მარტინ სკორსეზე, რომელიც მარველს და თანამედროვე კინოს აძაგებდა, AI-ის ფანი გამოდგა
ფოტო: Getty Images
ვინ-ვინ და თანამედროვე კინოინდუსტრიის თავგამოდებული კრიტიკოსი თუ ყველაზე საკამათო ახალი ტექნოლოგიის მხარდამჭერი იქნებოდა, ვერ ვიფიქრებდით. როგორც ცნობილი გახდა, მარტინ სკორსეზე ხელოვნური ინტელექტის (AI) კომპანიას კონსულტაციას უწევს "შემოქმედებითობის საზღვრების გასაფართოებლად და მაყურებლისთვის უფრო მრავალფეროვანი გამოცდილების შესათავაზებლად". ამასთან, ოსკაროსანი რეჟისორი აღიარებს, რომ კომპანიის გენერაციულ ტექნოლოგიას თავადაც იყენებს სცენის ვიზუალური ორგანიზების ("სთორიბორდის") შესაქმნელად.
"კინო ახალი მედიუმია, დაახლოებით, 125 წელს ითვლის მხოლოდ, ასე რომ, ღია უნდა ვიყოთ მისი განვითარების შესაძლებლობების მიმართ", — აცხადებს სკორსეზე, — "Hugo-ის გადაღებისას, 3D ტექნოლოგია გამოვიყენე, The Irishman-ში კი — გაახალგაზრდავების ეფექტი. ახლა, ამ ხელსაწყოს საშუალებით, ჩემს გუნდს შემიძლია უფრო მკაფიოდ გავუზიარო ჩემი ხედვა. [...] როცა ასეთი ინსტრუმენტი გაქვს, ყველაფერი უფრო სწრაფად გამოგივა და ფილმზე მუშაობის დროს დაზოგავ".
AI კომპანია, რომელთანაც სკორსეზე თანამშრომლობს, Black Forest Labs გახლავთ. მისი აღმასრულებელი დირექტორის, რობინ რომბახის თქმით, ოსკაროსან რეჟისორთან პარტნიორობა მოწმობს, რომ "ეს საქმე გამოდის".
სკორსეზეს გარდა, კიდევ რამდენიმე ცნობილ რეჟისორს ჰგონია, რომ "ეს საქმე გამოდის". მათ შორისაა ავატარის შემქმნელი ჯეიმს კამერონი და ბეჭდების მბრძანებლის რეჟისორი პიტერ ჯექსონი, რომელიც AI-ს სპეცეფექტებს ადარებს.
თუმცა, არსებობენ ისეთი ხელოვანებიც, რომლებიც გენერაციული ხელოვნური ინტელექტისადმი მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას არ მალავენ. "შევე*ი ხელოვნურ ინტელექტს", — განაცხადა ლეგენდარულმა გილერმო დელ ტორომ კანის წლევანდელ კინოფესტივალზე. მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე AI გამოვიყენოო, აღნიშნა მექსიკელმა რეჟისორმა შარშან.
83 წლის მარტინ სკორსეზე კი წლების განმავლობაში არ ერიდებოდა თავისი კოლეგების ნამუშევრების კრიტიკას. 2019 წელს მან განაცხადა, რომ "კინოთეატრებში მარველის ფილმები არ უნდა გადიოდეს", რადგან ეს ფილმები "კინო არაა". მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ ჩვენს დროში "კინო ღირსებასა და ღირებულებას მოკლებულია, დაკნინებულია ყველა მხრივ, განსაკუთრებით კი მხატვრულობით". კინოხელოვნებაზე ზრუნვას დღევანდელ კინოინდუსტრიას ვერ მივანდობთო, თქვა სკორსეზემ 2021 წელსაც.
-
ტესტი: გამოიცანი დინოზავრი სურათით ტესტი: გამოიცანი დინოზავრი სურათით
-
გამარჯობა, მშია. მე მამა ვარ — მეცნიერებმა Daddy Jokes შეისწავლეს და სარგებელი გამოავლინეს გამარჯობა, მშია. მე მამა ვარ — მეცნიერებმა Daddy Jokes შეისწავლეს და სარგებელი გამოავლინეს
გადახედვა
-
პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ივანიშვილის და მისი გუნდის სანქცირება — ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ივანიშვილის და მისი გუნდის სანქცირება — ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
გადახედვა
-
რატომ დაიბარეს გარეთ უორდი საგარეო უწყებაში? რატომ დაიბარეს გარეთ უორდი საგარეო უწყებაში?
გადახედვა
-
კოკა-კოლასა და ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) მასშტაბური კამპანია კოკა-კოლასა და ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) მასშტაბური კამპანია
-
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული გემი ყულევის ნავსადგურში იმყოფებოდა, მაგრამ მაშინ სანქცირებული არ იყო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული გემი ყულევის ნავსადგურში იმყოფებოდა, მაგრამ მაშინ სანქცირებული არ იყო
გადახედვა
-
პენიტენციური: "ელენე ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე" პენიტენციური: "ელენე ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე"
გადახედვა
-
მარტინ სკორსეზე, რომელიც მარველს და თანამედროვე კინოს აძაგებდა, AI-ის ფანი გამოდგა მარტინ სკორსეზე, რომელიც მარველს და თანამედროვე კინოს აძაგებდა, AI-ის ფანი გამოდგა
გადახედვა
-
შრეკი, ფიონა და მათი შვილები ვირთან ერთად ციხეში აღმოჩნდნენ — ნახეთ Shrek 5-ის ტრეილერი შრეკი, ფიონა და მათი შვილები ვირთან ერთად ციხეში აღმოჩნდნენ — ნახეთ Shrek 5-ის ტრეილერი
გადახედვა
-
რატომ არ უნდა გამოტოვო რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი რატომ არ უნდა გამოტოვო რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი
-
ჰარი პოტერის ეკრანიზაციაში, როგორც იქნა, პივსს ვიხილავთ — ვინ ითამაშებს პოლტერგეისტს ჰარი პოტერის ეკრანიზაციაში, როგორც იქნა, პივსს ვიხილავთ — ვინ ითამაშებს პოლტერგეისტს
გადახედვა
-
ბიზნესმენების რეკეტი და მუქარა — "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს ბიზნესმენების რეკეტი და მუქარა — "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს
გადახედვა
-
"არანაირი უკან დახევა არ იქნება" — ირაკლი ზარქუა "გამჭვირვალობის კანონზე" "არანაირი უკან დახევა არ იქნება" — ირაკლი ზარქუა "გამჭვირვალობის კანონზე"
გადახედვა
-
G7: ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის საომარ ეკონომიკაზე G7: ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის საომარ ეკონომიკაზე
გადახედვა
-
დანილუს ჟალიმასი: საქართველო დაკარგავს სუვერენიტეტს თუ ის არ იქნება EU-ში დანილუს ჟალიმასი: საქართველო დაკარგავს სუვერენიტეტს თუ ის არ იქნება EU-ში
გადახედვა
-
ჯივიპი ისნის რაიონში წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალურ ქსელებს აახლებს ჯივიპი ისნის რაიონში წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალურ ქსელებს აახლებს
-
შოთა თუთბერიძე: თურქი ექიმების შეფასებით, სატანადო მკურნალობის გარეშე ელენე ხოშტარიამ უეტლოდ გადაადგილება შესაძლოა, ვეღარ შეძლოს შოთა თუთბერიძე: თურქი ექიმების შეფასებით, სატანადო მკურნალობის გარეშე ელენე ხოშტარიამ უეტლოდ გადაადგილება შესაძლოა, ვეღარ შეძლოს
გადახედვა
-
თეგეტა მოტორსის გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა თეგეტა მოტორსის გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
-
თამარა ვუჩიჩის საქართველოში თამარ ბაგრატიონი მასპინძლობს თამარა ვუჩიჩის საქართველოში თამარ ბაგრატიონი მასპინძლობს
გადახედვა
-
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ
-
ვინ არის მარატ კამბოლოვი, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის "მთავრობის მეთაურად" დაინიშნა? ვინ არის მარატ კამბოლოვი, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის "მთავრობის მეთაურად" დაინიშნა?
გადახედვა
კომენტარები