სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალი სტაბილურ კომპანიად შეაფასა
მსოფლიოს წამყვანმა სარეიტინგო სააგენტომ, Fitch Ratings-მა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალის საქმიანობა დადებითად შეაფასა და გრძელვადიან პერსპექტივაში მას სტაბილური კომპანიის (outlook stable) სტატუსი მიანიჭა.
ანგარიშის თანახმად, სვის კაპიტალი საქართველოს მიკროსაფინანსო სფეროში არსებულ რისკებსა და გამოწვევებს ეფექტურად უმკლავდება. იგი მაღალი კონკურენციის პირობებში სტაბილურად განაგრძობს წარმატებულ და ზრდაზე ორიენტირებულ საქმიანობას.
ანგარიშში აღინიშნა, რომ 2014-2017 წლებში კომპანიამ წარმატებით უზრუნველყო ინტენსიური ზრდა, რაც ამჟამადაც გრძელდება. გარდა ამისა, პოზიტიურად შეფასდა ის ფაქტი, რომ სვის კაპიტალი გამოირჩევა აქტივების მაღალი ხარისხით და რომ მისი საკრედიტო პორტფელის უდიდესი ნაწილი, კერძოდ, 84% უზრუნველყოფილი სესხებითაა წარმოდგენილი. Fitch Ratings-ი ასევე ხაზს უსვამს კომპანიის მაღალი კაპიტალიზაციის დონეს, როგორც ფინანსური სტაბილურობის გარანტს და მომავალი განვითარების მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს.
ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ Fitch Ratings-ის მიერ გამოქვეყნებული ასეთი მაღალი შეფასება, სვის კაპიტალის მდგრად და სტაბილურ ფინანსურ მდგომარეობაზე მიუთითებს, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მას ინვესტორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის.
კომპანიის მენეჯმენტის თქმით, სვის კაპიტალის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს როგორც საკრედიტო პორტფელის, ისე მოზიდული სახსრების დივერსიფიკაცია. ამ თვალსაზრისით, მინიჭებული სარეიტინგო ქულა კომპანიას ქართული ბიზნეს რეალობისთვის იშვიათ შესაძლებლობას აძლევს, რაც კორპორატიული ობლიგაციების ემისიაში გამოიხატება, რომლებიც შესაბამისობაში იქნება IDR-თან (საერთაშორისო სადეპოზიტო სერთიფიკატი). ობლიგაციების ემისიის მეშვეობით სვის კაპიტალი თავის წვლილს შეიტანს ქვეყნის ფინანსური ბაზრის განვითარების მნიშვნელოვან პროცესში.
ჩვენი ჟურნალისტი სვის კაპიტალის ფინანსურ დირექტორს, ლევან ფანჩულიძეს ესაუბრა და Fitch Ratings-ის ანგარიშთან დაკავშირებით მისი შეფასებები მოისმინა.
რამდენად მნიშვნელოვანია Fitch-ის შეფასება სვის კაპიტალისთვის?
ზოგადად, Fitch Ratings-ის შეფასების მოპოვება ნიშნავს, რომ ჩვენი კომპანიის საქმიანობა არის გამჭირვალე და დაინტერესებულ პირს შეუძლია, ამ ანგარიშის საშუალებით თავად დარწმუნდეს სვის კაპიტალის პოტენციალსა და სტაბილურობაში. აღსანიშნავია, რომ Fitch კომპანიებისთვის მინიჭებულ რეიტინგს აფუძნებს ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებზე, როგორიცაა კომპანიის აქტივებისა და ფულადი ნაკადების შესაბამისობა მის ვალდებულებებთან, კერძოდ, ხომ არ არსებობს ლიკვიდურობის მაღალი რისკი, ანუ ისეთი საფრთხე, რომელიც ეჭვ ქვეშ აყენებს კრედიტორების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მომსახურებას; რამდენად ეფექტურია მისი საკრედიტო პორტფელის მართვის პრაქტიკა; რამდენად არის შესაძლებელი, კომპანიაზე უარყოფითად იმოქმედოს სისტემურმა ცვლილებებმა (მაგალითად საპროცენტო განაკვეთების ცვლილებამ), რამაც, თავის მხრივ, შეიძლება მნიშვნელოვნად დააზარალოს კომპანიის მომგებიანობა და შეარყიოს მისი ფინანსური სტაბილურობა. შესაბამისად, ამ ფაქტორების გათვალისწინებით მიღებული დადებითი პროგნოზები იძლევა საშუალებას ვთქვათ, რომ სვის კაპიტალში ინვესტირება - საიმედო და დაბალ რისკიანია.
რამდენად დამაკმაყოფილებელია წარმოდგენილი ანგარიში?
ანგარიში ობიექტურად აფასებს სვის კაპიტალის საქმიანობის შედეგებს ბაზარზე არსებული ფაქტორების გათვალისწინებით და მოიცავს პროგნოზებს ჩვენი კომპანიის საქმიანობის სანდოობის შესახებ. ეს დასკვნა წარმოადგენს დამატებით მექანიზმს პოტენციური ინვესტორის დასარწმუნებლად, რომ ჩვენი ორგანიზაცია არის ფინანსურად მდგრადი, და როგორც ახლა, ასევე მომავალში, წარმატებით მოემსახურება ყველა ფინანსურ ვალდებულებას. საერთო ჯამში, მოხარულები ვართ, რომ სვის კაპიტალის საქმიანობა დადებითად შეფასდა.
რა გავლენა მოახდინა ანგარიშმა კომპანიის სამომავლო გეგმებზე?
Fitch-ის რეიტინგმა სვის კაპიტალს გაუხსნა ახალი გზები, ახალი პერსპექტივები ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო ალტერნატიული ფინანსური რესურსების მოზიდვის კუთხით. გარდა ამისა, ეს დოკუმენტი წარმოადგენს გარკვეულ სურათს, თუ სად ვიმყოფებით და გვაძლევს ორიენტირს, თუ რა მიმართულებებზე უნდა ვიმუშაოთ მეტი სტაბილურობის მისაღწევად.
ცნობისთვის, Fitch Ratings გახლავთ 104 წლიანი ისტორიის მქონე, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო სააგენტოების სამეულში შედის. მრავალწლიანი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის მაღალი დონის გამო, მისი შეფასებები ფინანსურ სფეროში უდიდესი სანდოობით სარგებლობს.
რაც შეეხება სვის კაპიტალს, ის საქართველოში 2010 წლიდან ოპერირებს. დღევანდელი მდგომარეობით, კომპანია წარმოდგენილია 17 მომსახურების ცენტრითა და 300-მდე თანამშრომლით საქართველოს 8 დიდ ქალაქში.
მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ლევან ფანჩულიძე
ფინანსური დირექტორი
[email protected]
-
ივა კუზანოვი, გია მურღულია, ნუგზარ რუხაძე — ვის მიენიჭა "საპატიო თბილისელის" წოდება? ივა კუზანოვი, გია მურღულია, ნუგზარ რუხაძე — ვის მიენიჭა "საპატიო თბილისელის" წოდება?
გადახედვა
-
ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
გადახედვა
-
თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით
გადახედვა
-
"თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე "თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა
გადახედვა
-
მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო
გადახედვა
-
"მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს "მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
კომენტარები