მსახიობები და მათი დუბლიორები
ფოტო: imgur
მსახიობის პროფესია ამერიკულ კინოსა და ტელევიზიაში დაფასებული და მაღალანაზღაურებადი რომ არის უკვე ვიცით. მათი ჰონორარები ხშირ შემთხვევაში ექვს ციფრიან რიცხვს აღწევს, თუმცა თუ გგონიათ, რომ ეს ჰონორარი ბევრ მათგანს როლის გამო თავდადებისკენ უბიძგებს, ძალიან ცდებით.
ზოგიერთი მსახიობი თუ საკუთარი როლის გამო წონაში იმატებს ან იკლებს, თმას იპარსავს, ცხენზე ჯირითს სწავლობს და თავდაყირა დგება, ეს ყველას არ ეხება. არსებობენ ისეთებიც, ვინც მიუხედავად იმისა რომ ეკრანზე მხოლოდ 10-15 წუთით ჩანან, მაინც დუბლიორის დახმარებით ქმნიან პერსონაჟს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველა ფილმში არ ხდება, უბრალოდ ხშირად ხდება ისე, რომ ზოგიერთს ცეკვა არ შეუძლია, ზოგი კი სულაც არ არის მზად იმისთვის რომ მაღალსართულიანი შენობიდან გადმოხტეს.
მაგალითად, ნიკოლ კიდმანი, რომელიც ფილმში Just Go With It საერთო ჯამში ალბათ მხოლოდ 15 წუთით ჩანს, ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ სცენაში სადაც მას ცეკვა უწევს დუბლიორის დახმარებით ცდილობს მარტივად გამოძვრეს.
დარწმუნებული ვარ, ისედაც იცით, რომ ხშირ შემთხვევაში, თქვენთვის საყვარელ სცენებში სულაც არ მონაწილეობენ ის მსახიობები, ვის გამოც თვლით, რომ ამა თუ იმ სცენამ ნამდვილად მოახდინა თქვენზე გავლენა.
ამის ერთ-ერთი მაგალითია სამეფო კარის თამაშებში ბრიანასა და სენდორ კლიგანის ორთაბრძოლის სცენა სადაც მსახიობები გვენდოლინ კრისტისი და რორი მაკკეინსი დუბლიორებმა ჩაანაცვლეს.
თუმცა, რა თქმა უნდა, სერიალში ისინი არც პირველები და არც უკანასკნელები, ვინც ამ მეთოდს მიმართავს. სერიალში თავისი დუბლიორი თითქმის ყველას ჰყავს, მათ შორის ტირიონ ლანისტერის და დაენერის ტარგარიენის როლის შემსრულებლებს.
წარმომიდგენია, რამდენს დაგწყდებათ გული როცა გაიგებთ, რომ კრის ჰემსვორტი სულაც არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც თორში ჩანს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მის ღირსებებს სულაც არ აკნინებს.
მედ მექსი: მრისხანების გზა დუბლიორების ნამდვილი საბადოა, აქ იპოვით შარლიზ ტერონის და ტომ ჰარდის შემცვლელებს.
ოცნების ექიმი დერეკ შეპარდი, რეალურ ცხოვრებაში კი პატრიკ დემპსის გრეის ანატომიაში არა, თუმცა ფილმში ტრანსფორმერები ხშირად უწევდა დუბლიორთან ერთად ეპიზოდების გადაღება.
კამერონ დიასი და ჯიმ კერი ფილმში ნიღაბი ერთ-ერთ სცენაში ურთულეს ცეკვას ასრულებენ.
თუმცა რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში თავი მათია, ტანი კი არა:
წლების წინ კერი ფიშერის პერსონაჟი, პრინცესა ლეია ვარსკვლავური ომებიდან, ბევრისთვის უშრეტი ფანტაზიის წყარო გახდა, განსაკუთრებით ის სცენა, სადაც ოქროსფერი ბიკინით ჩნდება. ამდენი წლის მერე გული უნდა დაგწყვიტოთ და გითხრათ რომ ლეია ხშირად სულაც არ იყო ის ლეია.
რამდენჯერ გიტირიათ ტიტანიკის ყურების დროს? რამდენი თქვენგანისთვის არის როუზისა და ჯეკის სიყვარულის ისტორია იმაზე ტრაგიკული, ვიდრე რომეოსა და ჯულიეტას ამბავი? ვინ იცის, თქვენც სიცივისგან კანკალებდით როდესაც ქეით უინსლეტის პერსონაჟი ლეონარდოს გადასარჩენად ცივ წყალში შევიდა, მაგრამ თურმე აქაც მწარედ მოგვატყუეს, რა თქმა უნდა არც წყალი იყო ცივი და მით უმეტეს არც როუზი ყოფილა ქეით უინსლეტი.
მოკლედ, როგორც ხედავთ მსახიობობა არც ისე რთული პროფესია ყოფილა ან არც ისე ადვილი.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა











კომენტარები