ირაკლი კობახიძე

21 Dec. 2017, 00:21

ეს ნამდვილად იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც არ შეშვენის საპარლამენტო ცხოვრებას. ასეთი ქმედებებით ჩვენ ვერ წავწევთ წინ საპარლამენტო კულტურას, პოლიტიკურ კულტურას ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, ასეთ პროვოკაციებს უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება.

ჩვენ არჩევნების წინ წარვდექით კონკრეტული დაპირებებით ამომრჩევლის წინაშე, მათ შორის იყო პოლიტიკური დაპირებები და ერთ-ერთი მთავარი დაპირება მდგომარეობდა იმაში, რომ განვაცხადეთ ძალიან მკაფიოდ: არჩევნების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა აღარ იქნებოდა რისკფაქტორი ქართული დემოკრატიისთვის და ეს დაპირება, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, პირნათლად შევასრულეთ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის. მარცხთან შეგუებას სჭირდება ვაჟკაცობა და ეს ვაჟკაცობა ჩვენმა კოლეგა დეპუტატებმა ოპოზიციიდან, კონკრეტულმა კოლეგებმა, სამწუხაროდ, დღეს ვერ გამოავლინეს. თუმცა, ჩვენთვის მთავარია, რომ გავყვეთ ჩვენს დადებით დღის წესრიგს, პოზიტიურ დღის წესრიგს, რომელიც აქვს ჩამოყალიბებული უმრავლესობას, მმართველ გუნდს, საქართველოს მთავრობას და დღეს სწორედ ამ საკითხებზე უნდა ვკონცენტრირდეთ, დღეს უნდა განვიხილოთ სიღრმისეულად ის დოკუმენტი, რომელიც არის წარმოდგენილი კიდევ ერთხელ მთავრობის მიერ, კიდევ ერთხელ უნდა ვიმსჯელოთ მთავრობის შემადგენლობასთან იმ გეგმებზე, რომლებიც აქვს დასახული მმართველ გუნდს, ქართულ ოცნებას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  4. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა

ახალი ფუნქციის, Intelligent UI-ს (გონიერი სამომხმარებლო ინტერფეისი), დამსახურებით ChatGPT-ში ბევრად მეტი ვიზუალი…