მსოფლიოში საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქები დასახელდა — ნახეთ წლევანდელი ათეული
სპოილერი: თბილისი, რატომღაც, ისევ ვერ მოხვდა ამ ათეულში...
ფოტო: Scanrail1 / Shutterstock
მსოფლიოში წლიდან წლამდე ბევრი რამ იცვლება, მაგრამ ერთი რამ უცვლელი რჩება: როცა საქმე საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქის დასახელებას ეხება, პირველი ადგილისთვის თითქმის ყოველთვის ვენა და კოპენჰაგენი იბრძვიან. ზედიზედ მეორედ, წელს ეს დაძაბული შერკინება დანიის დედაქალაქის გამარჯვებით დასრულდა.
ბრიტანული მედიაორგანიზაცია The Economist-ის კვლევითმა მიმართულებამ, EIU-მა, ტრადიციულად, წელსაც დაასახელა მსოფლიოში საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქების ათეული. სიის შესადგენად, სხვადასხვა ქვეყნის 173 ქალაქი რამდენიმე კრიტერიუმით შეფასდა, მათ შორის, განათლება, სტაბილურობა, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა და კულტურა. აქედან სამ კატეგორიაში — სტაბილურობა, ინფრასტრუქტურა და განათლება — კოპენჰაგენმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ზედიზედ მეორედ აართვა მოწინავე პოზიცია ვენას, რომელიც მანამდე სამი წლის განმავლობაში სახელდებოდა საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქად. EIU-ის წარმომადგენელი კოპენჰაგენს ასევე უქებს კულტურას, გარემოზე ზრუნვას და საზოგადოებრივი მომსახურების მაღალ ხარისხს.
პატარა ქალთევზას ქანდაკება — დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის სიმბოლო
ფოტო: Shutterstock
ათეულში კოპენჰაგენს და ვენას მესამე პოზიციაზე მოჰყვება ავსტრალიის ქალაქი მელბურნი, რომელიც გასული წლის შემდეგ ერთი პოზიციით დაწინაურდა. შარშანდელს შემდეგ, მეექვსიდან მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა კიდევ ერთმა ავსტრალიურმა ქალაქმა, სიდნეიმ. აი, ციურიხი კი, რომელიც წინა წელს ვენას უთანაბრდებოდა მეორე ადგილზე, ამჯერად მეხუთე პოზიციამდე ჩამოქვეითდა.
ჩამონათვალზე ასევე აისახა მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტები. შუა აღმოსავლეთში დაძაბული ვითარების გამო, ომანის დედაქალაქი მასკატი 14 პოზიციით ჩამოქვეითდა 123-ე ადგილამდე, ელ-ქუვეითი კი — 12 პოზიციით 105-ე ადგილამდე. საცხოვრებლად ყველაზე ცუდ ქალაქად კვლავაც სირიის დედაქალაქი დამასკო მიიჩნევა. თუმცა, სიის ბოლო ათეულში მცირე ცვლილებები მაინცაა: ომის შედეგად, თეირანმა 164-ე ადგილზე გადაინაცვლა, კიევმა კი —166-ე პოზიციაზე. ცვლილების მხრივ, რეიტინგში შესამჩნევია ჩინეთის ქალაქების დაწინაურებაც, რაც ჯანდაცვის კომპონენტში ქულების მომატებითაა განპირობებული.
საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქების ათეული კი, საბოლოოდ, წელს ასე გამოიყურება:
- კოპენჰაგენი, დანია
- ვენა, ავსტრია
- მელბურნი, ავსტრალია
- სიდნეი, ავსტრალია
- ციურიხი, შვეიცარია
- ჟენევა, შვეიცარია
- ოსაკა, იაპონია
- ადელაიდა, ავსტრალია
- ვანკუვერი, კანადა
- ტოკიო, იაპონია
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები