20 საინტერესო ფაქტი მერილ სტრიპის შესახებ
მერილ სტრიპი - რას გეუბნებათ ეს სახელი? - ამ სახელის გაგონებისას, ძირითადად ყველამ ვიცით, რომ საუბარი ჩვენი დროის ყველაზე ნიჭიერ, გავლენიან და ბრწყინვალე მსახიობზეა საუბარი.
მართალია, დონალდ ტრამპმა სტრიპს ზედმეტად დაფასებული მსახიობი უწოდა, მაგრამ როგორც მერილ სტრიპი იტყოდა, მერე რა? ის ერთადერთი და განუმეორებელია და ეს ყველამ კარგად იცის.
ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ბეტ მიდლერს ჟურნალისტმა ჰკითხა, უყურა თუ არა მერილ სტრიპის ახალ ფილმს, რაზეც მსახიობმა თქვა, რომ ნახა და იხუმრა, რომ ძალიან არ მოეწონა, რადგან მერილ სტრიპი მასზე ბევრად უკეთესია, რაზეც წამყვანისგან ცოტა ხისტი პასუხიც მიიღო - "არაუშავს, ნუ იდარდებ ამაზე, ის ყველას გჯობნით".
ასეა თუ ისე, მერილ სტრიპი დღესდღეობით ყველაზე ტიტულოვანი მსახიობია - სამი ოსკარით (ოცდაერთი ნომინაცია), ოქროს გლობუსებით, ემით, ბაფტათი და ა. შ. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ ეს ყველა ჯილდო ნამდვილად ოქროსია, მერილ სტრიპი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი იქნება მათ გადაადნობის შემთხვევაში.
მოდით გავიგოთ 20 საინტერესო ფაქტი ლეგენდარული მსახიობის, მერილ სტრიპის შესახებ.
1. აშშ-ში 27 მაისი მერილ სტრიპის დღეს არის გამოცხადებული.
ყოველი წლის 27 მაისს ამერიკაში ლეგენდარული მერილ სტრიპის დღეს აღნიშნავენ. ეპიცენტრი კი რა თქმა უნდა ლოს-ანჯელესია, სადაც ეწყობა გამოფენები და კინოჩვენებები.
2. მერილ სტრიპს საკუთარი სახელი დაპატენტებული აქვს.
ლეგენდარულმა მსახიობმა მერილ სტრიპმა საკუთარი სახელი დააპატენდა. განაცხადი მსახიობმა აშშ-ის ინტელექტუალური საკუთრების ცენტრში შეიტანა და მოითხოვა, რომ მის სახელზე ექსკლუზიური უფლება მხოლოდ მას ჰქონდეს და არავის შეეძლოს მისი გამოყენება რაიმე პროდუქტის რეკლამის მიზენით. მსახიობმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ში გამოჩნდა სათამაშოები, პარფიუმერია, ტანსაცმელი და სხვა პროდუქცია, რომელიც მერილ სტრიპის სახელით გამოვიდა ბაზარზე. რა თქმა უნდა, მისი სახელის დაპატენტება არ კრძალავს სტრიპის ხსენებას სხვადასხვა ვებგვერდზე, ფილმებსა თუ სხვა ღონისძიებაზე.
3. სკოლაში სწავლის პერიოდში ის ჩირლიდერი იყო.
4. ვერტმფრენების ეშინია
5. კარიერაში მიღებული ჯილდოების გარდა, მიღებული აქვს უამრავი პრიზი ადამიანის უფლებათა დაცვისთვის.
მერილ სტრიპი არასდროს ერიდება ღიად თქვას საკუთრი სათქმელი. ის აქტიურად იბრძვის ლგბტ და ქალთა უფლებებისთვის.
6. მერილ სტრიპი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქველმოქმედია ჰოლივუდში.
აქტიური კარიერის მიღმა, სტრიპი არაერთის აქმელმოქმედო ორგანიზაციის წევრია. ის საკუთარი ჰონორარიდან ყოველთვის ურიცხავს თანხას ობოლთა თავშესაფრებს, ეხმარება სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და აქვ საკუთარი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს 40 წელს გადაცილებულ ქალ სცენარისტებს საკუთარი თავის რეალიზებაში.
7. მეგობრობს ჰოლივუდის ბევრ ვარსკვლავთან
მერილ სტრიპის მეგობრების სიაში უამრავი ვარსკვლავია, მათ შორის იყო კერი ფიშერიც. მეგობრობს ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან - ნიკოლ კიდმანი, გოლდი ჰოუნი, ბეტ მიდლერი, შირლი მაკლეინი, გლენ ქლოუზი და ა.შ.
8. უყვარს ქსოვა. მოსასხამი, რომელიც ფილმში Doubt აცვია, თავად მოქსოვა.
9. 2014 წელს ბარაკ ობამამ თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა.
10. გარდა ამისა, ის ობამების საყავრელი მსახიობიც არის.
11. მისი სიტყვა საპატიო ოქროს გლობუსის მირების დროს, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სიტყვად მიიჩნევა.
სტრიპის გამოსვლის სრული ტექსტი ქართულად წაიკითხეთ აქ.
12. სანამ ცნობილი მსახიობი გახდებოდა, ის ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ სასტუმროში მიმტანად მუშაობდა.
13. არასდროს არ გახვეულა დიდ სკანდალში.
მაშინ როცა დღევანდელი ჰოლივუდის ვარსკვლავების ურმავლესობა საკუთარ კარიერას სკანდალების ხარჯზე აწყობს, შეიძლება ითქვას, რომ სტრიპი იმ იშვიათთაგანია, ვინც არასდროს გახვეულა რაიმე სკანდალში.
14. მერილ სტრიპი დაწყებით სკოლაში ბულინგის მსხვერპლი იყო
სკოლაში მერილ სტრიპი არ ითვლებოდა ლამაზ გოგოდ და ამის გამო მას ხშირად დასცინოდნენ.
15. მერილის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია.
სტრიპის პირველი სიყვარული მსახიობი ჯონ კაზალე მერილზე 13 წლით უფროსი იყო. წყვილმა ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როცა სტრიპის სახელი არაფრისმთქმელი იყო. ურთიერთობის 2 წლის თავზე კაზალე სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც მამაკაცს დიაგნოზი დაუსვეს, სტრიპმა შვებულება აიღო, რათა საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფილიყო. კაზალე 1978 წელს გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, მერილ სტრიპი მასთან ბოლო წუთამდე იმყოფებოდა და ამ ამბის შემდეგ ხანგრძლივი დეპრესია ჰქონდა. როგორც სხვადასხვა გამოცემები წერდნენ, ამ ტრაგიკულმა ამბავმა მერილზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა და მეტიც, ის ამ თემაზე არასდროს საუბრობს.
16. სტრიპის ახალი სიყვარული - დონ გამერი.
ჯონის გარდაცვალების შემდეგ სტრიპის დროებითი საცხოვრებელი ძმის მეგობარის სახელოსნო გახდა. დონ გამერი მერილისთვის კარგი მეგობარი აღმოჩნდა, ისმენდა მის ამბებს და განცდებს, რომელიც პირველი სიყვარულის ტრაგიკულად დამთავარების შემდეგ გამოჰყვა. ცოტა ხანში წყვილი მიხვდა, რომ მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და საცხოვრებლადაც ერთად გადავიდნენ. 40 წლის წინ დაწყებული სიყვარულის ისტორია კი დღემდე გრძელდება და ისინი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მყარ ოჯახად ითვლებიან.
17. კარიერის დასაწყისში, კინგ-კონგის კასტინგზე მისულს პროდიუსერმა მას მახინჯი ქალი უწოდა.
კინგ-კონგის კასტინგზე მისულს პროდიუსერმა დინო დე ლაურენტისმა, რომელსაც ეგონა, რომ გოგონას იტალიური არ ესმოდა, თქვა: რატომ გამომიგზავნე ეს უშნო ქალი?", სტრიპმა კი იტალიური იცოდა და უპასუხა - "ვწუხვარ, რომ არ ვარ საკმარისად ლამაზი იმისთვის, რომ კინგ-კონგში ვითამაშო".
18. გლენ ქლოუზისა და მერილ სტრიპის ურთიერთობა.
მერილი და გლენი დიდი ხნის მეგობრები არიან. თუმცა წლების წინ ისინი ხშირად ერეოდათ ერთმანეთში.ერთხელ კი გლენმა ამ თემაზე იხუმრა და თქვა - "სამწუხაროა, რომ ოსკარის გადაცემის დროს არ ვეშლებით". შეგახსენებთ, გლენ ქლოუზი ოსკარზე 6-ჯერ იყო ნომინირებული, თუმცა ვერც ერთხელ მაოხერხა დოლბის სცენაზე ასვლა პრიზის მისაღებად.
19. 1965 წელს ის ბიტლების კონცერტს დაესწრო პოსტერით, რომელსაც ეწერა - მე მიყვარს პოლი.
20. მერილ სტრიპისადმი მიძღვნილ საღამოზე, The Devil Wears Prada-ს სამსახიობო გუნდმა მსახიობს სიმღერა მიუძღვნა.
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
კომენტარები