გამარჯობა, მშია. მე მამა ვარ — მეცნიერებმა Dad Jokes შეისწავლეს და სარგებელი გამოავლინეს
ალბათ, ყველას გსმენიათ სპეციფიკური, ხშირად უხერხული ხუმრობები თუ სიტყვების თამაში, რაც ზოგჯერ ღიმილს, ზოგჯერ კი უხერხულ სიჩუმესაც იწვევს. ამ ხუმრობებს "მამური ხუმრობებს" უწოდებენ. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ ხუმრობების ტიპს იმაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, პოლ სილვია განმარტავს, რომ "მამურ ხუმრობები" სიმსუბუქის, კეთილგანწყობისა და გულწრფელობის გამო, იუმორის ძალიან პოზიტიური ჟანრია.
"მამური ხუმრობების" ანატომია
ფსიქოლოგი პოლ სილვია ამ ხუმრობების ფენომენს სპეციალურად სწავლობს იმისათვის, რომ დაადგინოს, თუ რა ხდის ზოგიერთ ხუმრობას უფრო სასაცილოს. თავის კვლევაში მან და მისმა კოლეგამ პლატფორმა Reddit-იდან 32 000-ზე მეტი ასეთი ხუმრობა გააანალიზეს. შედეგად, მათ გამოყვეს სამი მთავარი თვისება, რაც საუკეთესო "მამური ხუმრობებს" ახასიათებს:
- სიტყვებით თამაში;
- იდიომების პირდაპირი მნიშვნელობით გამოყენება;
- პედანტური იუმორი.
სილვიას განმარტებით, კლასიკური ხუმრობები ხშირად სიტყვების თამაშს ეფუძნება. მაგალითად: "So long, boiling water. You will be mist" (ინგლისურ ენაზე სიტყვა mist (ორთქლი) და missed (დანაკლისი) ერთნაირად ჟღერს).
მეორე პოპულარული მეთოდი ფრაზების პირდაპირი, ფიზიკური მნიშვნელობით გამოყენებაა: "კალენდარზე ვნერვიულობ, მისი დღეები დათვლილია (I’m worried about the calendar. Its days are numbered)".
რაც შეეხება პედანტურ იუმორს, ამ დროს მთქმელი თავადვე აფუჭებს ხუმრობას და მცდარ მოლოდინს ქმნის: "რა არის ლურჯი და წითელი საღებავის სუნი აქვს? ლურჯი საღებავი (What’s blue and smells like red paint? Blue paint).
ფოტო: Etsy
Reddit-ის კომენტარების მიხედვით, სილვიამ დაადგინა, რომ ხალხს ყველაზე მეტად კითხვა-პასუხის ფორმის ხუმრობები მოსწონს. მაგალითად: "გსმენიათ იმ ორ ქურდზე, რომლებმაც კალენდარი მოიპარეს? ორივეს ექვს-ექვსი თვე მისცეს".
მკითხველისთვის ყველაზე ახლობელი ბუნების, ჯანმრთელობისა და ფულთან დაკავშირებული თემები აღმოჩნდა, ხოლო პოლიტიკაზე, რელიგიასა და ომზე ხუმრობებმა ნაკლები ინტერესი გამოიწვია.
ფსიქოლოგ პოლ სილვიას თქმით, ყველაზე ცნობილ "მამურ ხუმრობებს" ხშირად განზრახ აქვთ გამაღიზიანებელი ტონი, რათა საუბარი გამოაცოცხლონ და რაც შეიძლება მეტი ხალხი ჩართონ. ამის კლასიკური მაგალითია, როდესაც შვილი ამბობს: "მამა, მშია", მამა კი პასუხობს: "გამარჯობა, მშია, მე მამა ვარ".
იუმორის ფსიქოლოგია
მეცნიერები ხშირად სწავლობენ ორგანიზმის ფიზიკურ რეაქციას სიცილზე, რაც სტრესის, შფოთვისა და დეპრესიის შემცირებაში გვეხმარება. თუმცა, პეპერდინის უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგი, პროფესორი სტივენ სულთანოვი აღნიშნავს, რომ სიცილის გარდა ემოციური რეაქციაც არსებობს, რომელიც იუმორისგან მიღებულ შინაგან განწყობას ამაღლებს. მისი თქმით, მაშინაც კი, თუ ხუმრობაზე ხმამაღლა არ გვეცინება, პოზიტიურ მუხტს მაინც ვგრძნობთ, ეს კი ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.
ფოტო: Mayo Clinic
ამასთანავე, იუმორს შემეცნებითი (კოგნიტიური) მხარეც აქვს. ხუმრობის არსის გასაგებად ადამიანს ხშირად უწევს, მოვლენებს სხვა კუთხით შეხედოს. ფსიქოლოგის განმარტებით, აზროვნების ეს ცვლილება სტრესთან გამკლავებასა და ემოციების მართვაში გვეხმარება.
"მამური ხუმრობები" კი სწორედ ამ კოგნიტიურ და სოციალურ ასპექტებს აერთიანებს
-
სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ
გადახედვა
-
ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს
გადახედვა
-
სიცილიის მუზეუმიდან €80 მლნ-მდე შეფასებული რენესანსის ეპოქის 4 ნამუშევარი მოიპარეს სიცილიის მუზეუმიდან €80 მლნ-მდე შეფასებული რენესანსის ეპოქის 4 ნამუშევარი მოიპარეს
გადახედვა
-
სოფელ ტიბაანში ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა სოფელ ტიბაანში ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მე მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ, მე ვამხელ და ვებრძვი პირადად კობახიძეს ირმა ინაშვილი: ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მე მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ, მე ვამხელ და ვებრძვი პირადად კობახიძეს
გადახედვა
-
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას! ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
გადახედვა
-
კოალიცია "ძლიერი საქართველო-ლელო" ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს კოალიცია "ძლიერი საქართველო-ლელო" ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს
გადახედვა
-
თაღლითობის ბრალდებით "ქართული ოცნებიდან" გორის საკრებულოს ყოფილი წევრი და რაიონის ყოფილი გამგებელი იოსებ მუმლაძეა დაკავებული თაღლითობის ბრალდებით "ქართული ოცნებიდან" გორის საკრებულოს ყოფილი წევრი და რაიონის ყოფილი გამგებელი იოსებ მუმლაძეა დაკავებული
გადახედვა
-
გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ
გადახედვა
-
ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა
გადახედვა
-
პროკურორი: რომეო მიქაუტაძე აცხადებს, რომ სუს-ში მიდიოდა და თანხას გრიგოლ ლილუაშვილს გადასცემდა პროკურორი: რომეო მიქაუტაძე აცხადებს, რომ სუს-ში მიდიოდა და თანხას გრიგოლ ლილუაშვილს გადასცემდა
გადახედვა
-
რის გამო დააკავეს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე? — შსს-ს განმარტება რის გამო დააკავეს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე? — შსს-ს განმარტება
გადახედვა
-
მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში — კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებზე მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში — კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებზე
გადახედვა
-
5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები 5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები
-
სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან
გადახედვა
-
თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
-
ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს
გადახედვა
-
კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს
გადახედვა
-
"რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა "რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა
გადახედვა
კომენტარები