დევიდ ატენბორო 100 წლის გახდა — საკვანძო მომენტები არაჩვეულებრივი ცხოვრებიდან
ფოტო: Danny Martindale/WireImage/Getty Images
დევიდ ატენბორო უკვე ერთი საუკუნეა დედამიწაზე ცხოვრობს. ამ დროის განმავლობაში მან იმოგზაურა ტყეებსა და ოკეანეებში, დაუმეგობრდა გორილების ოჯახს, ააგროვა ნამარხები, ეწვია დამალულ ტომებს, ხელმძღვანელობდა პირველ ფერად ტელემაუწყებლობას ევროპაში, გახმოვანებული აქვს შთამაგონებელი დოკუმენტური ფილმები ასობით მილიონი მაყურებლისთვის, მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მის პატივსაცემად ეწოდა სახელი ათეულობით სახეობას და ატეხა განგაში კლიმატის ცვლილების შესახებ.
გთავაზობთ რამდენიმე საკვანძო მომენტს ცნობილი გარემოსდაცვითი ტელეწამყვანის დატვირთული და არაჩვეულებრივი ცხოვრებიდან, რომელიც მან ადამიანებთან, ცხოველებთან და მცენარეებთან ერთად გაატარა.
პრინცი, პრინცესა და თუთიყუში
მაშინდელი პრინცი ჩარლზი და პრინცესა ანა ხვდებიან ნატურალისტ დევიდ ატენბოროს Lime Grove-ის სტუდიაში, 1958 წლის 4 იანვარს. ახალგაზრდა სამეფო ოჯახის წევრებს აცნობენ კაკადუს, რომელიც ატენბორომ თავის ბოლო ექსპედიციაში "Zoo Quest" დაიჭირა.
ფოტო: Hulton Archive/Central Press/Getty Images
ტელეწამყვანმა თავისი საფირმო ქარიზმატული სტილი, რბილი იუმორი, სითბო და ცნობისმოყვარეობა, ცნობილ 1954 წლის სერიალში "Zoo Quest" (ზოოპარკის ძიება) ჩამოაყალიბა, რამაც იგი ცნობად ფიგურად აქცია. 1958 წელს ატენბორომ 3 წლის კაკადუ, სახელად კოკი, რომელიც თავის ბოლო ექსპედიციაში დაიჭირა, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ბავშვებს, ახალგაზრდა პრინც ჩარლზსა და პრინცესა ანას წარუდგინა.
2023 წელს, ჩარლზის კორონაციამდე BBC-სთან ინტერვიუში ამ მოგონების გახსენებისას, ატენბორომ თქვა, რომ თუთიყუში პრინცის ხელზე იჯდა და ფრინველს "ძალიან ძლიერი ნისკარტი და ნაკბენი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ კოკიში დარწმუნებული ვიყავი, მას შეეძლო ჩარლზისთვის ნეკი მოეკვნიტა".
ტელეწამყვანი ატენბორო BBC 2-ის ახალ კონტროლერად დანიშვნის შემდეგ. გადაღებულია Radio Times-ისთვის სერიალ "ტომობრივ თვალთან" (The Tribal Eye) დაკავშირებით, 1974 წლის აპრილში.
ფოტო: Jeremy Grayson/Radio Times/Getty Images
ატენბოროს კარიერა BBC-ში სწრაფად განვითარდა და 1965 წელს იგი BBC-ის ახლად გახსნილი მეორე არხის, BBC 2-ის ხელმძღვანელი გახდა. მან არაერთი ინოვაციური პროექტი ჩაუშვა, მათ შორის მაყურებელს გააცნო არაკონვენციური კომედიური სერიალი მონტი პაითონის მფრინავი ცირკი. შემდგომში, 1968-დან 1972 წლამდე, იგი ტელეპროგრამების დირექტორად მუშაობდა, მოგვიანებით კი გადადგა, რათა საკუთარი გადაცემები შეექმნა.
პირველი კონტაქტი ბიამის ტომთან
ატენბორო ურთიერთობს ბიამის ტომის წევრებთან ახალ გვინეაში, BBC-ის 1971 წლის დოკუმენტური ფილმის "თეთრი ლაქა რუკაზე" გადაღებისას.
ფოტო: BBC
1971 წელს ახალი გვინეის შორეულ ნაწილში გამართული ექსპედიციის დროს, ატენბორომ და მისმა გადამღებმა ჯგუფმა კონტაქტი დაამყარეს მანამდე უცნობ ბიამის ტომთან. ატენბორო ტომს ჟესტებით ეკონტაქტებოდა, ათვალიერებდა მათ სამკაულებს და ინტერესდებოდა რიტუალური პირსინგებით.
2016 წელს CNN-ის ქრისტიან ამანპურთან ინტერვიუში ამ მომენტის გახსენებისას მან თქვა: "ეს საოცარი რამაა. გასაკვირია, რამდენად ბევრის თქმა შეგიძლია ადამიანისთვის, რომელმაც შენი ენიდან ერთი სიტყვაც არ იცის და საერთოდ არასდროს შეხვედრია შენნაირს".
მეგობრობა "განსაკუთრებულ პატარა გორილასთან"
ატენბორომ კავშირი დაამყარა მთის გორილების ჯგუფთან, რომლებსაც კენიაში 1970-იან წლებში შეხვდა.
ფოტო: BBC
კეთილგანწყობილი წამყვანი მხოლოდ ადამიანებთან კი არ პოულობდა საერთო ენას, არამედ რუანდის ვირუნგას მთების ტყეებში გორილების ოჯახსაც დაუმეგობრდა. 1978 წელს ცხოვრება დედამიწაზეს გადაღებისას, 3 წლის გორილამ, სახელად პაბლომ, ატენბორო შეიყვარა და მასთან სათამაშოდ მიწვა.
ამ სცენამ მთელი მსოფლიოს გული მოიგო. მოგვიანებით, 2026 წლის აპრილის ფილმში გორილას ისტორია, ატენბორომ ამ მომენტს უწოდა "ერთ-ერთი უდიდესი წარმატება ბუნების დაცვის ისტორიაში, რაც კი ოდესმე მინახავს". მან დასძინა, რომ ეს კავშირი "მთელი ცხოვრება გამყვა და ყველაფერი იმ ერთი განსაკუთრებული პატარა გორილათი დაიწყო".
საუბარი პატარა მარტორქასთან
ატენბორო ცდილობს "გაესაუბროს" უსინათლო მარტორქას კენიაში, BBC-ის 2013 წლის დოკუმენტური სერიალის აფრიკის გადაღებისას
ფოტო: BBC
ნატურალისტის სურვილი, დაუახლოვდეს ცხოველებს, ნათლად გამოჩნდა კენიაში, Lewa Wildlife Conservancy-ში, უსინათლო პატარა მარტორქასთან ურთიერთობისას. როდესაც გადაღების დროს მარტორქა მას მიუახლოვდა, ატენბორო ოთხზე დადგა, თვალებში ჩახედა და მასთან ერთად ჭყიპინი დაიწყო. მოგვიანებით მან მარტორქა "მომხიბვლელ არსებად" დაახასიათა.
ბავშვი კამპუსში
ძმები რიჩარდ და დევიდ ატენბოროები ერთად პოზირებენ მას შემდეგ, რაც ლესტერის უნივერსიტეტმა მათ საპატიო წოდება მიანიჭა, 2006 წლის 13 ივლისი.
ფოტო: Matthew Lewis/Getty Images
დევიდი და მისი ძმა, განსვენებული მსახიობი და პროდიუსერი რიჩარდ ატენბორო, ლესტერის უნივერსიტეტის კამპუსში გაიზარდნენ, სადაც მათი მამა რექტორი იყო. უნივერსიტეტის ინფორმაციით, ერთხელ რიჩარდმა დევიდი ხუმრობით ჩაკეტა რბილ კედლებიან საკანში, რომელიც ძველებურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ეკუთვნოდა. 2006 წელს სასწავლებელმა ძმებს თავისი უმაღლესი ჯილდო გადასცა.
პლანეტის პრიზები
ატენბორო BAFTA-ს დაჯილდოებაზე ლურჯი პლანეტა II-ის გახმოვანებისთვის, 2018 წლის 13 მაისი.
ფოტო: David Fisher/BAFTA/Shutterstock
ატენბოროს ნამუშევრებმა გლობალური აღიარება 2000-იან წლებში პიკს მიაღწია სერიალებით ლურჯი პლანეტა და პლანეტა დედამიწა. მისმა შთამაგონებელმა პროგრამებმა მას სამი ემი მოუტანა, პირველი 2018 წელს, საუკეთესო თხრობისთვის.
სამეფო აღიარება
ატენბორო წმინდა მიქაელისა და წმინდა გიორგის ორდენის დიდი ჯვრის რაინდად კურთხევის შემდეგ, უინძორის ციხესიმაგრეში, 2022 წლის 8 ივნისი.
ფოტო: Jonathan Brady/AP
პირველად ატენბორო რაინდად დედოფალმა ელისაბედ II-მ 1985 წელს აკურთხა. 2022 წელს კი მეფე ჩარლზ III-მ მას მეორე რაინდობა — პრესტიჟული "დიდი ჯვარი" უბოძა გარემოს დაცვასა და ტელემაუწყებლობაში შეტანილი წვლილისთვის. გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით, ატენბოროს ყველაზე ხანგრძლივი კარიერა აქვს ტელეწამყვანებს შორის — 70 წელზე მეტი. პრინც უილიამთან ერთად, მან 2019 წელს დააარსა Earthshot Prize, რომელიც ინოვაციურ გარემოსდაცვით გადაწყვეტებს აჯილდოებს.
დედოფალი ელისაბედ II და ატენბორო ბაკინგემის სასახლეში, 2016 წლის 15 ნოემბერი.
ფოტო: Yui Mok/Getty Images
გვირგვინის მეგობარი
ატენბოროს ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებდა დედოფალ ელისაბედთან. ის წლების განმავლობაში ამზადებდა დედოფლის საშობაო მიმართვებს. 2018 წლის დოკუმენტურ ფილმში ჩანს, როგორ ხუმრობს მონარქი მასთან ერთად ბაკინგემის სასახლის ბაღში სეირნობისას. "ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მისი სიცილის მოსმენა იყო", — თქვა ატენბორომ დედოფლის გარდაცვალების შემდეგ.
უელსის პრინცი და პრინცესა შვილებთან და ატენბოროსთან ერთად, 2020 წელი.
ფოტო: Kensington Palace/AP
ახლა უკვე Netflix-ზე
ატენბორო სერიალის ჩვენი პლანეტა პრემიერაზე ლონდონში, 2019 წლის 4 აპრილი.
ფოტო: Joel C Ryan/Invision/AP
ატენბოროს ხმა Netflix-ზე 2019 წელს სერიალით ჩვენი პლანეტა გაჟღერდა. ამ რვანაწილიანმა პროექტმა მას კიდევ ერთი ემი მოუტანა. პრემიერაზე პრინცმა ჩარლზმა მადლობა გადაუხადა ატენბოროს "იმ ყველაფრისთვის, რაც მან წლების განმავლობაში გააკეთა ბუნების საოცრებების საჩვენებლად და იმ საფრთხეებზე ყურადღების გასამახვილებლად, რაც ჩვენს სამყაროს ემუქრება".
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები