ბინდის საგა წიგნის მაღაზიებში ბრუნდება — 5 მიზეზი, რატომ უნდა ითარგმნოს შუაღამის მზეც
ფოტო: Summit Entertainment / Little, Brown and Company; On.ge
ბინდის საგის ქართველი ფანებისთვის, ანუ თვაიჰარდებისთვის — როგორც მათ უწოდებენ ხოლმე — განსაკუთრებულად სასიხარულო ახალი ამბავია: სულაკაურის გამომცემლობამ რამდენიმე დღის წინ დააანონსა, რომ სტეფანი მეიერის საქვეყნოდ ცნობილი სერია წიგნის მაღაზიებში ბრუნდება. ბინდის ქართული გამოცემები წლებია, რთულად საშოვნელ წიგნებს შორის მოწინავე პოზიციებს იკავებენ, და მკითხველები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ ტირაჟის განახლებას. ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ განახლებულ გამოცემას განსხვავებული ყდები და ახალი ტიპოგრაფია დაამშვენებს.
თუმცა, ქართული თარგმანის ტირაჟის ამოწურვიდან განახლებამდე, ბინდის სამყაროში ერთი დიდი და განსაკუთრებული ამბავი მოხდა — ფანების ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, 2020 წელს მეიერმა სქელტანიანი რომანი შუაღამის მზე გამოსცა. წიგნი ჯერჯერობით არ თარგმნილა ქართულად, მაგრამ გამოცემების განახლება სწორედაც რომ შესაფერისი დროა ამ დანაკლისის გამოსასწორებლად.
აი, ხუთი მიზეზი, თუ რატომ ველოდებით შუაღამის მზის ქართულ თარგმანს:
1. შუაღამის მზე არც "პრიქველია", არც "სიქველი" და არც დამატებითი წიგნი
ბინდის საგის ავტორი სტეფანი მეიერი და ახალგამოცემული შუაღამის მზე
ფოტო: Fickle Fish Films / Facebook
ბინდის სერია თავდაპირველად გამოქვეყნებული ოთხწიგნეულისა და შუაღამის მზის გარდა, კიდევ რამდენიმე გამოცემას აერთიანებს: ბინდის საგის ოფიციალური ილუსტრირებული გზამკვლევი, სადაც ამ გამოგონილ სამყაროსა და გმირებზე მეტს გაიგებთ, სიცოცხლე და სიკვდილი, სადაც ბინდის ამბავში პერსონაჟების გენდერია შეცვლილი, და ბრი ტენერის მოკლე მეორე სიცოცხლე, რომელიც მესამე წიგნში ეპიზოდურად გამოჩენილი ერთ-ერთი პერსონაჟის ამბავს ჰყვება. აღნიშნული სამივე გამოცემა ეგრეთ წოდებული დამატებითი წიგნია. თუმცა, შუაღამის მზე არც ამ კატეგორიას არ მიეკუთვნება, არც წინაისტორიაა ("პრიქველი") და არც გაგრძელება (იმის მიუხედავად, რომ ზოგან, მაგალითად, Goodreads-ზე ბინდის საგის მე-5 წიგნადაა მითითებული).
შუაღამის მზე არის სერიის პირველ წიგნში განვითარებული ამბავი, მოყოლილი ედვარდ კალენის მიერ, ვამპირის პერსპექტივით. პერსპექტივის ან პროტაგონისტის შეცვლა მხატვრულ ლიტერატურაში დიდი ინოვაცია არაა, მაგრამ ამ შემთხვევას ერთი რამ აქცევს განსაკუთრებულად — თუ რატომაა შუაღამის მზის წაკითხვა აუცილებელი ამბის უკეთ გასაგებად...
2. ედვარდის თხრობა უნიკალურ პერსპექტივას სძენს ამბავს
ჩემი ცხოვრება მარადიული, შეუცვლელი შუაღამე იყო. და როგორ მოხდა, რომ ახლა, ჩემი შუაღამის ზენიტში, მზე იწვერებოდა?
თუ გაიხსენებთ, ედვარდის ვამპირული ნიჭი აზრების კითხვა იყო. სწორედ ამიტომ, შუაღამის მზეში ჩვენ არა მხოლოდ მის ფიქრებს ვეცნობით, არამედ ყველა სხვა პერსონაჟისაც (ცხადია, გარდა ბელასი, რომლის "ოვერსინქინგს" ისედაც კარგად ვიცნობთ). ეს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალი ისტორიის ბევრ ახალ ასპექტს დაგანახვებთ და ზოგიერთ პერსონაჟზეც სრულებით შეგიცვლით შთაბეჭდილებას.
და თუ ფიქრობთ, რომ ბელა იყო ამბავში მთავარი "ოვერსინქერი", ედვარდი პირველივე გვერდებიდან შეძლებს თქვენს გაოცებას. სხვა თუ არაფერი, შუაღამის მზე ხომ ლამის ორჯერ აღემატება მოცულობით ბინდს. ედვარდი რომ, რეალურად, ტრაგიკული პერსონაჟია და მეტიც, ამ მხრივ ძველისძველ არქეტიპს აცოცხლებს, ამაზე ადრეც გვისაუბრია. თუმცა, ამ საუკუნის ხნის ვამპირის თხრობა ამბავს ძალიან დრამატულს და ზოგჯერ მელოდრამატულსაც კი ხდის. მიზეზებზე თავად ავტორმაც ილაპარაკა წიგნის გამოცემისას:
"შუაღამის მზეში თხრობა უფრო ავბედითი და ბნელია, რადგან მთხრობლად ის პერსონაჟი გვევლინება, რომელმაც თავიდანვე იცის, რომ ეს რომანი განწირულია", — აღნიშნავს სტეფანი მეიერი, — "ბელა ძალიან იმედიანია. მას პირველად უყვარდება და ბევრ წინააღმდეგობას ჯერ არ შეხვედრია. ედვარდსაც პირველად უყვარდება, მაგრამ იგი სავსებით დარწმუნებულია, რომ ეს სიყვარული ტრაგედიით დამთავრდება. ოცდაათი თავიდან ალბათ მხოლოდ სამშია ის იმედიანი. ამდენად, ამ ამბავში 10 პროცენტი ბედნიერებაა, დანარჩენი 90 კი — ტკივილი".
"წამით პერსეფონე დავინახე ბროწეულით ხელში, როგორ მიექანებოდა ქვესკნელისკენ. ნუთუ ეს ვიყავი? თავად ჰადესი, რომელიც გაზაფხულის წადილით შეპყრობილი მას გაიტაცებს და უსასრულო ღამეში შთანთქავს", — ფიქრობს ედვარდი ერთგან. ეს ალუზია ერთგვარ ლაიტმოტივად გასდევს წიგნს, რომელიც სწორედ მსგავსი აღწერით წარადგინა გამომცემლობამ თავის დროზე: ნაწარმოები, რომელიც "ჰადესისა და პერსეფონეს კლასიკურ მითს ახლებურად აცოცხლებს".
თუმცა, ბინდისეული ჰადესის პერსპექტივა ამბის გააზრებისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ წიგნის დასრულებამდე მეიერმა მისი ნაწყვეტები პირველი ფილმის რეჟისორს, ქეთრინ ჰარდვიკს, და ედვარდის შემსრულებელ რობერტ პატინსონს წააკითხა.
3. წიგნის დასრულებას ძალიან, ძალიან დიდი ხანი დასჭირდა
ფოტო: Julie Adamson
როგორც თავშივე გითხარით, შუაღამის მზეს წლების განმავლობაში ელოდებოდნენ ფანები. წიგნზე, როგორც წერით ექსპერიმენტზე, მეიერმა მუშაობა ჯერ კიდევ პირველი ფილმის გამოსვლამდე დაიწყო. რაც უფრო მეტს ვწერდი, მით მეტად ვრწმუნდებოდი, რომ ედვარდი ამ ისტორიის საკუთარ ვერსიას იმსახურებდაო, იხსენებდა მწერალი მოგვიანებით. თუმცა, ყველაფერი 2008 წლის აგვისტოს მიწურულს ამოტრიალდა, როცა ინტერნეტში ნაწარმოების დაუსრულებელმა ვერსიამ გაჟონა.
ამან მეიერი აღაშფოთა. "ეს არის უხეში შელახვა ჩემი, როგორც ავტორის უფლებების; რომ აღარაფერი ვთქვათ, ჩემი, როგორც ადამიანის უფლებებზე", — განაცხადა მან, შუაღამის მზის დაუსრულებელი პირვანდელი ვერსია თავის ვებსაიტზე განათავსა და პროექტს განუსაზღვრელი დროით მიანება თავი. წერა რომ გამეგრძელებინა, ჯეიმსი [ვამპირი, რომელიც ბელას მოსაკლავად დასდევს] ალბათ გაიმარჯვებდა და კალენების მთელ ოჯახს ამოხოცავდა, რაც თავდაპირველ ამბავთან შეუსაბამო იქნებოდაო, ჰყვებოდა ავტორი.
მაგრამ მკითხველების, მათ შორის, ოჯახის წევრების, განუწყვეტელი თხოვნების გამო, მეიერი წერას მიუბრუნდა. თუმცა, აღნიშნავდა, რომ ამის დიდი სურვილი არ ჰქონია: ის პროექტი იყო, რომელიც უნდა დამესრულებინა და არა ის, რომლის დამთავრებაც თავად მინდოდაო. "წერა ყოველთვის მარტივი და სასიამოვნო პროცესი არაა, მაგრამ ამბის დამთავრებისას კმაყოფილება ვიგრძენი", — განაცხადა მწერალმა 2020 წელს, ბინდის 15 წლის იუბილეზე, როცა შუაღამის მზის სრულმა ვერსიამ, როგორც იქნა, დღის სინათლე იხილა.
- "მსურდა თუ არა, შუაღამის მზე უნდა დამესრულებინა" — ინტერვიუ სტეფანი მეიერთან
- 10 საინტერესო ფაქტი ბინდის საგის ავტორ სტეფანი მეიერზე
4. ნეტფლიქსი წიგნის ეკრანიზაციაზე მუშაობს
ბინდის ახალი ეკრანიზაციის შესახებ ხმა ჯერ კიდევ 2023 წელს დაირხა, როცა ამერიკული მედია წერდა, რომ კინოკომპანია Lionsgate სერიის ტელეადაპტაციაზე მუშაობას შეუდგა. მოგვიანებით დაზუსტდა, რომ პროექტი ანიმაციურ სერიალს წარმოადგენდა. მერე კი ისიც გავიგეთ, რომ ნეტფლიქსის ეკრანიზაცია, რეალურად, ბინდს კი არა, შუაღამის მზეს დაეფუძნებოდა. სხვა დეტალები პროექტის შესახებ ამ დრომდე უცნობია, მაგრამ ვიცით, რომ ანიმაციური სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი თავად სტეფანი მეიერი იქნება, რომელიც ფანებს მოთმინების გამოჩენისკენ მოუწოდებს და აიმედებს, რომ ანიმაცია, როგორც მედიუმი, შემქმნელებს უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს ფენტეზი სამყაროს გასაცოცხლებლად.
"ძალიან მიხარია, რომ ნეტფლიქსის არაჩვეულებრივ ხალხთან თანამშრომლობის და ბინდის სამყაროს 'ლაივ-ექშენის' შეზღუდვების გარეშე გაცოცხლების შესაძლებლობა მოგვეცა", — დაწერა მეიერმა თავის ვებსაიტზე, — "მგონი, შევძლებთ, რაღაც კარგი შევქმნათ. მაგრამ ეს ხომ ანიმაციაა, ასე რომ, ყველას, მათ შორის, მეც, მოთმინება გვმართებს. ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად დროა საჭირო".
5. შუაღამის მზეც უპირობო #1 ბესტსელერი გახდა
"ეს წიგნი ეძღვნება ყველა იმ მკითხველს, რომლებიც ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში ჩემი ცხოვრების ასეთ ბედნიერ ნაწილს წარმოადგენენ. როცა ჩვენ ერთმანეთს პირველად შევხვდით, უმრავლესობა მოზარდები იყავით და ლამაზი თვალები მომავლის იმედებით გქონდათ ანთებული. იმედი მაქვს, განვლილი წლების განმავლობაში, ყველა ეს ოცნება აგიხდათ და სინამდვილე იმაზე ბევრად უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგედგინათ", — წერს სტეფანი მეიერი შუაღამის მზის მიძღვნაში.
როცა პოპულარული წიგნების სერია, მით უფრო, კონკრეტულ ასაკობრივ სეგმენტზე გათვლილი, ბევრი წლის შემდეგ გრძელდება, არსებობს საფუძვლიანი დაშვება, რომ იგი წინამორბედების წარმატებას ვერ გაიმეორებს: ფანები გაიზარდნენ, შეეცვალათ ინტერესები, ცხოვრებისეული მდგომარეობა... თუმცა, შუაღამის მზეზე, როგორც ჩანს, ვერცერთმა ფაქტორმა ვერ იმოქმედა —მათ შორის, ვერც კოვიდპანდემიამ — წიგნი გამოცემიდან პირველივე კვირაში მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა და არაერთი ქვეყნის ბესტსელერების სიის სათავეში მოექცა.
ეს ფაქტი და კიდევ ბევრი სხვა ამბავი, მათ შორის, ბინდის ყოველწლიური ფესტივალი ფორკსში, მოწმობს, რომ ლეგენდარული ვამპირული საგისადმი ერთგული გულშემატკივრების სიყვარული არ განელებულა.
"ოთხი სრული და ერთი დაუმთავრებელი ნაწილისგან შემდგარი საგა", — ანოტაციაში ასეთი აღწერით წარუდგინა თავდაპირველად სერია სულაკაურის გამომცემლობამ ქართველ მკითხველს. და რადგან ეს ტექსტი ახალი გამოცემებისთვის რელევანტური აღარაა, "დაუმთავრებელი ნაწილი" კი, საბოლოოდ, დამთავრდა, დროა, ბინდის ქართული ვერსიაც ღირსეულად მივიდეს ბოლომდე.
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში 127 807.1 ათასი ლარი შევიდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 152.2%-ია ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში 127 807.1 ათასი ლარი შევიდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 152.2%-ია
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს
გადახედვა
-
2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია 2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება
გადახედვა
-
დედამიწის ატმოსფეროში მეტეოროიდი შემოიჭრა — ის რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს დედამიწის ატმოსფეროში მეტეოროიდი შემოიჭრა — ის რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს
გადახედვა
-
ChatGPT-ს დაწერილ მეილებს ჩვენისგან ვეღარ გავარჩევთ? — ჩატბოტში ახალ ფუნქციას ტესტავენ ChatGPT-ს დაწერილ მეილებს ჩვენისგან ვეღარ გავარჩევთ? — ჩატბოტში ახალ ფუნქციას ტესტავენ
გადახედვა
-
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
"ერთი მიმართულებით მოძრაობენ" — თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილსა და ოპოზიციაზე "ერთი მიმართულებით მოძრაობენ" — თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილსა და ოპოზიციაზე
გადახედვა
-
ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე
გადახედვა
-
სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე 30კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება აიკრძალება სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე 30კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება აიკრძალება
გადახედვა

კომენტარები