ლუვრის გაქურდვაში ბრალდებულები აცხადებენ, რომ ორგანიზატორი ნაქურდლით უკმაყოფილო დარჩა — რა მოიპარეს?
ფოტო: The Guardian/Euronews
ორმა კაცმა, რომლებიც გასული წლის ოქტომბერში პარიზის ლუვრის მუზეუმიდან 88 მილიონი ევროს ღირებულების სამეფო ძვირფასეულობის ქურდობაში არიან ეჭვმიტანილნი, გამომძიებლებს განუცხადეს, რომ ძარცვის სავარაუდო ორგანიზატორი ნადავლით იმედგაცრუებული დარჩა და მიიჩნია, რომ "მათ მეტის წაღება შეეძლოთ". ამის შესახებ The Guardian წერს.
გამოცემის Le Monde-ის მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით, ეჭვმიტანილები, რომლებიც ადგილობრივი მედიისთვის აბდულაი ნ.-ს და ღელამალა ა.-ს სახელებით არიან ცნობილი, ამტკიცებენ, რომ ლუვრის აპოლონის გალერეაში იმ დამკვეთის მითითებით შეიჭრნენ, რომლის ვინაობის დასახელებაც ოჯახების უსაფრთხოების მოტივითა და შიშის გამო ვერ გაბედეს.
ეჭვმიტანილებმა რვა დასახელების ძვირფასეულობა მოიპარეს, მათ შორის:
- იმპერატრიცა ევგენიას ბრილიანტის ბაფთისებრი ბროში,
- იმპერატრიცა ევგენიას დიადემა,
- ზურმუხტის საყურეები მარი-ლუიზას ნაკრებიდან,
- ზურმუხტის ყელსაბამი მარი-ლუიზას ნაკრებიდან,
- დედოფლების, მარი-ამელისა და ორტანსის საფირონის საყურეები,
- დედოფლების, მარი-ამელისა და ორტანსის საფირონის ყელსაბამი,
- დედოფლების, მარი-ამელისა და ორტანსის საფირონის დიადემა,
- რელიკვიარიუმი-ბროში.
თუმცა, გაქცევის დროს, ეჭვმიტანილებს ძვირფასი ქვებით მოჭედილი ის გვირგვინი დაუვარდათ, რომელსაც მე-19 საუკუნეში ნაპოლეონ III-ის მეუღლე, იმპერატრიცა ეჟენი ატარებდა.
"დიახ, მე ვიყავი, ჩანთიდან ამომივარდა", — აღიარა აბდულაი ნ.-მ, როდესაც მოსამართლეებმა ძლიერ დაზიანებული გვირგვინის ფოტო აჩვენეს. მან დასძინა: "რაც ჩავიდინეთ, სწორი არ იყო, ეს ძალიან სერიოზული დანაშაულია".
მისივე თქმით, მათ დარჩენილი ნადავლი სავარაუდო ორგანიზატორს გადასცეს, რომელიც შედეგით "კმაყოფილი არ დარჩენილა".
"მან ჩათვალა, რომ მეტის წაღება შეგვეძლო", — განუცხადა მან გამომძიებლებს.
ორივე კაცმა აღნიშნა, რომ ისინი ძარცვამდე მხოლოდ ორი-სამი დღით ადრე დაიქირავეს. მოსამზადებლად გალერეის შიგნით გადაღებული ვიდეო აჩვენეს, სადაც ჩანდა ვიტრინები ნაპოლეონის დროინდელი ძვირფასეულობით.
Le Mondeის ცნობით, გამომძიებლებს ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ, რომ მძარცველები ვინმეს დავალებით მოქმედებდნენ.
-
საქართველოს ეკლესია წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელის რუსული სამხედრო რაზმისთვის გამოყენებას ემიჯნება საქართველოს ეკლესია წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელის რუსული სამხედრო რაზმისთვის გამოყენებას ემიჯნება
გადახედვა
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია

კომენტარები