პროკურატურამ ჯაშუშობისთვის დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს და ირაკლი ჩიხლაძეს ბრალი წარუდგინა
პროკურატურამ საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობისთვის დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს და ირაკლი ჩიხლაძეს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების განმარტებით, საქართველოს ორი მოქალაქე, უცხო ქვეყნების დაზვერვის დავალებით მათ სხვადასხვა სახის ინფორმაციას აწვდიდა და ამით მატერიალურ სარგებელს იებდნენ. პროკურატურის თქმით, ერთ-ერთი ბრალდებული თანხის ნაწილს სხვა პირებსაც გადასცემდა. ბრალდებულებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
"საქართველოს პროკურატურამ საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ორ საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს ორი მოქალაქე მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნების დაზვერვის დავალებით, სისტემატურად აგროვებდნენ და აწვდიდნენ მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას. ამასთან, ერთ-ერთი ბრალდებული მიღებული თანხიდან ნაწილს სადაზვერვო ინფორმაციის მომპოვებელ სხვა პირებსაც გადასცემდა.
დაკავებულებს ბრალდება ჯაშუშობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", — აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
ბრალდებული ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა ჟურნალისტებთან საუბროსას განაცხადა, რომ ასეთი აბსურდი არასდროს არ აქვს ნანახი და მის დაცვის ქვეშ მყოფს ჯაშუშურ საქმიანობასთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. მისივე განმარტებით, მათ ხელი მოაწერეს გაუთქმელობის ხელშეკრულებას, რის გამოც, ადვოკატის თქმით, კონკრეტულ მტკიცებულებებე საუბრის უფლება არ აქვს.
"ჩვენ თავად ირაკლისთან ერთად გავეცანით საქმის მასალებს სრულად. ასეთი აბსურდი არ მაქვს არასდროს ნანახი — საერთოდ არანაირი შემხებლობა რაიმე ჯაშუშურ საქმიანობასთან ირაკლის არ აქვს.
რთული მდგომარეობაა იმ გაგებით, რომ ხელი მოგვაწერინეს გაუთქმელობაზე, რადგან საიდუმლო წარმოება მიმდინარეობს ამ სისხლის სამართლის საქმეზე და ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება ვისაუბროთ, რა მტკიცებულებები არის საქმეში წარმოდგენილი და, შესაბამისად, როგორც საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობს ამაზე, სამწუხაროდ არ მოგვიწევს საუბარი.
ერთი რამის თქმა შემიძლია, რომ არანაირი შემხებლობა რაიმე ჯაშუშურ საქმიანობასთან ირაკლის, მათ შორის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების რაიმე შელახვასთან არანაირი კავშირი არ აქვს, რაც ჩვენ საქმის მასალები ვნახეთ და რასაც ჩვენ გავეცანით", — განაცხადა ადვოკატმა (IPN).
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მეორე ბრალდებულის, გულბაათ რცხილაძის ადვოკატმა, ლაშა გოლუბიანმაც. უფლებადამცველის განმარტებით, ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და მის დაკავებას რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს შექმნას უკავშირებს.
ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ 11-12 ტომიან საქმეში გულბაათ რცხილაძის წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულებები არ დევს. კითხვაზე თუ რომელი სახელმწიფოსთვის ჯაშუშობა ედება ბრალად რცხილაძეს, ადვოკატმა განაცხადა რომ შეიძლება ეს რუსეთი იყოს, ან ირანი (სად წასვლასაც რცხილაძე გეგმავდა) ან "შესაძლებელია ამერიკაც ყოფილიყო ან ევროპის რომელიმე ქვეყანა"
"ბუნებრივია, კატეგორიულად უარყოფს და ეგ ადამიანი ამბობს თვითონ, რომ არანაირი ჯაშუში მე არა ვარ და პირიქით, ჩემი მოღვაწეობა, თუ რამე იყო, იყო მიმართული იქითკენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზება მომხდარიყო და ქვეყანაში რაღაც ომი და უბედურება არ მომხდარიყო. ანუ რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო რომ შექმნა, დიდწილად მაგას უკავშირებს თვითონ, რომ ალბათ ამის გამო მოხდა ჩემი დაკავებაო. ობიექტივზე უკვე თავისი გადაცემა რომ მიჰყავდა 27 მარტიდან, უფრო გააქტიურდა და რაღაც თემები გაშალა, ალბათ, გარკვეული თანამდებობის პირების გაღიზიანება მოჰყვა — არ ვიცი, ვის ინტერესში შედიოდა ბატონი გულბაათის დაკავება. ფაქტი ერთია, რომ ბატონი გულბაათი არის უდანაშაულო, თავს მიიჩნევს თვითონ უდანაშაულოდ და დანარჩენს ერთად ვნახავთ.
კი, შესაძლოა ვივარაუდოთ [რუსეთის ჯაშუშობას ედავებოდნენ], კი ბატონო. უბრალოდ, ვერ დაგიდასტურებთ ამ ეტაპზე, მაგრამ არის ალბათ ეგ, ერთი ქვეყანა ეგ [რუსეთი] იქნება ალბათ. ალბათ მეორე სხვა ქვეყანაა...
11 თუ 12 ტომია — დეტალებს ვერ მოგიყვებით ახლა, რა მტკიცებულებები დევს შიგნით, მაგრამ რაიმე ისეთი ღირებული, რომ პირდაპირი მტკიცებულება იყოს, რომ ბატონმა გულბაათმა რაიმე დანაშაული ჩაიდინა, არ არის. პირდაპირი კი არა, ირიბი მტკიცებულებაც არ არის.
მტკიცებულება შესაძლოა იყოს რაიმე დოკუმენტი, რომელიც შექმნილია საგამოძიებო ორგანოს მიერ, მაგრამ ამ დოკუმენტით, ამ მტკიცებულებით, ამ ფარული მიყურადების, გარკვეული მასალით რამდენად მტკიცდება პირის დანაშაული, აი ეგ არის აქ გასარკვევი და სასამართლომ უნდა შეაფასოს აღნიშნული მტკიცებულებები. მე გეუბნებოდით, რომ იქ არ არის რაიმე ისეთი პირდაპირი მტკიცებულება, საიდანაც ჯაშუშობა დასტურდება...
რუსოფობიის წინააღმდეგ საბჭო შექმნა ხომ ამ ადამიანმა [შექმნა], რომ აღნიშნული რუსოფობიის ფაქტები გამოევლინა და გაესაჯაროებინა. არ ვიცი, ვის ინტერესში არ შედიოდა ამ ფაქტების გასაჯაროება, ვერ გეტყვით, მაგრამ თვითონ ამას უკავშირებს მის დაკავებას
[დაკავებას უკავშირებს] ამ საბჭოს შექმნას, მის გააქტიურებას და თვითონაც გაოგნებულია, ვერ ხვდება, რატომ შესაძლოა ყოფილიყო მისი დაკავება გადაწყვეტილი.
კი, ირანში აპირებდა [წასვლას], მაგრამ ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბოლო მომენტში უკვე გადაიფიქრა. ანუ ირანის ელჩი და "ობიექტივის" ხელმძღვანელობა ჩააყენა საქმის კურსში, რომ მამა ჰყავს ძალიან ცუდად და თვითონ უვლიდა ხოლმე. ოჯახური მდგომარეობიდან შესაძლებელია [ირანი იყოს ქვეყანა, რომლის ჯაშუშობასაც ედავებიან], კი ბატონო, ხომ გითხარით, შესაძლებელია ამერიკაც ყოფილიყო ან ევროპის რომელიმე ქვეყანა (IPN)", — განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 30 მაისს, საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობისთვის, ირაკლი ჩიხლაძე და გულბაათ რცხილაძე დააკავა.
ცნობისთვის, გულბაათ რცხილაძე ერთ-ერთია, ვისი მეთაურობითაც ცოტა ხნის წინ საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა. ამას გარდა ის პრორუსული ორგანიზაცია ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორია. "აი, ფაქტის" ცნობით, გულბაათ რცხილაძის ორგანიზაციას, 2020 წლიდან აფინანსებს აშშ-ს მიერ დასანქცირებული რუსული “პრავფონდი”, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან მუშაობს.
მათივე ცნობით, გულბაათ რცხილაძეს საქართველოში რეგისტრირებული აქვს ოთხი ორგანიზაცია: "ევრაზიის ინსტიტუტი", "კავკასიური თანამშრომლობა", "სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის" და "საქართველოს უკვდავი ჯარი".
გულბაათ რცხილაძე სხვადასხვა დროს ჩართული იყო ისეთი წიგნებისა და დოკუმენტური ფილმების მომზადებაში, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით კრემლის ოფიციალურ პოზიციასა და გზავნილებს ასახავდა. ამასთანავე, რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე ის დასავლური ინსტიტუტების მისამართით კრიტიკული და ანტიდასავლური ხასიათის განცხადებებით გამოდიოდა.
ბრალდებული ირაკლი ჩიხლაძე ადამიანის უფლებათა კავკასიური ინსტიტუტის, სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორია. მისი ძმა — გიგა ჩიხლაძე 2008 წლის აგვისტოს ომში მოვლენების გაშუქების დროს ჩაცხრილეს.
-
საფრანგეთის მუზეუმში გამოფენილი ბანანის ინსტალაცია მოიპარეს საფრანგეთის მუზეუმში გამოფენილი ბანანის ინსტალაცია მოიპარეს
გადახედვა
-
ბავშვთა დღის სპეციალური შეთავაზება პროკრედიტ ბანკში ბავშვთა დღის სპეციალური შეთავაზება პროკრედიტ ბანკში
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული იდიომები ინგლისურ ენაზე ქვიზი: გამოიცანი ქართული იდიომები ინგლისურ ენაზე
-
საქართველოში #1 დეველოპერი არქი და პირველი საერთაშორისო დეველოპერი საქართველოდან NEXT-ი, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ს ააშენებენ საქართველოში #1 დეველოპერი არქი და პირველი საერთაშორისო დეველოპერი საქართველოდან NEXT-ი, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ს ააშენებენ
- ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
-
არის ერთი ნიუანსი — თიბისისა და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო არის ერთი ნიუანსი — თიბისისა და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო
-
ირაკლი კობახიძემ სულხან თამაზაშვილს, ვაჟა სირაძეს და დავით თამაზაშვილს გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდებები მიანიჭა ირაკლი კობახიძემ სულხან თამაზაშვილს, ვაჟა სირაძეს და დავით თამაზაშვილს გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდებები მიანიჭა
გადახედვა
-
ბათუმში, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 45 წლის როლანდ დავითაძე მოკლეს ბათუმში, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 45 წლის როლანდ დავითაძე მოკლეს
გადახედვა
-
პროკურატურამ ჯაშუშობისთვის დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს და ირაკლი ჩიხლაძეს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ ჯაშუშობისთვის დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს და ირაკლი ჩიხლაძეს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
"ბრძანებას არავინ გასცემდა, ეს სპონტანურად მოხდა" — სულხან თამაზაშვილი გორის ინციდენტზე "ბრძანებას არავინ გასცემდა, ეს სპონტანურად მოხდა" — სულხან თამაზაშვილი გორის ინციდენტზე
გადახედვა
-
Iran International: ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშქიანი გადადგომას ითხოვს Iran International: ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშქიანი გადადგომას ითხოვს
გადახედვა
-
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მუშაობა დღეიდან, 1-ელი ივნისიდან დაიწყო სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მუშაობა დღეიდან, 1-ელი ივნისიდან დაიწყო
გადახედვა
-
რა არის ფუნქციური დეპრესია რა არის ფუნქციური დეპრესია
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ს Trivia-ს სუპერსაჩუქრები დაემატა საქართველოს ბანკის sCoolApp-ს Trivia-ს სუპერსაჩუქრები დაემატა
-
დაესწარი საქართველოს ბანკის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია მოიპოვო ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია Miami Ad School Madrid-ში დაესწარი საქართველოს ბანკის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია მოიპოვო ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია Miami Ad School Madrid-ში
-
სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ
-
1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან 1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან
-
26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები 26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
კომენტარები