პირი, რომელმაც თბილისში 6 სახლი გაქურდა ბრალდებულის სახით დააკავეს. ინფომრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ნივმთკიცებად ამოღებულია ნაქურდალი ნივთების დიდი ნაწილი. ბრალდებულს 7 წლამდე ვადით თავუსუფლების აღკვეთა ემუქრება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში მდებარე 6 საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და სხვადასხვა ნივთს, მათ შორის ძვირფასეულობას ფარულად დაეუფლა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად,დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაქურდალი ნივთების დიდი ნაწილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.