რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ქართველებს ისტორიამ ვერაფერი გასწავლათ
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქართული მხარის მიერ, 2008 წლის ომის რვა წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.
ლავროვის უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო განცხადება, რომელიც 2008 წლის კავკასიის კონფლიქტის წლისთავს ეხებოდა, დამთრგუნველ შთაბეჭდილებას ახდენს. ეს ის შემთხვევაა, როცა ცნობილი აფორიზმის "ისტორია გვასწავლის მხოლოდ იმას, რომ არც არაფერს გვასწავლის" გამოყენებაა უპრიანი. ოფიციალურ თბილისს რვა წელიც არ ეყო იმისთვის, რომ ქვეყნის, რომელსაც მაშინ ოდესის დღევანდელი გუბერნატორი მართავდა, ტერიტორიული მთლიანობის დაშლის ნამდვილ მიზეზებს ჩაწვდომოდა. ამასთანავე, საჭიროა შეიგნონ, რომ არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებსაც შედეგად შეუქცევადი პროცესები მოჰყვება, ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილების კლასიკური მაგალითია 2008 წლის 8 აგვისტოს ღამეს, მძინარე ცხინვალის დანაშაულებრივი დაბომბვა გრადებით.
დღევანდელი რეალობა კი ასეთია, საქართველოს ყოფილ ტერიტორიებზე არსებობს ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო, აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. ისინი თავად წარმართავენ თავიანთ შიდა და გარე პოლიტიკას და ისევე, როგორც სხვა სუვერენული სახელმწიფოები, თავად ზრუნავენ თავიანთ უსაფრთხოებაზე (მათ შორის საზღვრის აღჭურვისა და სასაზღვრო რეჟიმის გამაგრების გზით). მათი თავისუფალი არჩევანის საფუძველზე, რომლის შედეგადაც მეგობრულ რუსეთთან დაახლოება გადაწყვიტეს, მათ მიიღეს საიმედო მხარდაჭერა და დაცულობა.
ქართული ოფიციოზი რეალობისგან შორსაა. გრძელდება პროპაგანდისტული კლიშეების, "აგრესიის", "ეთნიკური წმენდის", "ბორდერიზაციის", "ანექსიისა" და "ოკუპაციის" ტირაჟირება. ჩვენ დიდი ხანია მივეჩვიეთ, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან რაციონალური არგუმენტები არ ჭრის. დამახასიათებელია ის ფაქტიც, რომ მათ საერთოდ არ აინტერესებთ ის, რომ აფხაზებისა და ოსებისთვის "ოკუპაციური რიტორიკა" შეურაცხმყოფელია, რომელთა "შემორიგებასაც" თითქოს და ცდილობენ. "უტიტულო" ერების აზრებისა და გრძნობების უგულვებელყოფა თბილისის პოლიტიკის ქვაკუთხედად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ საპირისპიროს მტკიცებას ცდილობენ.
განცხადებაში არც მითიური "ცეცხლის შეწყვეტის 12 აგვისტოს ხელშეკრულება" გამოუტოვებიათ. გვიწევს, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ასეთი დოკუმენტი ბუნებაში არ არსებობს. სინამდვილეში საუბარია "კონფლიქტის რეგულირების ექვს პრინციპზე", რომლებიც რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ჩამოაყალიბეს და ხელმოსაწერად საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მხარეებს გადასცეს.
შეუძლებელია ირონიის გარეშე გავიხსენოთ ის თავის ქება, რომლის მიხედვითაც, თითქოს, საქართველოს დიდი წვლილი მიუძღვის რეგიონში დაძაბულობის შემცირებაში. სინამდვილეში, ქართული მხარე მუდმივად აწყობს საბოტაჟებს ჟენევის მოლაპარაკებებისას, ძალის არ გამოყენების დოკუმენტებზე მუშაობის ფარგლებში; მათვე დაბლოკეს დევნილთა საკითხების მოგვარების პროცესი, გაეროს რეზოლუციის პოლიტიზირებით. ასეთი რიტორიკის მაგალითია თავად საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება და ქართველი სახელმწიფო მოხელეების განცხადებები, მათ შორის პრეზიდენტი მარგველაშვილის.
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს უკარინის მიერ საქართველოს მიმართ მიზანმიმართულად გამოცხადებული სოლიდარობა, რომელიც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტი პოროშენკოს განცხადებებში ვიხილეთ. ეს შემთხვევითობა არაა - თბილისი და კიევი ერთმანეთს ეხმარებიან, რომ "რუსული აგრესიის მსხვერპლის" როლში უკეთ შევიდნენ. ამის ნაცვლად, აჯობებდა თუ თავიანთ წინდაუხედავ პოლიტიკას გადახედავდნენ.
ისტორიულ თემაზე შეგახსენებთ იმ დანაშაულთა 15 პუნქტიან ქრონიკას, რომლებიც რუსეთს საქართველოს წინაშე მიუძღვის.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
კომენტარები