5 რამ, რაც The Odyssey-ის ნახვამდე უნდა იცოდეთ
ფოტო: Universal Pictures
ჰომეროსის საუკუნოვანი პოემა ბევრისთვის დასავლური ლიტერატურის საძირკველია, ზოგისთვის კი — უნივერსიტეტის მოსაბეზრებელი დავალება (ან ორივე ერთად). თუმცა, კრისტოფერ ნოლანის ახალი, მასშტაბური ეკრანიზაცია ლიტერატურის გაკვეთილს სულაც არ ჰგავს — ის გაცილებით უფრო თავბრუდამხვევი, სათავგადასავლო ბლოკბასტერია.
მსოფლიო პრემიერის მოახლოებასთან ერთად, ნოლანის ოდისეა დიდი განხილვისა და ინტერესის საგანი გახდა. სტატიაში კი ფილმის შესახებ BBC-ის შეფასებას გთავაზობთ.
ფილმს ნოლანის ხელწერა ნამდვილად ეტყობა. ოდისევსი იდეალურად ჯდება ნოლანის მორალურად კომპლექსური გმირების სიაში — სამართლიანობის მაძიებელი ბეტმენიდან დაწყებული, სინდისის ქენჯნით შეპყრობილი ოპენჰაიმერით დასრულებული.
აი, რა უნდა იცოდეთ ამ ეპიკური დრამის შესახებ:
1. თვალისმომჭრელი მთავარი გმირი
ფოტო: Universal Pictures
მეთ დეიმონს ერთი საინტერესო თვისება აქვს: მისი გმირების ყურებისას ყოველთვის გრძნობ, რომ ისინი ფიქრობენ. გამონაკლისი არც ოდისევსია – მოკვდავი, რომელიც ხან ღმერთებსა და ურჩხულებს ებრძვის, ხან კი თავად იქცევა ღმერთივით.
ოდისევსმა კარგად იცის, როდის იშიშვლოს ხმალი, თუმცა ფილმში მას იმ მორალური ტვირთის ზიდვაც უწევს, რასაც სხვების ბედის განკარგვა ჰქვია და არც ტყუილზე ამბობს უარს. დეიმონი კი ამ როლს შთამბეჭდავად ასრულებს.
2. გრანდიოზული ბრძოლები
მძაფრსიუჟეტიანი სცენებისა და IMAX კამერების საშუალებით, ნოლანი შესანიშნავად გადმოსცემს ოდისევსის გზის მასშტაბებსა და იმას, თუ რამდენად უმწეოა ადამიანი ღმერთების წინაშე. მოქმედება ძირითადად ზღვაზე ვითარდება, სადაც უსასრულო ჰორიზონტისა და გიგანტური კლდეების ფონზე გმირების ნავი სულ პატარა წერტილად მოჩანს. ფილმის ეფექტები მაყურებელს თავს ამ ნავის მგზავრად აგრძნობინებს.
ბრძოლის ეპიზოდები იმდენად რეალისტურია, რომ თითოეული ხმლის, შუბისა თუ ისრის მოძრაობა იდეალურად არის გათვლილი. სანახაობა ორმაგად დასაფასებელია იმის გამოც, რომ რეჟისორმა კომპიუტერული გრაფიკის (CGI) ნაცვლად, ძირითადად პრაქტიკული ეფექტები გამოიყენა.
3. ვარსკვლავური გუნდი
ნოლანმა ფილმში ისეთი ცნობილი მსახიობები შეკრიბა, რომლებიც მზად იყვნენ პატარა, ეპიზოდურ როლებსაც კი დასჯერებოდნენ. თუმცა, მიუხედავად საეკრანო დროის სიმცირისა, თითოეულმა მათგანმა მაქსიმუმი გაიღო. ენ ჰეთევეი ბრწყინვალეა პენელოპეს როლში, თუმცა ტომ ჰოლანდის პერსონაჟს სცენარში სათანადო ყურადღება არ ეთმობა. რობერტ პატინსონის ანტინოუსი ამპარტავანი და ვერაგია, სამანტა მორტონი კი ცივსისხლიანი და საზარელი. ზენდეია ეკრანზე ქალღმერთ ათენას სახით პერიოდულად ჩნდება. თუნდაც სულ რამდენიმე წამით გამოჩენილ ვარსკვლავებსაც კი ერგოთ დასამახსოვრებელი სცენები – მაგალითად, ლუპიტა ნიონგოს.
ფოტო: Universal Pictures
4. შთამბეჭდავი თხრობა
ნოლანის ქაოსურ ნარატივში წარსულის კადრები ისე ენაცვლება მოგონებებსა და მონათხრობ ამბებს, რომ რეალობისა და ისტორიის საზღვრები სრულიად იშლება. მიუხედავად ოდნავ ნელი დასაწყისისა, ფილმის სამსაათიანი ქრონომეტრაჟი შეუმჩნევლად მიფრინავს.
ფილმს ბოლოს ძალიან მკაფიო და აქტუალური მორალიც გასდევს. ზევსისეული კანონი, რომელიც დღეს ოქროს წესის სახელითაა ცნობილი — მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა შენ მოგექცნენ — ფილმის მთავარი თემაა.
5. ამართლებს თუ არა მოლოდინს?
თითქმის. ფილმის გრანდიოზულ სანახაობას ადვილად შეუძლია მაყურებლის მონუსხვა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გადამეტებული ექშენი ხშირად ჩრდილავს ემოციურ მხარეს, რომელიც ოდნავ მშრალია.
ფილმის მსოფლიო პრემიერა კინოთეატრებში 17 ივლისს შედგება.
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში 127 807.1 ათასი ლარი შევიდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 152.2%-ია ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში 127 807.1 ათასი ლარი შევიდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 152.2%-ია
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
-
უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა
გადახედვა
-
რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს
გადახედვა
-
2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია 2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება
გადახედვა
-
დედამიწის ატმოსფეროში მეტეოროიდი შემოიჭრა — ის რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს დედამიწის ატმოსფეროში მეტეოროიდი შემოიჭრა — ის რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს
გადახედვა
-
ChatGPT-ს დაწერილ მეილებს ჩვენისგან ვეღარ გავარჩევთ? — ჩატბოტში ახალ ფუნქციას ტესტავენ ChatGPT-ს დაწერილ მეილებს ჩვენისგან ვეღარ გავარჩევთ? — ჩატბოტში ახალ ფუნქციას ტესტავენ
გადახედვა
-
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
"ერთი მიმართულებით მოძრაობენ" — თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილსა და ოპოზიციაზე "ერთი მიმართულებით მოძრაობენ" — თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილსა და ოპოზიციაზე
გადახედვა
-
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა 500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
-
ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე
გადახედვა
-
სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე 30კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება აიკრძალება სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე 30კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება აიკრძალება
გადახედვა
კომენტარები