10 რამ, რისი გაკეთებაც ქალებს მე-20 საუკუნემდე არ შეეძლოთ
ფოტო: Time
ქალების მიერ უფლებების მოპოვების ისტორია ხანგრძლივ და გამოწვევებით სავსე გზას უკავშირდება. არჩევნებში ხმის მიცემის აკრძალვიდან დაწყებული, შარვლის ჩაცმის უუფლებობით დასრულებული — მანამ, სანამ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, ქალები უამრავ დაბრკოლებას გაუმკლავდნენ. ამ სტატიის კითხვისას ნამდვილად ღირს იმ პროგრესის დაფასება და აღნიშვნა, რომელსაც დროთა განმავლობაში მივაღწიეთ.
აქაა 10 რამ, რისი გაკეთებაც ქალებს ისტორიის უდიდესი ნაწილის განმავლობაში ეკრძალებოდათ:
1. არჩევნებში ხმის მიცემა
მიუხედავად იმისა, რომ დღეს წესით თავისუფლად უნდა შეგვეძლოს საკუთარი ხმის დაფიქსირება და ამა თუ იმ პოლიტიკოსის მიმართ ჩვენი პოზიციის გამოხატვა, ეს უფლება არც ისე დიდი ხანია, რაც გვაქვს. მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც ქალებს ხმის მიცემის სრული უფლება მიანიჭა, იყო ახალი ზელანდია (1893 წელს), ევროპაში კი — ფინეთი (1907 წელი). ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში ეს პროცესი ძალიან გაჭიანურდა — მაგალითად, საფრანგეთში ქალებმა ხმის მიცემის უფლება მხოლოდ 1944 წელს მიიღეს, ხოლო შვეიცარიაში — 1971 წელს.
საქართველო ამ მხრივ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა იყო — 1918 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე, პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციით ქალებს მიენიჭათ როგორც ხმის მიცემის, ისე არჩევითობის სრული უფლება. სექსისტი კაცები, რომლებიც ქალებისთვის ამ უფლების მინიჭებას ეწინააღმდეგებოდნენ, მიიჩნევდნენ, რომ ქალები უფრო მეტად ემოციებით მოქმედებდნენ, განსხვავებით კაცებისგან, რომელთაც, მათი მტკიცებით, მეტი ინტელექტი და საღი განსჯის უნარი გააჩნდათ.
2. პასპორტის ქონა
დღეს დასაოჯახებელი თუ დაოჯახებული ქალების უმრავლესობისთვის მარტო მოგზაურობა მარტივია, თუმცა 1930-იან წლებამდე ეს თითქმის შეუძლებელი იყო. დაოჯახებულ ქალებს პასპორტში მხოლოდ მეუღლის "დანამატად" მოიხსენიებდნენ, მათი იდენტობა კი ქმრისაზე იყო გადაჯაჭვული. ერთობლივ პასპორტებში მათ თითქმის მეორეხარისხოვან როლს მიაკუთვნებდნენ, სადაც ეწერა: "ბატონი ჯონ დოუ და მეუღლე". იმ პერიოდში მეუღლის გარეშე ქალის მოგზაურობა საზოგადოებაში დაგმობილი იყო და წარმოუდგენლადაც კი ითვლებოდა.
3. შარვლის ჩაცმა
ქალის მიერ შარვლის ჩაცმა არა მხოლოდ უცნაურობად მიიჩნეოდა, არამედ ხშირად უკანონოც კი იყო. არსებული ნორმის მიხედვით, ქალებს კაბები უნდა სცმოდათ, ხოლო მათ, ვინც ამ დაუწერელ წესს არღვევდა, საზოგადოება გმობდა. მხოლოდ მაღალ მოდაში მომხდარი ცვლილებებისა და იმ ქალების დამსახურებით, რომლებმაც ეს ტრადიცია ეჭვქვეშ დააყენეს, ქალის გარდერობში შარვლები და შარვალ-კოსტიუმები ნელ-ნელა გამოჩნდა.
4. განქორწინება
მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად ქალებს მე-20 საუკუნის განმავლობაშიც შეეძლოთ ქმრებთან განქორწინება, ეს ნამდვილად არ იყო ისეთი მარტივი და ბუნებრივი პროცესი, როგორც დღესაა (მიუხედავად იმისა, რომ დღესაც არაერთ სირთულეს ვაწყდებით განქორწინების დროს). სხვადასხვა ადგილს განსხვავებული კანონები და წესები ჰქონდა, ზოგიერთ რეგიონში კი განქორწინება საერთოდ არ იყო ლეგალური. გარდა ამისა, განქორწინების მორალური თუ სოციალური დარტყმის ატანა, ძირითადად, ქალებს უწევდათ — მაშინაც კი, როდესაც მათ ამის სრულიად საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდათ. სწორედ ამის გამო ბევრი ქალი იძულებული ხდებოდა, უარი ეთქვა ამ გადაწყვეტილებაზე.
5. საკუთარი გვარის შენარჩუნება
დღეს ქალებს აქვთ არჩევანი, შეინარჩუნონ საკუთარი გვარი ან მეუღლის გვარზე გადავიდნენ, თუმცა წარსულში მათ არჩევის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ეს არა მხოლოდ სოციალურად მიუღებლად ითვლებოდა, არამედ სერიოზულ შედეგებსაც იწვევდა. ზოგიერთ სამუშაო ადგილზე ხელფასსაც კი არ უხდიდნენ მათ, ვინც საკუთარ გვარს ინარჩუნებდა. მაგალითად, 1976 წლამდე გერმანიაში ქალებს კანონით არ შეეძლოთ საკუთარი გვარის დატოვება მეუღლის გვარის დამატების გარეშე. იაპონიაში დღემდე მოქმედებს კანონი, რომელიც მეუღლეებს ავალდებულებს ერთი და იგივე გვარი იქონიონ (უმეტესად ქალები იცვლიან გვარს).
6. საკუთრების ფლობა
მე-19 საუკუნემდე დაოჯახებულ ქალებს საკუთრების ფლობის უფლება არ ჰქონდათ — ყოველ შემთხვევაში, საკუთარი სახელით. იურიდიული სტატუსის სისტემით, ნებისმიერი მიწა თუ აქტივი, მიუხედავად მისი შეძენის გზისა, კანონიერად ქმარს ეკუთვნოდა. დიდ ბრიტანეთში დაოჯახებულ ქალთა საკუთრების აქტი (Married Women's Property Act) 1870 და 1882 წლებში იქნა მიღებული. მანამდე ბრიტანეთშიც ქალის მთელი ქონება ქორწინებისთანავე ქმრის ხელში გადადიოდა.
7. უნივერსიტეტში სწავლა
მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად ქალებს შეეძლოთ უნივერსიტეტში სწავლა, მათი არჩევანი უკიდურესად შეზღუდული იყო. რეალურად, უმაღლესი განათლების მიღება უმრავლესობისთვის წარმოუდგენელ ფუფუნებად ითვლებოდა, რადგან ბევრს მიაჩნდა, რომ ქალები ინტელექტუალურად ჩამორჩებოდნენ კაცებს და მათი ადგილი მხოლოდ სახლში იყო. ნაბიჯები განათლების გათანაბრებისა და ქალებისთვის ხელმისაწვდომობისკენ მხოლოდ მე-18 და მე-19 საუკუნეებში გადაიდგა. მე-20 საუკუნისთვის კი ქალებმა უკვე შეძლეს იმ სფეროებში შესვლა, რომლებიც მანამდე მხოლოდ კაცებისთვის იყო განკუთვნილი — როგორებიცაა სამართალი, მეცნიერება და მედიცინა.
8. ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა
ქალებს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება 1900 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიადამდე არ ჰქონდათ. თუმცა, მაშინაც კი, სპორტსმენი ქალების რაოდენობა ძალიან მცირე იყო (სულ 997 მონაწილიდან მხოლოდ იყო 22 ქალი), რადგან მათთვის სპორტის მხოლოდ ხუთი სახეობა იყო ხელმისაწვდომი: ჩოგბურთი, აფროსნობა, კროკეტი, საცხენოსნო სპორტი და გოლფი. მხოლოდ 21-ე საუკუნეში მიეცათ ქალებს ოლიმპიურ თამაშებზე აქტიურად ასპარეზობის უფლება.
9. ქორწინებაში ინტიმურ კავშირზე უარის თქმა
1970-იანი წლების შუა პერიოდამდე აშშ-ის ბევრი შტატი ქორწინებაში ძალდატანებით ინტიმურ კავშირს დანაშაულად არ მიიჩნევდა. ვინაიდან ითვლებოდა, რომ დაქორწინებისას ცოლი თანხმობას უპირობოდ და სამუდამოდ აცხადებდა, კაცებს არანებაყოფლობითი აქტების ჩადენის გამო არ სჯიდნენ. მხოლოდ 1993 წელს გახდა ეს ქმედება უკანონო აშშ-ის ყველა შტატში, თუმცა გარკვეული განსხვავებები კანონმდებლობაში დღემდე არსებობს. ევროპის ბევრ ქვეყანაში ქორწინებაში ძალადობა ძალიან გვიან აღიარეს დანაშაულად. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ეს კანონით მხოლოდ 1991 წელს აიკრძალა, ხოლო გერმანიაში — 1997 წელს. მანამდე ითვლებოდა, რომ ქორწინების ხელშეკრულება ავტომატურად ნიშნავდა მუდმივ სექსუალურ თანხმობას.
10. მუშაობა ორსულობის დროს
ახლო წარსულში ქალები ორსულობის გამო შეიძლება სამსახურიდან გაეთავისუფლებინათ. ზოგიერთ შტატში მათ მშობიარობამდე და მშობიარობის შემდგომ პერიოდში მუშაობაც კი ეკრძალებოდათ, ხოლო გარკვეული პროფესიების წარმომადგენლებს, მაგალითად მასწავლებლებს, აიძულებდნენ უხელფასო დეკრეტული შვებულების აღებას.
-
შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება
გადახედვა
-
აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს? აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს?
გადახედვა
-
ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა" ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა"
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით
-
"ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე "ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი
-
სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია
გადახედვა
-
შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს
გადახედვა
-
არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს
გადახედვა
-
"ჯეო ჰოსპიტალსი": დაშავებული 13 ტურისტიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მძიმედაა 17 წლის გოგოც "ჯეო ჰოსპიტალსი": დაშავებული 13 ტურისტიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მძიმედაა 17 წლის გოგოც
გადახედვა
-
სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა
გადახედვა
-
Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს
გადახედვა
-
EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ? მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა
-
ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა
გადახედვა
-
MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება
გადახედვა
-
გუტერეში: თუ AI უკეთესი მომავლის შექმნას გვპირდება, დაუფარავად უნდა გვითხრან, რად გვიჯდება ეს ყველაფერი გუტერეში: თუ AI უკეთესი მომავლის შექმნას გვპირდება, დაუფარავად უნდა გვითხრან, რად გვიჯდება ეს ყველაფერი
გადახედვა
-
თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს
გადახედვა
-
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა
გადახედვა
კომენტარები