რამდენს ხარჯავენ ევროპელი, ჩინელი და რუსი ტურისტები საქართველოში? — EPRC-ის კვლევა
ფოტო: რადიო თავისუფლება
"ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" (EPRC) კვლევის თანახმად, 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ტურისტული სეზონი ვიზიტორების რაოდენობისა და შემოსავლების კლებით დაიწყო. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ბოლო თვეების სტატისტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპულ, სტაბილურ და მაღალბიუჯეტურ ბაზრებზე ორიენტირების აუცილებლობას.
კვლევის მიხედვით, ტურისტული ვიზიტების კლების მაჩვენებელმა 2.7% შეადგინა, ხოლო ზოგადი მოგზაურობის — 4.9%. შესაბამისად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 3.8%-ით შემცირდა. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ამის მიზეზი ახლო აღმოსავლეთსა და ე.წ. ტრადიციული ბაზრების ქვეყნებში არსებული არასტაბილური გარემოა.
EPRC-ის ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემები აჩვენებს, რომ 2026 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში შემოსავლები რაოდენობრივად ყველაზე მეტად სწორედ ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან გაიზარდა და რეკორდულ 335.7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა 21.2%).
მხოლოდ მეორე კვარტალში ამ ბაზრიდან მიღებული შემოსავალი 12.1%-ით გაიზარდა და 194.9 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.
"ბოლო თვეების სტატისტიკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სტაბილურ და მაღალბიუჯეტურ ბაზრებზე არჩევანი, რაც ევროპულ არჩევანს ნიშნავს, ქვეყნის ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, იგივე სტატისტიკა აჩვენებს, რომ ევროპელი და დიდი ბრიტანელი ტურისტი, საშუალოდ, საქართველოში რუს ტურისტზე 3-4-ჯერ მეტ ფულს ხარჯავს", — აღნიშნულია კვლევაში.
საშუალო დანახარჯები ქვეყნების მიხედვით (2025 წლის მონაცემები)
კვლევაში ხაზგასმულია, რომ რეალური ეკონომიკური ეფექტის შეფასებისას მთავარი მაჩვენებელი ერთ ვიზიტორზე გაწეული საშუალო დანახარჯია:
ისრაელი — 1,457 აშშ დოლარი
ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი — ~1,321 აშშ დოლარი
ჩინეთი — 660 აშშ დოლარი
რუსეთი — 439 აშშ დოლარი
EPRC-ის ანალიზის თანახმად, რუსეთიდან და ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტების მიერ დახარჯული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ეკონომიკაში არ რჩება.
"ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" დასკვნით, საქართველოს ტურისტული პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს მაღალგადამხდელუნარიანი და სტაბილური ბაზრების მოზიდვა, რაც ქვეყანას მეტ ეკონომიკურ სარგებელს, მეტ სამუშაო ადგილსა და უსაფრთხოების ნაკლებ რისკებს მოუტანს.
EPRC-ის კვლევა სრულად იხილეთ აქ.
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
კომენტარები