საჭმელი, რომელიც სიხარულს გვახსენებს
ფოტო: Pinterest
დაფიქრებულხარ, რატომ ვერ ჯობნის ბავშვობის გემოს ვერაფერი, რასაც ზრდასრულობაში ვსინჯავთ ხოლმე? შეიძლება მსოფლიოს გამორჩეულ კულინარიულ გამოცდილებას ვეზიაროთ, საუკეთესო მზარეულების მომზადებული კერძები ვჭამოთ, მაგრამ ბებოს გამომცხვარ ტაფის ხაჭაპურს, ზაფხულის დილებს საოცარი სურნელით რომ ავსებდა ხოლმე, მაინც ვერაფერი ჯაბნის.
შეიძლება, ბავშვობის გემო შენთვის შენი სკოლის წინ საცხობში ნაყიდი ფენოვანი ხაჭაპურია ან მამიდის გამომცხვარი შოთი, ხმელ ყველთან და ბოსტანში მოწყვეტილ ტკბილ პომიდორთან ერთად — რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენნაირია ეს გამოცდილებაც, ყველა უნიკალური და გამორჩეული.
ახსნაც მარტივი აქვს ყველაფერს — საჭმელი, რომელიც სიხარულს გვახსენებს, მხოლოდ გემოსა და კულინარიულ ოსტატობას არ უკავშირდება.
ფოტო: Pinterest
ჩვენს ტვინს აქვს საოცარი უნარი, რომელიც ნივთებს, მოვლენებსა და გემოებს აერთიანებს და ისე ინახავს.
როცა იმ ხაჭაპურს ჭამდი, შენი ორგანიზმი მხოლოდ კალორიებს კი არ იღებდა ენერგიის გამოსამუშავებლად, გარემოსაც იმახსოვრებდა. პირმა შეიძლება გემო დაიმახსოვრა, მაგრამ გონებამ ისიც ჩაინიშნა, როგორ უდარდელად გრძნობდი თავს, უსაფრთხოდ, სკოლისგან თავისუფალი, ზაფხულის დღეებში არანაირი პასუხისმგებლობა რომ არ გქონდა.
ჩვენმა ფსიქიკამ მთელი ეს უდარდელობა, სიმშვიდე და ბედნიერება გააერთიანა და ვიდრე მოგონებების თაროზე შემოდებდა, კონკრეტული საჭმლის გემოთი და სუნით მონიშნა — ეს საჭმელი იქცა გასაღებად იმ მდგომარეობის, რომელიც მაშინ გქონდა.
ყველაფრის უკან კი ლოგიკური ანატომია დგას. ჩვენი ყნოსვისა და გემოვნების რეცეპტორები პირდაპირ, ყოველგვარი შუამავლების გარეშეა დაკავშირებული ლიმბურ სისტემასთან — ტვინის იმ ნაწილთან, რომელიც ემოციებსა და გრძელვადიან მეხსიერებას მართავს.
ევოლუციურად გადარჩენისთვის გვჭირდებოდა, ტვინს მომენტალურად დაემახსოვრებინა იმ ხილის გემო, რომელიც ენერგიით გვავსებდა ან იმ ბალახის სუნი, რომელმაც მოგვწამლა.
დღეს კი ეს მექანიზმი სულ სხვა რამეში გვეხმარება — გემოს დახმარებით წარსულში გვამოგზაურებს. ამიტომ აქვს ბავშვობის საჭმელს ძალა, ბედნიერება და უდარდელობა შეგვახსენოს.
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები