფილი თანამშრომელია
გადახედვა
-
Netflix-ის ახალი პროექტი ქართულ კულტურასა და გასტრონომიას მილიონობით მაყურებელს გააცნობს Netflix-ის ახალი პროექტი ქართულ კულტურასა და გასტრონომიას მილიონობით მაყურებელს გააცნობს
გადახედვა
-
ზელენსკი თეთრს სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა — დეტალები ზელენსკი თეთრს სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა — დეტალები
გადახედვა
-
რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
გადახედვა
-
აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს პროცედურულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს პროცედურულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება

კომენტარები