"არ ვთვლი, რომ რაიმე პროვოკაცია მოვაწყვეთ" — "აგარანი მამულის" ინციდენტის მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქე
18 ივლისს, თელავში, სასტუმრო "აგარანის მამულში" მომხდარი ინციდენტის მონაწილე უცხო ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქის, ალიონა ნესტერიუკის კომენტარს კრემლისტური პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი, რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე, ბიზნესმენი მამუკა ფიფია ავრცელებს. სოციალურ ქსლეში გავრცელებულ ვიდეოში ქალი ამბობს, რომ პროვოკაცია არ მოუწყვიათ, წყალი არავისთვის გადაუსხამთ.
"ეს ნამდვილად არ არის ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში. მსგავსი პრობლემები არასდროს მქონია. ზოგადად, მე არ ვარ პრობლემური ადამიანი, შექმნილი სიტუაცია ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდა — ასეთი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ და პირველ რიგში, პირადად ჩემ მიმართ. არ ვთვლი, რომ რაიმე პროვოკაცია მოვაწყვეთ. არ გაგვიკეთებია ის, რასაც ინტერნეტში წერენ — წყალი არავისთვის დაგვისხამს, არაფერი გადმოგვისხამს და ა.შ.
5 გოგო ჩამოვედით მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავად. მხოლოდ გოგონები, კაცები არ ყოფილან. მეორე მხარე ქორწილს აღნიშნავდა. დავბინავდით და როგორც კი შევედით, აღნიშვნა დავიწყეთ. ერთი ბოთლი შამპანური გვქონდა, რომელიც გავხსენით. შესაბამისად, შესაძლოა წვეთები დაეცა, როგორც ამას მეორე მხარე ამბობს. თუმცა, თუ ნახავთ, ეს პრინციპში შეუძლებელია.
იქ სახურავი და აივანია, არსად გავსულვართ. მხოლოდ ფანჯრიდან ვიყურებოდით და ამიტომ, შესაძლოა, ორ მხარეს შორის რაღაც გაუგებრობა მოხდა. შესაძლოა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო, მაგრამ ცალსახად, 100%-ით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი გოგოები ვულგარულად არ საუბრობდნენ. ისინი არ იგინებოდნენ და არ ჩხუბობდნენ.
პირველად ჩხუბი მეორე მხარემ დაიწყო. ეს მათ ვიდეოზეც კი ჩანს. ჩვენი გოგოები უცენზუროდ არ გამოხატავდნენ აზრს, არ შეურაცხყოფდნენ არც ერთ ქვეყანას, არც ერთ ადამიანს და არასდროს გადასულან პიროვნულ შეურაცხყოფაზე, ეს 100%-იანი სიმართლეა. მე საერთოდ ოთახში ვიყავი. როცა ეს სიტუაცია მოხდა, უბრალოდ გოგოების დასაცავად დავდექი, რადგან ის [გიორგი ჭიღლაძე] ოთახში შემოიჭრა...
მათ კარი გააღეს და არც კი შეუხედავთ, ვინ შემოდიოდა. ეგონათ, რომ მენეჯერი იყო, რადგან მენეჯერი მანამდე უკვე იყო ჩვენთან შემოსული ერთხელ. სხვათა შორის, ჩვენ ვთხოვეთ მას კონფლიქტის მოგვარება. ის ჩვენთან ოთახში დაცვის თანამშრომელთან ერთად იმყოფებოდა. დახმარება ვითხოვეთ, რადგან შექმნილი ვითარება ჩვენთვისაც მიუღებელი იყო. ჩვენც სტუმრები ვართ. ჩვენც სრული პატივისცემით ჩამოვედით ამ ქვეყანაში, თანაც არა პირველად და ვიცით აქ როგორ უნდა მოვიქცეთ.
თუმცა, მეორე მხარე მართლაც ძალიან აგრესიული იყო. როცა ის ადამიანი ოთახში შემოიჭრა, ჩემი აზრით, არაადეკვატური იყო. არაადეკვატური თვალები ჰქონდა და დიახ, ყველას შეგვეშინდა, მე კი გოგოების დასაცავად დავდექი […] [სასტუმროს დაცვის თანამშრომლები] ყვიროდნენ:
"ფანჯრიდან არ გადმოიხედოთ, შებრუნდით უკან ოთახში", რაც ჩვენს მიმართაც არასწორია, რადგან ჩვენც სტუმრები ვართ. ისეთივე თანაბარუფლებიანი სტუმრები ვართ, როგორც ისინი, ვინც ქორწილს აღნიშნავდა. ჩვენც აღვნიშნავდით დაბადების დღეს. სასტუმრომ საერთოდ არ დაგვიცვა ამ თავდასხმისგან […]
გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემს ადვოკატს ველოდებოდი. პოლიციამ მხოლოდ 24 საათის შემდეგ, მეორე დღეს დამკითხა. პოლიციის მხრიდან ჩემს მიმართ ცუდი დამოკიდებულება არ მიგრძნია. პირიქით, შეეცადნენ ნორმალურად და მშვიდად აეხსნათ, რა უნდა გაგვეკეთებინა და რა მოხდებოდა შემდეგ. მთხოვეს ვყოფილიყავი აბსოლუტურად გულწრფელი და ღია, ამიტომ მივაწოდე ყველაფერი, რაც გვქონდა", — ამბობს ალიონა ნესტერიუკი (MarneuliNews.ge-ის თარგმანი).
შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს, თელავში, სასტუმრო "აგარანის მამულში" ინციდენტი მოხდა. ქორწილის მსვლელობისას, სასტუმროს მესამე სართულზე, ერთ-ერთ ნომერში მყოფმა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილის სტუმრებს და სითხე დაასხეს. რის შემდეგაც სიძის ძმას, გიორგი ჭიღლაძე ნომერში მყოფ ერთ-ერთ ქალს დაარტყა. შსს-მ გიორგი ჭიღლაძე დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დაიწყო და დაკავებულს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
კომენტარები