26 მაისის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ბანკის სათავო ოფისის შენობაზე კვლავ გამოიფინა საქართველოს დროშა.

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ეს ტრადიცია საქართველოს ბანკისთვის 26 მაისის განუყოფელი ნაწილია.

დროშა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლოა. საქართველოს ბანკის სათავო ოფისის შენობაზე მისი გამოფენა კი ერთგვარი მოწოდებაა — ერთად აღვნიშნოთ 26 მაისი და გამოვფინოთ საქართველოს დროშა ჩვენს სივრცეებში.