10 ფაქტი სამურაების შესახებ, რომელიც არ იცოდით
სამურაი (侍) იაპონური სიტყვაა და ქართულად “მსახურებას”, “ის, ვისი მიზანიც მსახურებას” ნიშნავს.
სამურაები ელიტური აზნაური მეომრების კასტა იყო შუასაუკუნეების იაპონიაში. მათი ეთიკურ-მორალურ-საბრძოლო კოდექსი “ბუშიდო” (ბუში - მეომარი, დო - გზა) ევროპული ცნობიერებისთვის ბევრ უცნაურობას შეიცავს. მათი ცხოვრების წესი აღტაცებას, შიშს და დაბნეულობას ერთნაირი დოზით იწვევს. ვეცადეთ ამ უცნაური მეომრების შესახებ 10 საინტერესო ფაქტი შეგვეკრიბა.
მაშ ასე, კამი არს ჩვენთან, ვიწყებთ!
1. საკუთარი საბრძოლო სულის ასამაღლებლად და კატანას (სამურაის ხმალი) “დასასველებლად”, სამურაი ხშირად სტუმრობდა დამნაშავეების დასასჯელ ადგილს და ჯალათის ფუნქციას ასრულებდა.
ფოტო: Lumppini / Shutterstock
2. სენგოკუს პერიოდში დიდგვაროვანი სამურაები “ცუჯიგირით” ირთობდნენ თავს. გზაჯვარედინზე მიდიოდნენ და უდანაშაულო გამვლელ გლეხებზე ცდიდნენ ახალ კატანას თუ ახლადნასწავლ ილეთს.
ფოტო: Kichigin / Shutterstock
ცუჯიგირი ასეც ითარგმნება - მკვლელობა გზაჯვარედინზე
3. სამურაის ჰქონდა უფლება, ადგილზევე მოეკლა სამურაი ან უფრო დაბალ სოციალურ საფეხურზე მდგომი ადამიანი, თუ ჩათვლიდა, რომ მას შეურაცხყოფა მიაყენეს.
ფოტო: rudall30 / Shutterstock
თუმცა არსებობდა ორი პირობა:
- სამურაის იმწამსვე უმდა მოეკლა შეურაცხმყოფელი.
- ამ ამბავს უნდა შესწრებოდა ერთი მოწმე მაინც.
თუმცა, რადგან თითქმის ყველა სამურაის ერთი მსახური მაინც დაჰყვებოდა, მეომარს შეეძლო თავისივე მსახური მოეყვანა მოწმედ. ეს წესი სამურაის აძლევდა უფლებას, დიდგვაროვნების გარდა, ნებისმიერი გარშემომყოფი ისე მოეკლა, რომ ხმას ვერავინ გასცემდა.
4. გლეხის ქალს ფული უნდა გადაეხადა, რომ ის სამურაის ცოლად მოეყვანა. ქორწილის შემდეგ კი, ეს ქალები მეომრის უსიტყვო მსახურები ხდებოდნენ.
ფოტო: Sergii Rudiuk / Shutterstock
5. თუ სამურაის სეპუკუს (ჰარაკირი - რიტუალური თვითმკვლელობა) გაკეთება მოუწევდა, მისი ცოლიც ვალდებული იყო თავი მოეკლა.
ფოტო: Anneka / Shutterstock
6. სამურაის კოდექსი, იგივე “ბუშიდო”, რომელიც სხვადასხვა მიზნისთვის უსიტყვო მორჩილებას და თავგანწირვას ქადაგებს, მეორე მსოფლიო ომის დროს ათასობით იაპონელის თვითმკვლელობის მიზეზი გახდა.
ფოტო: Keith Tarrier / Shutterstock
პატრიოტული სულისკვეთების ასამაღლებლად იაპონური პროპაგანდა აქტიურად იყენებდა ამ კოდექსს. შედეგი კი ყველას ექნება გაგონილი - “კამიკაძე”.
7. შუასაუკუნეების სამურაები ხშირად ირთობდნენ თავს ძაღლების მშვილდ-ისრით დახოცვით და ამას ერთგვარ სპორტად აღიქვამდნენ.
ფოტო: Fukuoka Irina / Shutterstock
8. სამურაი, დიდი შანსია, რომ გეი თუ არა, ბისექსუალი მაინც ყოფილიყო. ხშირად შეხვდებოდით მასწავლებლისა და მოსწავლე ბიჭის სასიყვარულო წყვილებს.
ფოტო: Arak Rattanawijittakorn / Shutterstock
ჰომოსექსუალობა სამურაების კულტურაში ღიად მიღებული არ იყო, თუმცა თუ ეს კავშირი წრფელი სიყვარულის შედეგი იყო, სამურაის შეეძლო თავისი “ბუშიდო”, მეომრის გზა, შეყვარებულისთვის მსახურებით და თავის შეწირვით გაევლო.
9. სამურაები თავს აღმატებულ კასტად მიიჩნევდნენ და ბატონის სიკვდილისა თუ რამე მძიმე შეცდომის დაშვების შემდეგ (თუ თავს არ იკლავდნენ) უარს ამბობდნენ უფრო დაბალ კასტაში რეინტეგრაციაზე და რონინები, უბატონო სამურაები ხდებოდნენ.
ფოტო: ESOlex / Shutterstock
რონინი, როგორც წესი, ბუშიდოს მიხედვით აგრძელებდა ცხოვრებას და თავს დაქირავებულ მეომრად მუშაობით ირჩენდა.
10. კაბუკიმონო - უბატონო სამურაების, რონინების განსხვავებული სახეობა იყო.
ფოტო: ESOlex / Shutterstock
ეს ყოფილი სამურაები განსაკუთრებით განსხვავებულად იცვამდნენ. არ ერიდებოდნენ ქალის თუ ევროპულ ტანსაცმელს, მათი სამოსი და გარეგნობა ჭყეტელა ფერებით გამოირჩეოდა, ხოლო მათი კატანები - განსაკუთრებული სიგრძით.
კაბუკიმონოები გამოირჩეოდნენ თავიანთი მავნებლური და აგრესიული ხასიათით - არ იხდიდნენ რესტორნებში, იპარავდნენ ფულსა და პროდუქტებს, აწყობდნენ აურზაურებს და უმიზეზოდ ესხმოდნენ თავს გამვლელებს. შოგუნატის, სამხედრო რეჟიმის გაძლიერების შემდეგ, კაბუკიმონოების კულტურა ნელნელა გაქრა. არსებობს მოსაზრება, რომ იაპონური თეატრი “კაბუკი” სწორედ კაბუკიმონოების კულტურის გავლენით შეიქმნა.
-
"ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით" — ირანის ელჩის განცხადებაზე "ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით" — ირანის ელჩის განცხადებაზე
გადახედვა
-
NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA
გადახედვა
-
ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან? ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან?
გადახედვა
-
შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა
გადახედვა
-
ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა
გადახედვა
-
ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს
გადახედვა
-
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა
გადახედვა
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
კომენტარები