პირველი ქართველი მრბოლელი ბრიტანული ფორმულა 4-ის ჩემპიონატში | გაუსწარი დროს
ფოტო: Lion Trans
ფორმულა 1-ში ასპარეზობამდე ყველა დიდი ჩემპიონის ისტორია პატარა ნაბიჯიდან იწყება. ახალგაზრდა მრბოლელები გრძელ და ურთულეს გზას გადიან და რამდენიმე სარბოლო სერია ხვდებათ. ერთ-ერთი მათგანია ფორმულა 4, რომელიც სპორტსმენს პირველად აზიარებს ღია ბორბლების სპეციფიკას.
კარტინგის პერიოდის შემდეგ სწორედ აქ იწერება ისტორიის პირველი თავი. სწორედ აქ ხვდება ნიჭი სიჩქარეს და შეცდომები იქცევა გამოცდილებად. სანამ მრბოლელები ფორმულა 1-ის სცენაზე გავლენ, მანამდე ისინი დაბალ სერიებში სწავლობენ გამარჯვებას, მარცხთან გამკლავებას და იმას, თუ რას ნიშნავს ნამდვილი შეჯიბრება.
ფორმულა 4-ის ჩემპიონატი ბევრ ქვეყანაში გვხვდება, თუმცა ვარსკვლავების სამჭედლოდ იტალიური და ბრიტანული ვერსიები მიიჩნევა. სწორედ ამ ჩემპიონატებიდან მოვიდნენ სამეფო რბოლებში ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ლანდო ნორისი, ისაკ ჰაჯარი და კიმი ანტონელი. იმედია, ერთ დღეს კობახიძესაც ამ გვარებთან ერთად ვახსენებთ, თუმცა სანამ ეს მოხდება, მოდი, გავიხსენოთ, როგორ მივიდა ქართველი ბრიტანულ ფორმულა 4-ამდე.
ფოტო: Lion Trans
მათე კობახიძემ კარიერა 2020 წელს დაიწყო. მან თავის პირველ წარმატებას ათი წლის ასაკში მიაღწია, როდესაც 2021 წელს კარტინგის მინიკლასში საქართველოს ჩემპიონატი მოიგო — 2022 წელს მათემ ამ ტურნირში მიჯრით მეორედ გაიმარჯვა. ასევე წარმატებულად გამოვიდა გრანდ ფინალზე, ბაჰრეინსა და პორტუგალიაში.
2023 წელს კობახიძე ბალტიის ქვეყნებში ატარებს რამდენიმე რბოლას ჯუნიორკლასში, რაც გამოცდილების შეძენაში ძალიან ეხმარება.
ერთი წლის შემდეგ გენკის ლეგენდარულ ტრასაზე მათემ ტესტები ჩაატარა, რომელთა შედეგებითაც ის დენ ჰოლანდ რესინგში მოხვდა. სწორედ აქედან დაიწყო თავისი შესაძლებლობების ფართოდ ჩვენება.
2025 წელს, ჯამში, მათემ ხუთ დიდ ტურნირში მიიღო მონაწილეობა:
გაერთიანებული სამეფოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ბენილუქსის ქვეყნების ჩემპიონატი, საერთაშორისო თასი და ამერიკის თასი. ამ უკანასკნელზე პირველად ჩასულმა ბიჭმა ორი რბოლის მოგება მოახერხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ასევე იყო ზამთრის თასი იტალიაში, სადაც წვიმიან ვიტერმოს ტრასაზე მან პოულის მოგება მოახერხა. ეს წელი ქართველის კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი გამოდგა.
ჩეხეთში, სთილ რინგზე წვიმაში მოგებული რბოლა, ასევე გამარჯვება ლემანზე 72 მონაწილეს შორის, ნეაპოლში გამარჯვება გრანდ ფესტივალის ფინალში და ტოპ 5-ში მოხვედრა ევროპის ჩემპიონატის ცხრილში. ეს იმდენად დიდი წარმატება გახლდათ, რომ კობახიძით ბრიტანული ინტერნეტგამოცემები დაინტერესდნენ და დაიწყეს მასზე მასალების გამოქვეყნება. ამ გამოსვლების შემდეგ მიიღო ქართველმა სპორტსმენმა მოწვევა ფ4-ის ტესტებზე. სატესტო დღეები სნეტერტონის ტრასაზე გაიმართა, სადაც ერთ დროს აირტონ სენა დგამდა თავის პირველ სარბოლო ნაბიჯებს. ცხადია, მათესგან არავინ ელოდა წრის რეკორდს, თუმცა მისი წრეები იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ უმალვე მის ნატურალურ შეგრძნებებსა და სწრაფ ადაპტირებას გაუსვეს ხაზი. კობახიძემ იმდენად კარგად წარმოაჩინა თავი, რომ კონტრაქტმაც არ დააგვიანა — ის ბრიტანულ ფორმულა 4-ში მოხვდა!
"რაც უფრო მეტს ვშრომობ, მით უფრო მეტად მიმართლებს, უფრო იღბლიანი ვხდები“, — მათე კობახიძე.
ფოტო: LionTrans
მათე კობახიძის მონაწილეობა ბრიტანულ ფორმულა 4-ში ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ქვეყნის გეოგრაფიულად აღქმის გარდა, ის მთელ მსოფლიოს აჩვენებს, რამდენად დიდი მიზანი შეიძლება ჰქონდეს პატარა ქვეყნის შვილს.
კობახიძე დღეს იმ ნისლიან გზას გადის, რომლის ბოლოშიც წარმატება მზის სხივების სახით ჩანს. ამ მოგზაურობაში ის ყველა ქართველის მხარდაჭერასა და გვერდში დგომას გრძნობს — განსაკუთრებით კი Lion Trans-ის, რომელმაც კარტინგის ტრასაზე ნანახი დაიჯერა, ირწმუნა მისი შესაძლებლობების და ამ მნიშვნელოვანი გზის დასაწყისიდანვე ნდობა და მხარდაჭერა გამოუცხადა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, მისი განვითარების გზაზე საიმედო თანამგზავრი გამხდარიყო.
როდესაც ახალგაზრდა სპორტსმენს ძლიერი პარტნიორი ჰყავს, მიზნები უფრო რეალური ხდება. Lion Trans სწორედ ასეთი პარტნიორია.
ზუსტად ამ ხედვის ნაწილია მათე კობახიძესთან თანამშრომლობაც. ახალგაზრდა ქართველის მხარდაჭერით Lion Trans ხელს უწყობს ქართული ავტოსპორტის განვითარებას და ყველას აჩვენებს, რომ ბიზნესს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ახალი თაობის წარმატებაში.
ეს პარტნიორობა საერთო ღირებულებებს ეფუძნება — მიზანდასახულობას, შრომას, მუდმივ განვითარებასა და გამარჯვების სურვილს. Lion Trans ამ გზაზე მხოლოდ სპონსორი კი არა, სანდო პარტნიორია, რომელსაც სჯერა, რომ დიდი წარმატებები სწორედ ასეთი მხარდაჭერით იწყება.
Lion Trans-ისა და მათე კობახიძის მოგზაურობა ბრიტანულ ფორმულა 4-ში 18 აპრილს, დონინქტონ პარკზე დაიწყო. იმის მიუხედავად, რომ ქართველისთვის ყველაფერი უცხო და ახალი იყო, მან მაინც მოახერხა და პირველი ეტაპის სამივე რბოლა დაასრულა. ეს იყო მთავარი ამოცანა ბრძოლის ველზე, რათა მას ამ დისციპლინის სპეციფიკა დებიუტშივე ზედმიწევნით შეესწავლა.
15 წლის კობახიძემ უკვე სეზონის ნახევარი გაიარა და რა გასაკვირია, რომ გზად უიღბლობები, ტექნიკის გაუმართაობა და შეცდომებიც დახვდა. თუმცა ნათქვამია, რომ შტორმის დროს მხოლოდ ძლიერებს შეუძლიათ გადარჩენა. ამის გარეშე ვერ იქნებოდა ის ლამაზი გასწრებები, რომლებიც მათემ სნეტერტონსა თუ სილვერსტოუნზე გვაჩვენა. ვერ იქნებოდა სტრატეგიული გადაწყვეტილებები, რომლებმაც მას აბსოლუტკლასში ქულები მოუტანა და რაც მთავარია, „ბრენდს ჰეჩზე“ დაწერილი ქართული პოდიუმის ისტორია — მესამე ადგილი ახალბედებს შორის და დამსახურებული აღიარება.
ფოტო: Lion Trans
სეზონის პირველ ნახევარზე, მათე კობახიძის პროგრესზე, მის ძლიერ მხარეებსა და მომავალ პერსპექტივებზე ფორმულა 1-ის კომენტატორმა პაატა პაპიაშვილმა ისაუბრა.
როგორ შეაფასებთ მათე კობახიძის პირველ ნახევარს?
ცხადია, დადებითად. მათემ ის საჭირო უნარ-ჩვევები დაანახა მსოფლიოს, რომელიც მხოლოდ ვიწრო წრემ იცოდა. ამას დაემატა პოდიუმი და თასი, რომლის აღებასაც ყველაზე ნაკლებად მისგან ელოდნენ, რადგან, დღეს თუ ვინმეა იქ რეალურად დებიუტანტი, ეს სწორედ კობახიძეა.
რა გამოარჩევს მას სხვა ახალგაზრდა მრბოლელებისგან?
მიზანდასახულობა და ხასიათი! შეგვიძლია, ვისაუბროთ იმაზე, რომ ბრიტანულ ფორმულა 4-ში ბევრი ნიჭიერი მრბოლელია, მაგრამ მერწმუნეთ, არავის აქვს მათეს მსგავსი ხასიათი!
როცა მას პირველად შევხვდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ზრდასრულ ადამიანს ვესაუბრებოდი. გათავისებული აქვს, რომ წარმატებას არ აინტერესებს სიცივე, დაღლა და ა.შ. ყველა შესაძლებლობას, როგორც ბოლო შანსს ისე აფასებს.
რამდენად რეალურია მომავალში უფრო მაღალ სერიებში გადასვლა?
სავსებით რეალურია. ავტოსპორტი არ არის ფეხბურთივით, სადაც აუცილებელია ქვედა დივიზიონი მოიგო იმისთვის, რომ უფრო მაღალი დონის დივიზიონში გადახვიდე. მთავარია, აჩვენო, რა შეგიძლია, მით უმეტეს, ბრიტანულ ფორმულა 4-ში, რომლის ყოველ ეტაპსაც ისეთი ტოპ გუნდების სკაუტები სტუმრობენ, როგორებიც არიან "მაკლარენი", "მერსედესი" და "უილიამსი".
რას ელოდებით სეზონის მეორე ნახევრისგან?
იმას, რაც მათემ ზანდვორტის ტრასაზე გვაჩვენა. ზრდასა და პროგრესს, რომელიც განვლილმა ეტაპებმა მოუტანა. მათემ ზუსტად იცის, ვინ არის და საით მიდის. ასე რომ, საერთოდ არ ვნერვიულობ მის წარმატებაზე. დარწმუნებული ვარ, ამ სეზონს ისე ჩაამთავრებს, რომ მომავალ წელს მისგან კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს ვიხილავთ.
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
კომენტარები