სიღარიბის სრულად აღმოფხვრა 2029 წლისთვის შესაძლებელი იქნება — ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ანგარიში წარადგინა
დღეს, 26 ივნისს, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგა, რომელიც მთავრობის და ქვეყნის მიღწევებს ეხებოდა.
კობახიძე თამამად აცხადებს, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში "კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად აღმოფხვრილი და დამარცხებულია".
"შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ამ ძირეულ მიზანს არსებითად მივაღწიეთ. კიდევ ერთხელ შემიძლია შევთავაზო ნებისმიერ ადამიანს, ოპონენტს თუ არაოპონენტს, წარმოადგინონ თუნდაც ერთი ფაქტი ამ საანგარიშო პერიოდიდან, გასული წლის ივნისიდან კორუფციასთან დაკავშირებით თუ არის რაიმე ეჭვები და თითოეული ჩვენგანი ბოლომდე ვაგებთ პასუხს. ასეთი კითხვა არაერთხელ დაისვა ჩემი მხრიდან, მათ შორის დებატების დრო, თუმცა ოპონენტებმა ვერცერთი ასეთი ფაქტი ვერ წარმოადგინეს, რაც ჩვენთვის არის იმის უტყუარი ნიშანი, რომ კორუფცია ხლისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად დამარცხებული.
რა თქმა უნდა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის საჭირო მუდმივ რეჟიმში, განსაკუთრებით ქვედა დონეზე და ბუნებრივია, მთავრობა საკუთარ ყურადღებას არც მომავალში მოადუნებს ამ მიმართულებით, თუმცა კიდევ ერთხელ თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებული და ეს არის საქართველოს მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი გასული ერთი წლის განმავლობაში," — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა ვერცელ ანგარიშშ "გამჭირვალეობის კანონზე" ისაუბრა. მისი აზრით, მთავრობის მიერ გრანტების შესახებ კანონის დამსახურებაა, რომ "ქვეყანა დამშვიდდა". კობახიძემ ასევე კოლეგებს მადლობა გადაუხადა, რომ "შეურაცხყოფის და უსამართლობის ატანა მოუწიათ" და აღნიშნული კანონის მიღებას მხარი მაინც დაუჭირეს.
"ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ გამოწვევების დაძლევა და ქვეყნის დამშვიდება.
ამაში პარლამენტს განსაკუთრებული წვლილი ჰქონდა, განსაკუთრებით იმ კანონმდებლობას, რომელიც საქართველოს პარლამენტმა გასული წლების განმავლობაში მიიღო. განსაკუთრებულ აქცენტს გრანტების შესახებ კანონზე გავაკეთებდი.
ეს იყო ზუსტად ის კანონები, რომლებმაც მოგვცა ჩვენ ვითარების დამშვიდების საშუალება. თქვენ იცით, რას ხმარდებოდა უცხოური გრანტები, ე.წ NGO-ებზე გაცემული გრანტები. [გრანტები] ზუსტად, რომ ქვეყნის არევას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე და ეკლესიაზე თავდასხმას და საბოტაჟის მცდელობას ხმარდებოდა.
საბოლოო ჯამში, გამჭვირვალობის კანონმა მოგვცა ვითარების რადიკალურად შეცვლის საშუალება. მე მახსოვს, თითოეულმა თქვენგანმა როგორი პროცესები გამოიარეთ თავის დროზე, რამხელა შეურაცხყოფის და უსამართლობის ატანა მოგიწიათ, მაგრამ მაშინ გუნდის თითოეული წევრი, თითოეული პარლამენტარი დადგა მოწოდების სიმაღლეზე. სხვანაირად, ასეთი ბრძოლის გარეშე, რა თქმა უნდა, შედეგები ვერ მიიღწევა და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ პრინციპულობისთვის და სიმართლის ბოლომდე გატანისთვის," — განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში მოხსენებისას.
მთავრობის მეთაურმა ანგარიშში სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზების გადამოწმებაზეც ისაუბრა. ანგარიშის თანახმად, 1-ელი ივნისის მონაცემებით დასრულებულია 40 225 ოჯახის გადამოწმება. აქედან სოციალური დახმარება შეუწყდა 22 707 ოჯახს, რაც არის 56.4%.
"1-ელი ივნისის მონაცემებით დასრულებულია 40 225 ოჯახის გადამოწმება. აქედან სოციალური დახმარება შეუწყდა 22 707 ოჯახს, რაც არის 56.4%. აქედან დაზოგილმა თანხამ შეადგინა 54.7 მილიონი ლარი. აქ იყო ხშირად სპეკულაციები სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით. გვეუბნებოდნენ, რომ თუ მცირდებოდა სიღარიბე ქვეყანაში და იზრდებოდა ეკონომიკა, მაშინ რატომ იყო გაზრდილი სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. მიზეზი იყო მარტივი — გამოცხადებული იყო ერთგვარი მორატორიუმი 2020 წლის შემდეგ, აღარ მომხდარა ბაზების გადახედვა. როგორც კი დავიწყეთ ბაზების გადახედვა, დადასტურდა ის, რაც ისედაც ვიცოდით — რომ რეალურად ამ ადამიანების დიდი ნაწილი აღარ საჭიროებდა სოციალურ დახმარებას.
ამ ადამიანების ნაწილს ჰქონდათ თვეში 3 000 ლარზე მეტი, 4 000 ლარზე მეტი შემოსავალი და მაინც იღებდნენ სოციალურ შემწეობას. საბოლოო ჯამში, მოხდა ბაზების გადახედვა და შესაბამისად 56%-ზე მეტით შემცირდა სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა. რა თქმა უნდა ეს პროცესი გაგრძელდება," — განაცხადა ირაკლი კობახიძემ
სოციალურ სიდუხჭირეზე საუბირსას, კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრა 2029 წლისთვის შესაძლებელია.
"გაიზარდა გასული წლის განმავლობაში საშუალო ხელფასი. 2025 წელს საშაულო ხელფასმა შეადგინა 2283 ლარი და გაიზარდა 312 ლარით, რაც ასევე არის საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელი.
საქართველოში 280 ათასი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული გამოწვევა, ეს არის პრინციპული პრობლემა. საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრა შესაძლებელი არის 2029 წლისთვის," — განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ ანგარიშის წარდგენა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის მადლობის გადახდით დაასრულა. მისი განცხადებით "ქვეყნის მიღწევები" და 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა ივანიშვილის დამსახურებაა.
"ამ მიღწევებისთვის მე აუცილებლად მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს და დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს.
ის მიღწევები, რომლებიც აქვს საქართველოს მთავრობას ამ გასული წლების განმავლობაში, საბოლოოდ არის იმ გეზის და სწორი პრინციპების დამსახურება, რომლებიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში 2012 წლის შემდეგ დაამკვიდრა.
საბოლოო ჯამში ის, რომ 14 წლის განმავლობაში უწყვეტი მშვიდობაა, დღეს ქვეყანაში არის სიმშვიდე, ინარჩუნებს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ეკონომიკური პროგრესი აქვს, სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. კიდევ ერთხელ მადლობა მას სწორი პრინციპებისთვის, სწორი ღირებულებებისთვის და იმ მაგალითისთვის, რომელსაც გვაძლევს თითოეულ ჩვენგანს საკუთარ საქმიანობაში," — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
- ირაკლი კობახიძემ "ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე დგომისთვის" დედა ეკლესიას და შიო III-ეს მადლობა გადაუხადა
- ირაკლი კობახიძე: სამართალდამცავ სტრუქტურებს მინდა, მადლობა გადავუხადო 4 ოქტომბერს იუველირული მუშაობისთვის
- ირაკლი კობახიძემ "ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე დგომისთვის" დედა ეკლესიას და შიო III-ეს მადლობა გადაუხადა
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
კომენტარები