პანიკის გარეშე: "ოლიმპიურ მოდას" უარესიც უნახავს
დღევანდელი დღის მთავარი თემა ქართველი ოლიმპიელების ჩაცმულობა იყო, რომელზეც ლევან ვასაძის სამოსელი პირველმა იზრუნა.
სპორტსმენთა სამოსი საზოგადოებამ ოლიმპიური დელეგაციის გაცილების ცერემონიაზე იხილა და რეაქციებმაც არ დააყოვნა. არა-მეცნიერული დაკვირვებით შეიძლება ითქვას, რომ ტანსაცმლის სტილი უმრავლესობას არ მოსწონს. ვასაძის დიზაინერებს ზოგი ფერებს უწუნებს, ზოგი — ჩუქურთმების წარმომავლობას, ზოგი კი — ქისებს და გულამოუღებელი კაბების სიგრძეს (რეაქციების ნაკრები აქ შეგიძლიათ იხილოთ).
ამ ეტაპზე ზუსტად არ ვიცით, სპორტსმენები რიოს მზეზე, გახსნის ცერემონიაზეც ამ ფორმებით გამოვლენ თუ არა, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, დროა თავის დამშვიდებაზე დავიწყოთ ზრუნვა.
სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენთ 10 ქვეყნის ფორმებს უკანასკნელი ოლიმპიადებიდან, რომელთა სტილიც, კრიტიკის და დაცინვის არანაკლები მასშტაბის ქარცეცხლში გახვეულა.
1. ჩეხეთი (სოჭი 2014)
სავარაუდოდ, ჩეხების მოოქროვილი ფორმის იდეა ოქროს დაბედება იყო. თუმცა, არ გაამართლა — გუნდმა სოჭიდან მხოლოდ 2 ოქრო წაიღო სამშობლოში.
2. კოლუმბიის ველომრბოლელ ქალთა გუნდი
ეს გადახვევა გვაპატიეთ — ოლიმპიადიდან არ არის, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ამბავია. სწორედ ასეთი "თამამი" ფორმა ეცვათ ველომრბოლელებს კოლუმბიიდან 2 წლის წინ, ტვიტერი რომ ააფეთქეს. რეალურად, ფორმა არც ამოჭრილი იყო და არც გამჭვირვალე. უბრალოდ, წელს ქვევით, ხორცისფერი ქსოვილისგან იყო შეკერილი.
3. ამერიკის სამოა (ლონდონი 2012)
დავუბრუნდეთ ოლიმპიადას. სწორედ ასე გამოიყურებოდნენ სამოელები ლონდონში. მართალია, პერანგების მოხატულობა, დიდი ალბათობით, ტრადიციული ორნამენტებისგან შედგებოდა, მაგრამ მაინც რთულია დაიჯერო, რომ ამ ფოტოზე ღამის ჰავაის ქუჩებში მოსეირნე ტურისტები არ არიან გადაღებულნი.
4. აშშ (სოჭი 2014)
ეს ამერიკის ნაკრებია, რომელიც რალფ ლორენმა საშობაო ფორმაში გამოაწყო სოჭისთვის. დიახ, ნამდვილად რალფ ლორენია ამ ნაქსოვი ტანსაცმლის ავტორი. და არა კოკაინ-ნაყნოსი მეგა-პატრიოტი ბებია საქსოვი ჩხირებით.
5. უკრაინა (ლონდონი 2012)
კი, ჩვენც ძალიან გვიყვარს უკრაინელი ხალხი. მაგრამ, ისევ ჩვენ თუ არ ვუთხარით, რომ ქალებს გაფუჭებული ტელევიზორი აცვიათ და კაცებს — 70-იანი წლების პერანგები, გგონიათ, რუსეთი ეტყვის?
6. ესტონეთი (ლონდონი 2012)
ეს "დუტის კურტკები" ესტონელებს ზაფხულის თამაშებზე ეცვათ. საკუთარი ათლეტების მოფრთხილებაც ასეთი უნდა — თამაშებამდე მათ ცივ ნიავს არ აკარებდნენ!
7. იაპონია (სოჭი 2014)
ჩვენს კოსტუმებს ზედმეტ კონსერვატიულობას უწუნებდნენ და, აგერ ბატონო — იაპონიის ნაკრები (ალბათ, ტრადიციულ) ხალათებში. და ქობულეთის პლაჟზე ნაყიდ ერთჯერად შლაპებში.
8. ესპანეთი (ლონდონი 2012)
ოთხი წლის წინ, ესპანელმა სპორტსმენებმა ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს და საკუთარი ფორმების დაცინვაში დანარჩენ მსოფლიოს თავადაც შეუერთდნენ. (და არა, მაკდონალდსი ნამდვილად არ ყოფილა ამ გუნდის სპონსორი.)
9. შვედეთი (ლონდონი 2012)
შვედეთის გუნდი ლონდონში რაგბის ნაკრებს ჰგავდა; ზოლიანი ფორმის ფერები კი — სტამბაში RGB-ფაილის გაგზავნით მიღებულ ბროშურას (ორი კაცი მაინც ხომ მიხვდება?..)
10. რუსეთი (სოჭი 2014)
და ბოლოს, ამათზე რაღა დავწეროთ, საკუთარი გაჭირვება ეყოფათ. კანადამ იკითხოს, როდის ამოვლენ ინტერნეტის ყბიდან, წლევანდელი ფორმის საბჭოთა მოტივებისთვის (კანადის სანახავად, შემოატრიალეთ რუსეთი).
როგორც ხედავთ, საქმე არც ისე ცუდადაა. რიოს ოლიმპიადის ასეულ-მილიონობით მაყურებლიდან, მხოლოდ რამდენიმეს თუ გაუკვირდება ჩვენი ტანსაცმელი.
შემდეგ ჯერზე შევეცადოთ, კომპიუტერის და ინგლისურის მცოდნე დიზაინერს მივანდოთ ეს საქმე. წელს კი — მედლებზე ვფოკუსირდეთ. წარმატებები სპორტსმენებს!
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა

კომენტარები