Quizball x Betsson.sport: მსოფლიო ჩემპიონატის გათამაშება ფეხბურთის ფანებისთვის
ფოტო: Quizball
მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო და ფეხბურთის ფანებისთვის ყველაზე ხმაურიანი თვე ოფიციალურად ჩვენთანაა.
წინ გველის მატჩები, პროგნოზები, მოულოდნელი შედეგები, ჯგუფური ეტაპის დრამა, მეგობრებთან დაუსრულებელი კამათი და ის კლასიკური ფრაზა: ხომ ვამბობდი.
ამ ყველაფერთან ერთად, Quizball-ზე სპეციალური World Cup კამპანია იწყება.
Quizball არის მრავალმოთამაშიანი 1v1 საფეხბურთო ქვიზ-თამაში, რომელიც საფეხბურთო ცოდნა ბურთის ფლობად, გოლის შანსად და ლიდერბორდზე წინსვლად იქცევა.
მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში კი Quizball Betsson.sport-თან თანამშრომლობით ფეხბურთის ფანებს ახალ გამოწვევას სთავაზობს: ითამაშე, დააგროვე ქულები, ადი ლიდერბორდზე და იბრძოლე პრიზებისთვის.
რა არის Quizball World Cup?
Quizball World Cup არის სპეციალური კამპანია ფეხბურთის ფანებისთვის, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში გაიმართება.
კამპანიის იდეა მარტივია: შედიხარ Quizball-ზე, თამაშობ 1v1 საფეხბურთო ქვიზ-დუელებს, აგროვებ ქულებს და ცდილობ, ლიდერბორდზე რაც შეიძლება მაღლა ახვიდე.
აქ მხოლოდ მატჩების ყურება არ არის საკმარისი. საჭიროა ცოდნა, სისწრაფე და კონცენტრაცია. უნდა გახსოვდეს ფეხბურთელები, ნაკრებები, კლუბები, ტურნირები, ისტორიული მომენტები და ის დეტალები, რომლებიც ჩვეულებრივ ცხოვრებაში შეიძლება სრულიად უსარგებლოდ ჩანს, მაგრამ ფეხბურთის ფანებს რატომღაც სამუდამოდ გვრჩება გონებაში.
როგორ მუშაობს თამაში?
Quizball-ში ორი მოთამაშე ერთმანეთს 1v1 ფორმატში უპირისპირდება. მატჩის დროს ორივე პასუხობს საფეხბურთო კითხვებს, სწორი პასუხები კი თამაშის მიმდინარეობაზე მოქმედებს.
- სწორი პასუხი შეიძლება ბურთის ფლობად იქცეს.
- ბურთის ფლობა შეიძლება შეტევად იქცეს.
- შეტევა შეიძლება გოლის შანსად იქცეს.
- გოლის შანსი კი, თუ საკმარისად კარგად თამაშობ, შედეგზე აისახება.
ამიტომ Quizball ჩვეულებრივი საფეხბურთო ქვიზი არ არის. აქ პასუხები მხოლოდ საბოლოო ქულისთვის არ გჭირდება. შენი ცოდნა პირდაპირ მოქმედებს თამაშზე და გაძლევს საშუალებას, მეტოქეს აჯობო.
Quizball x Betsson.sport — რას მოიცავს კამპანია?
Quizball World Cup კამპანია Betsson.sport-თან თანამშრომლობით ტარდება.
Betsson.sport სპორტის ფანებისთვის შექმნილი პლატფორმაა, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ სპორტული სიახლეები, წაიკითხონ ანალიტიკა, ჩაერთონ განხილვებში და თვალყური ადევნონ საყვარელ სპორტსმენებსა და ჩემპიონატებს.
ამ თანამშრომლობის ფარგლებში, Quizball-ის მოთამაშეები მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში ლიდერბორდზე პოზიციებისთვის იბრძოლებენ.
კამპანიის დასრულების შემდეგ საუკეთესო მოთამაშეები პრიზებს მიიღებენ:
ტოპ 3 მოთამაშე მიიღებს მთავარ პრიზებს: პირველ ადგილზე გასული — iPhone 17 პრო-ს, მეორე ადგილზე — PS5-ს ხოლო მესამეადგილოსანი დასაჩუქრდება ეფლის ეარპოდებით.
ტოპ 25 მოთამაშე მიიღებს Betsson-ის მერჩს.
ეს ნიშნავს, რომ ბრძოლა მხოლოდ პირველი ადგილისთვის არ მიმდინარეობზე. ლიდერბორდის ზედა ნაწილში მოხვედრაც უკვე საკმარისი მიზეზია, რომ ყოველდღე შეხვიდე, ითამაშო და ქულები დააგროვო.
ერთი სიტყვით, თუ ისედაც აპირებ მსოფლიო ჩემპიონატის ყურებას, პროგნოზების წერას და მეგობრებთან კამათს თემაზე, თუ ვინ სად უნდა დაეყენებინა მწვრთნელს, შეგიძლია ეს ენერგია Quizball-შიც გადაიტანო.
როგორ უნდა ჩაერთო?
მონაწილეობა მარტივია.
უნდა შეხვიდე აქ, დაიწყო თამაში და ითამაშო Quizball-ის რეიტინგული მატჩები.
რაც უფრო აქტიურად ითამაშებ და რაც უფრო კარგად უპასუხებ კითხვებს, მით მეტი შანსი გაქვს ლიდერბორდზე წინ წახვიდე.
თამაშის ფორმატი სწრაფია და მარტივად გასაგები. არ გჭირდება რთული ინსტრუქციები, გრძელი რეგისტრაციის პროცესი ან ტაქტიკური დაფა, რომელზეც ისრები ისეა დახატული, თითქოს მწვრთნელი ბირთვულ ფიზიკას ხსნის.
შედიხარ, თამაშობ, პასუხობ და ხედავ, როგორია შენი შედეგი სხვა ფეხბურთის ფანებთან შედარებით.
რატომ არის ეს საინტერესო მსოფლიო ჩემპიონატის დროს?
მსოფლიო ჩემპიონატი ის პერიოდია, როდესც ფეხბურთის მიმართ ინტერესი მაქსიმუმალურად მაღალია.
მატჩები ყოველდღიური საუბრების თემაა. ყველა რაღაცას პროგნოზირებს, ყველა რაღაცას იხსენებს, ყველა თავის ვერსიას ამტკიცებს. ზოგჯერ სწორად, ზოგჯერ კატასტროფულად არასწორად, მაგრამ აი, თავდაჯერებული ყველა და თითოეული საკმარისზე მეტად არის.
Quizball ყოველივე ამას კონკურენტულ თამაშად აქცევს.
აქ შეგიძლია შენი საფეხბურთო ცოდნა უბრალოდ საუბრისას კი არ გამოავლინო, არამედ რეალურ დუელში გამოსცადო. შეგიძლია, ითამაშო მეგობართან, სხვა მოთამაშესთან, დააგროვო ქულები და ნახო, სად დგახარ ლიდერბორდზე.
მსოფლიო ჩემპიონატის დროს ეს გამოცდილება კიდევ უფრო ბუნებრივია, რადგან ფეხბურთის გარშემო ყველა დეტალი აქტუალური ხდება — ნაკრებები, ფეხბურთელები, ისტორია, სტატისტიკა და დიდი მატჩების მომენტები.
იცი ფეხბურთი? დროა, ეს ცხრილშიც აისახოს
მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში ფეხბურთზე ყველა ლაპარაკობს. Quizball კი გაძლევს საშუალებას, ეს საუბარი თამაშად აქციო.
შედი Quizball-ზე, ითამაშე 1v1 საფეხბურთო ქვიზ-დუელები, დააგროვე ქულები, ადი ლიდერბორდზე და იბრძოლე პრიზებისთვის.
ტოპ 3 მოთამაშე მთავარ პრიზებს მიიღებს, ტოპ 25 კი Betsson-ის მერჩს.
Quizball World Cup-ში ჩართვა quizball.io-ზე შეგიძლია.
იცი ფეხბურთი? დაამტკიცე.
-
რის გამო დააკავეს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე? — შსს-ს განმარტება რის გამო დააკავეს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე? — შსს-ს განმარტება
გადახედვა
-
მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში — კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებზე მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში — კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებზე
გადახედვა
-
5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები 5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები
-
სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან
გადახედვა
-
ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან
გადახედვა
-
თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
-
ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს
გადახედვა
-
იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს
გადახედვა
-
საქართველო ირანის წინააღმდეგ EU-ს ახალ სანქციებს არ შეუერთდა საქართველო ირანის წინააღმდეგ EU-ს ახალ სანქციებს არ შეუერთდა
გადახედვა
-
ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობა: უნივერსიტეტი მომდევნო 2 წელი შიდა და გარე მობილობას 120-ვე პროგრამაზე შეინარჩუნებს ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობა: უნივერსიტეტი მომდევნო 2 წელი შიდა და გარე მობილობას 120-ვე პროგრამაზე შეინარჩუნებს
გადახედვა
-
"თავისუფლების მოედნის" პოლიტიკური ექსპედიცია, პანკისისა და თუშეთის შემდეგ, ხევსურეთში გრძელდება "თავისუფლების მოედნის" პოლიტიკური ექსპედიცია, პანკისისა და თუშეთის შემდეგ, ხევსურეთში გრძელდება
გადახედვა
-
ბათუმში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დააკავეს ბათუმში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დააკავეს
გადახედვა
-
ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა — სელენა გომესის ადვოკატი თაღლითობის საქმეზე სარჩელის გაუქმებას ითხოვს ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა — სელენა გომესის ადვოკატი თაღლითობის საქმეზე სარჩელის გაუქმებას ითხოვს
გადახედვა
-
ირანში უცხოურ მედიასთან ინტერვიუებზე, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს ირანში უცხოურ მედიასთან ინტერვიუებზე, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს
გადახედვა
-
დააკავეს კაცი, რომელმაც ნაცნობს $30 000 გამოსძალა, გარანტიად კი უცხო, უვარგისი მიწის ნაკვეთი გადაუფორმა დააკავეს კაცი, რომელმაც ნაცნობს $30 000 გამოსძალა, გარანტიად კი უცხო, უვარგისი მიწის ნაკვეთი გადაუფორმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
-
ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ბრალდებით ტყის მცველი, ვეტერინარი და ნაგავსაყრელის ოპერატორი დააკავეს ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ბრალდებით ტყის მცველი, ვეტერინარი და ნაგავსაყრელის ოპერატორი დააკავეს
გადახედვა
-
მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, კვლავ თავს დაესხნენ მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, კვლავ თავს დაესხნენ
გადახედვა
-
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი: ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე დეზინფორმაცია ვრცელდება გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი: ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე დეზინფორმაცია ვრცელდება
გადახედვა
კომენტარები