Samsung Electronics — უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ფოტო: Samsung
Samsung ტელევიზორების მსოფლიო ბაზარზე ლიდერის პოზიციას 2006 წლიდან ინარჩუნებს (გაყიდვების წილის მიხედვით). კვლევითი კომპანია Omdia-ს მონაცემებით, 2025 წელს კომპანიამ ტელევიზორების გლობალური ბაზრის 29.1%-იანი წილი მოიპოვა. ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Samsung-ის ლიდერობას პრემიუმ სეგმენტში, ულტრა-დიდი ეკრანებისა და ახალი თაობის დისპლეის ტექნოლოგიების მიმართულებით.
Samsung ლიდერობს 2,500 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ტელევიზორების პრემიუმ სეგმენტში, სადაც მისი წილი 54.3%-ს შეადგენს. ეს შედეგი განპირობებულია Neo QLED, OLED და Lifestyle ტელევიზორების გაყიდვებით. კომპანიამ ასევე შეინარჩუნა ლიდერობა 1,500 დოლარზე მეტი ღირებულების ტელევიზორების სეგმენტშიც, სადაც მისი წილი 52.2%-ს შეადგენს.
“როდესაც მომხმარებლები ტელევიზორს ირჩევენ, ისინი ირჩევენ ბრენდს, რომელსაც წლების განმავლობაში შეიძლება ენდონ., “ — განაცხადა Samsung Electronics-ის Visual Display (VD) ბიზნესის პრეზიდენტმა და ხელმძღვანელმა, SW Yong-მა. — "ჩვენი 20-წლიანი ლიდერობა ტელევიზორების გლობალურ ბაზარზე სწორედ ამ ნდობას ასახავს — ნდობას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი საინჟინრო გამოცდილებისა და პრემიუმ ინოვაციების საფუძველზეა აშენებული. “
ინდუსტრიის განვითარების განმსაზღვრელი ინოვაციების 20 წელი
მას შემდეგ, რაც 2006 წელს დიზაინზე ორიენტირებული Bordeaux TV-ის საშუალებით პირველად დაიკავა ლიდერის პოზიცია, Samsung-ი უწყვეტი ინოვაციებით განაგრძობს ტელევიზორების ინდუსტრიის განვითარებას:
- 2009: კომპანიამ დააჩქარა LED ტელევიზორებზე გადასვლა და დაამკვიდრა ახალი სტანდარტები უფრო თხელი და ენერგოეფექტური ეკრანებისთვის;
- 2011: Smart TV-ების წარდგენამ ტელევიზორები გასართობ პლატფორმებად აქცია და მათი როლი ტრადიციული ტელეყურებადობის ფარგლებს გასცდა;
- 2015: The Serif-მა ტელევიზორის ინტერიერში ინტეგრაციის ახალი, ინოვაციური ხედვა წარმოადგინა — დიზაინზე ორიენტირებული ტელევიზორი, რომელიც ეკრანს სახლის ინტერიერის გამორჩეულ ელემენტად აქცევს;
- 2017: კომპანიამ წარადგინა ტელევიზორი The Frame, რომელმაც „Art TV“ კატეგორიას ჩაუყარა საფუძველი და ტელევიზორი ციფრულ ნახატად, ხელოვნების ტილოდ აქცია;
- 2017: Quantum dot ტექნოლოგიის დაფუძნებით და QLED ტელევიზორების წარდგენით, Samsung-მა გამოსახულების პრემიუმ ხარისხის ახალი სტანდარტები დაამკვიდრა;
- 2018: Samsung-მა წარადგინა 8K რეზოლუცია - 33 მილიონი პიქსელი, რაც ოთხჯერ აღემატება 4K-ს შესაძლებლობებს და გამოსახულებას წარმოუდგენლად დეტალურს ხდის;
- 2020: Samsung-მა წარადგინა MICRO LED ტექნოლოგია, რომელმაც თვითგამოსხივებადი ეკრანების ინოვაცია კიდევ უფრო განავითარა და ულტრა-დიდ ეკრანებზე სიკაშკაშის, კონტრასტისა და ფერის სიზუსტის ახალი სტანდარტები დაამკვიდრა.
გამოსახულების ხარისხის, სმარტ ფუნქციებისა და ეკრანის ტექნოლოგიების უწყვეტი განვითარების შედეგად, Samsung-მა გადამწყვეტი როლი ითამაშა დღევანდელი პრემიუმ ტელევიზორების სტანდარტების ჩამოყალიბებაში
ლიდერის პოზიციის გაძლიერება პრემიუმ და ახალი თაობის ტელევიზორებში
ინოვაციების მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე, Samsung აგრძელებს პრემიუმ ტელევიზორების განვითარებას. კომპანია აფართოებს Micro RGB მოდელების ხაზს, ავითარებს ახალი თაობის ეკრანის ტექნოლოგიებს და კიდევ უფრო ამყარებს ლიდერობას მაღალი წარმადობის ეკრანების მიმართულებით. პარალელურად, კომპანია აგრძელებს OLED და Neo QLED სერიების განვითარებას, მომხმარებლებს სთავაზობს პრემიუმ ხარისხის გამოსახულებას, ულტრა-დიდ ეკრანებსა და განსხვავებულ ვიზუალურ გამოცდილებას.
Samsung ასევე აფართოებს Mini LED ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მოდელების არჩევანს, გვთავაზობს გაუმჯობესებულ სიკაშკაშეს, კონტრასტსა და ეს ყველაფერი უკვე სხვადასხვა ზომის ეკრანისა და ფასის კატეგორიაში, რათა მოწინავე დისპლეის შესაძლებლობები კიდევ უფრო ფართოდ გახდეს ხელმისაწვდომი. ამასთან, კომპანია აქტიურად ზრდის ინვერსტიციებს AI-ზე დაფუძნებულ ტელევიზორებში, სადაც ჩამონტაჟებული ჭკვიანი პროცესორები რეალურ დროში ოპტიმიზაციას უკეთებს გამოსახულებას და ხმას, რათა ყველაფერი მომხმარებლის გემოვნებაზე იყოს მორგებული.
გლობალურ ბაზარზე ორი ათწლეულის განმავლობაში დადასტურებული ლიდერობით, Samsung კვლავ რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად და სანდო ტელევიზორების ბრენდად. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ბაზრის წამყვან ტექნოლოგიებს სხვადასხვა ფასის, ეკრანის ზომისა და ინოვაციური შესაძლებლობების მოდელების სახით.
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
კომენტარები