კაფე მტირალა პატარებისთვის, სადაც დედებს შვილები ღამღამობით მიჰყავთ და ისვენებენ
ფოტო: The Times
იავნანას სიმღერა, ოთახში წინ და უკან სიარული, მანქანით სეირნობა… ზოგიერთ ღამეს როგორც არ უნდა ვეცადოთ, მტირალ ბავშვებს ვერაფრით ვამშვიდებთ. იაპონელებმა ამ პრობლემიდან საინტერესო გამოსავალი იპოვეს — გადაღლილი მშობლები გვიანობამდე მომუშავე კაფეებსა და წიგნის მაღაზიებს სტუმრობენ, რათა მათმა პატარებმა თავისუფლად იტირონ.
ქალაქ მემუროში ფრანგული ტოსტების კაფე მშობლებისა და ჩვილებისთვის კვირა საღამოს 9 საათიდან ორშაბათ დილის 6 საათამდე ღიაა, თან მათ უფასოდ მასპინძლობს. კაფეში ხოხვისა და ძილისთვის სპეციალური სივრცეები, გამოსაცვლელი მაგიდები და საკვები კუთხეებია მოწყობილი. მომხმარებლებს შეუძლიათ მოდუნდნენ და დაისვენონ, რადგან იციან, რომ მათი შვილების ტირილი სხვებს ძილს არ დაუფრთხობს.
კაფეს მფლობელმა, მადოკა ნოზავამ, თავადაც მრავალი უძილო ღამე გაატარა შვილის ტირილის გამო, მაშინ, როცა მის მეუღლეს სამსახურში წასასვლელად ადრე უნდა გაეღვიძა. ახლა მას სხვა დედების დახმარება სურს: "მინდა, ეს იყოს თავშესაფარი, სადაც ადამიანები იგრძნობენ, რომ თავიანთ პრობლემებთან მარტონი არ არიან".
ფოტო: The Times
ქალაქ სეტოში კი, ერთ-ერთ წიგნის მაღაზიაში, ყოველთვიურად ეწყობა ჩვილთა ღამეები, რომლებსაც მოხალისეები უძღვებიან.
"ჯერ კიდევ არ მყავს ბევრი ადამიანი, ვისთანაც ბავშვის აღზრდაზე საუბარს შევძლებ, ამიტომ ასეთი ადგილი ჩემთვის ნამდვილი მხარდაჭერის წყაროა", — ამბობს ერთ-ერთი დედა.
ღამის კაფეების იდეა სათავეს ონლაინ მანგადან, Yonakigoya-დან, იღებს, რომელიც 2023 წელს ერთ-ერთმა დედამ გამოაქვეყნა. კომიქსის სათაური ითარგმნება, როგორც ღამის ტირილის სახლი — სივრცე, სადაც გადაღლილ დედებსა და ჩვილებს შეუძლიათ, რომ ღამით სტრესისგან განიტვირთონ.
ამ იდეამ მკითხველებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია და სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. ბავშვთა მოვლის ღამის სივრცეების შექმნას.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ იაპონია შობადობის მკვეთრ ვარდნას და დემოგრაფიულ კრიზისს ებრძვის, ეს სამოქალაქო ინიციატივები სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე ხორციელდება და მთლიანად მოხალისეებზეა დამოკიდებული.
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
კომენტარები