არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს
ფოტო: კადრი ვიდეოდან / იმედი
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მოკლული ქართველი ჯარისკაცი არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. ტატუნაშვილი სასაფლაომდე საპატიო ყარაულმა მიაცილა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვა ტატუნაშვილის სურვილი იყო.
არჩილ ტატუნაშვილის საქმე
2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი დააკავეს.
ოსური მხარის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილმა ცხინვალში, იზოლატორში გადაყვანისას პოლიციელისთვის იარაღის წართმევა სცადა, საპასუხო ძალის გამოყენების შედეგად შეუძლოდ გახდა, კიბეებზე წაიქცა და მოგვიანებით საავადმყოფოში დაიღუპა. ოსური მხარე ამტკიცებს, რომ საავადმყოფოში ტატუნაშვილს ყველა შესაძლო დახმარება გაუწიეს, თუმცა უშედეგოდ.
ტატუნაშვილის ცხედარი 24 თებერვალს უნდა გადმოესვენებინათ, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლებამ პოზიცია შეცვალა. ქართულმა მხარემ ცხედრის გადმოსასვენებლად მოლაპარაკებები დაიწყო. ამოქმედდა ევროკავშირის ცხელი ხაზი. მოლაპარაკებაში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთო.
ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საქმეში საქართველოს საპატრიარქო ჩაერთო. ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებისათვის დახმარების თხოვნით მიმართა. რუსეთის პატრიარქი ილია II-ს დახმარებას დაპირდა, თუმცა ცხედრის გადმოსვენება მაინც გაჭიანურდა.
მოგვიანებით ცხინვალში განაცხადეს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს, რომელსაც არჩილ ტატუნაშვილს უკავშირებენ. მათი თქმით, ტატუნაშვილი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ პროვოკაციებს გეგმავდა. საოკუპაციო რეჟიმი ტატუნაშვილს 2008 წლის აგვისტოს ომში დივერსიის მოწყობაშიც ადანაშაულებდა, თუმცა ახალგორის გამგებელმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილი აგვისტოს ომში არ მონაწილებოდა. ამ დროისთვის ტატუნაშვილი ერაყში მსახურობდა.
9 მარტს საქართველოს პრემიერმა რუსეთის ხელისუფლებას მიმართა და ვითარების დასარეგულირებლად ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
11 მარტს ოკუპირებული ახალგორიდან ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავდან 17 დღილიაშვილი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს.
20 მარტს ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 26 დღის შემდეგ გადმოასვენეს. ცხედარს სამხარაულის ბიუროში ექსპრეტიზა ჩაუტარდა. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის და წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის განცხადებით, პირველადი ექსპერტიზით, ტატუნაშვილს სერიოზული დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდა.
ტატუნაშვილის საქმეზე გამოძიება მოითხოვა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა.
საპარლამენტო უმრავლესობამ რეზოლუცია დაარეგისტრირა, რომლითაც ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას დააკისრა. ევროპულმა საქართველომ კი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნა და რუსეთისთვს სანქციების დაწესება მოითხოვა.
საქართველოს პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა.
საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 15 ივნისამდე პარლამენტს უნდა წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია.
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები