თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit იწყება
ფოტო: თიბისი
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, ქართულ ინტერნეტსივრცეში სრულიად ახალი და განსხვავებული შოუ — Punchline Profit იწყება. ეს არის პირველი YouTube ბიზნესშოუ საქართველოში, რომელიც ბიზნესის გამოწვევებზე არა ფორმალური ტონით, არამედ გულწრფელი დიალოგისა და იუმორის ენით ისაუბრებს.
როგორც წესი, როცა სიტყვა "ბიზნესს" ვახსენებთ, თვალწინ მშრალი სტატისტიკა და მხოლოდ წარმატების ისტორიები წარმოგვიდგება ხოლმე. მის შესახებ მხოლოდ მაშინ ვსაუბრობთ, როცა ყველაფერი კარგადაა. თუმცა, რეალობა სრულიად განსხვავებულია: ნებისმიერი საქმე სავსეა შეცდომებით, ფიქრებში გათენებული ღამეებითა და ისეთი კითხვებით, რომელებზეც ხმამაღლა საუბარი მეწარმეებს ხშირად უხერხულობის გამო ეშინიათ.
ყოველი წარმატებული კამპანიის მიღმა ათობით მარცხი და პასუხგაუცემელი კითხვა დგას. იქნება ეს ჩავარდნილი მოლაპარაკება, გუნდში არსებული გაუგებრობა თუ ის მომენტი, როცა ხვდები, რომ რაღაცას ვერ აკეთებ სწორად, მაგრამ არ იცი, ვის ჰკითხო რჩევა. სწორედ ეს გაურკვევლობა და ინფორმაციული ვაკუუმია ის მთავარი გამოწვევა, რომლის დროსაც ყველაზე მეტად გჭირდება ვინმე, ვინც გეტყვის, რომ ეს გზა სხვებმაც გაიარეს და გამოსავალი ყოველთვის არსებობს — ხშირად იქაც კი, სადაც მას ყველაზე ნაკლებად ელი.
მეწარმეებს სჭირდებათ სივრცე, სადაც ვინმე მათთვის გასაგებ ენაზე იტყვის, რომ შეცდომა მარცხს სულაც არ ნიშნავს.
შოუ მედია კომპანია Shark Media-ს ინიციატივით, თიბისის მხარდაჭერითა და VISA-სთან პარტნიორობით ხორციელდება. Punchline Profit მიზნად ისახავს მეწარმეებისთვის ფინანსური და სამეწარმეო განათლების მიწოდებას მარტივად გასაგები და რაც მთავარია, სახალისო ფორმით. შოუ სრულიად ახალ მიდგომას ეფუძნება და ბიზნესების სირთულეებსა თუ შიშებს იუმორის საშუალებით განიხილავს. ეს არ იქნება მორიგი გადაცემა წარმატების ფორმულებზე; ეს იქნება პლატფორმა, სადაც გამოცდილების შესახებ ყოველგვარი "ფილტრების" გარეშე ისაუბრებენ.
როგორც დავით ბაღაშვილი, Shark Media-ს დამფუძნებელი და შოუს ავტორი აღნიშნავს, ფორმატის სითამამე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის მეწარმეებს ყველაზე რთულ თემებზე საუბრისკენ უბიძგებს:
"საკუთარ შეცდომებსა და პრობლემებზე საუბარს ყოველთვის თავს ვარიდებთ, რადგან ბაზარი მეტწილად საიმიჯო ბიზნეს კონტენტითაა გაჯერებული. ჩვენი მთავარი გამოწვევაა ბიზნესის მფლობელებსა და პროფესიონალებს სწორად დავანახოთ, თუ რატომ უნდა მიიღონ მონაწილეობა ჩვენ შოუში: პირველი ის, რომ ასეთი გამოცდილება ჯერ არ ჰქონიათ, მეორე კი — მათი გამოცდილების გაზიარება შეიძლება ბევრი მსმენელისთვის იყოს მხარდაჭერა გამოსავლის ძიების პროცესში".
რას უნდა ველოდოთ Punchline Profit-ისგან?
Punchline Profit-ის ეპიზოდები თვეში ერთხელ გამოვა. თითოეული ეპიზოდი კი სამ ძირითად ნაწილს გააერთიანებს:
- დისკუსია — წამყვანები და მოწვეული თანაწამყვანები ბიზნესთემებზე საკუთარ გამოცდილებასა და პირად ისტორიებს გაგვიზიარებენ;
- ბიზნესთერაპია — ბიზნესის წარმომადგენლები შოუში საკუთარ რეალურ გამოწვევებზე ისაუბრებენ, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება პრობლემის გაანალიზება, მათ შორის იუმორის დახმარებითაც;
- გამოსავლის ძიება — შოუს მონაწილე ბიზნესები, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, არაფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ — იქნება ეს შესაბამისი კონტაქტები, ექსპერტიზა თუ სხვადასხვა სახის შესაძლებლობა.
დღეს წარმატებულმა ისტორიებმა სირთულეებსა და გამოწვევებზე საუბარი ტაბუდადებული გახადა. Punchline Profit ზუსტად ამ სტერეოტიპს არღვევს და ქმნის სივრცეს, სადაც მეწარმეები თავისუფლად სვამენ კითხვებს, ეძებენ მხარდაჭერას და დიალოგის რეჟიმში იღებენ საჭირო უკუკავშირს.
კითხვაზე, თუ რატომ გახდა საჭირო ბიზნესგამოწვევებისთვის იუმორის პრიზმით შეხედვა, დავით ბაღაშვილი განმარტავს, რომ ეს მიდგომა მის პირად გამოცდილებას ეფუძნება:
"ქართველების დამახასიათებელი თვისებაა, რომ ყველანაირი სირთულე იუმორით დაძლიონ. იუმორს ვიყენებთ ხელსაწყოდ, რათა შოუს მონაწილეები იმ ბლოკებისგან გავათავისუფლოთ, რაც პრობლემებზე საუბრისას წარმოიქმნება. მეორე მხრივ, იუმორი არის გზა, რომ ფინანსური და სამეწარმეო განათლება ფართო საზოგადოებას განსხვავებული ფორმით მივაწოდოთ. ეს შოუ ჩემს პირად გამოცდილებებზეა დაფუძნებული და სწორედ ამიტომ მინდა, ბიზნესის მფლობელებმა უფრო გამარტივებული გზით შეძლონ გამოწვევების გავლა".
თიბისი ბიზნესისათვის ეს პროექტი ბიზნესის ხელშეწყობისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯია. თიბისის მცირე და საშუალო ბიზნესის დირექტორი, ნათია პაჭიკაშვილი განმარტავს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ბიზნესისთვის მსგავსი ფორმატის არსებობა:
"თიბისი ბიზნესი ბიზნესების ნომერ პირველი მხარდამჭერია, მათი განვითარების ნებისმიერ ეტაპზე — იქნება ეს ახალი გამოწვევები თუ წარმატების ისტორიები. ბიზნესის გზა ხშირად სირთულეებით არის სავსე. ამ პროცესში კი ყველაზე მნიშვნელოვანია რწმენა — საკუთარი საქმის, მიზნებისა და პარტნიორების. Punchline Profit-ის მხარდაჭერით გვინდა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს რწმენა ბიზნესებში და მათ მეტი თავდაჯერებულობა შევძინოთ. რამდენად რთულადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს მოცემული მომენტი, მთავარია, დავიჯეროთ, რომ შეუძლებელი არაფერია და წარმატება გზაშია".
შოუს წამყვანები შოთი არველაძე და გიორგი მარი იქნებიან, პირველი ეპიზოდის თანაწამყვანი კი ლევან წულაძე იქნება.
Punchline Profit-ის ეპიზოდებისა და კონტენტის ნახვა YouTube-ის გარდა, სხვა ონლაინ პლატფორმებზეც იქნება შესაძლებელი, მათ შორის: Facebook-ზე, Instagram-ზე, LinkedIn-სა და TikTok-ზე.
ასე რომ, მოემზადეთ — ბიზნესზე ასე გულწრფელად და მხიარულად ჯერ არავის უსაუბრია.
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
-
უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა
გადახედვა
-
რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს
გადახედვა
კომენტარები