აფრიკის თასის სკანდალი: სენეგალს ტიტული ჩამოერთვა და ჩემპიონად მაროკო გამოცხადდა
ფოტო: AP/იუსეფ ლულიდი
მაროკოში ზეიმის ღამე იყო, სენეგალში კი — ბრაზის, მას შემდეგ, რაც სენეგალის ეროვნულ ნაკრებს კონტინენტის ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს და მათ ჩრდილოაფრიკელ მეტოქეებს გადასცეს.
რაბათში გამართული დაპირისპირებითა და მტრობით აღსავსე ფინალიდან ორი თვის თავზე, სამშაბათს გვიან საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტურნირის მასპინძელი მაროკო, სინამდვილეში, აფრიკის ერთა თასის გამარჯვებულია.
აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (CAF) დაადგინა, რომ სენეგალმა დაარღვია წესები, როდესაც მსაჯის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად მოედანი დატოვა. მატჩი მოგვიანებით განახლდა და სენეგალმა 1:0 მოიგო, თუმცა CAF-ის განცხადებით, მოედნიდან გასვლა ავტომატურ მარცხს (ტექნიკურ წაგებას) ნიშნავდა.
სენეგალელი გულშემატკივრების პროტესტი მაროკოს სასარგებლოდ დანიშნული სადავო პენალტის გამო, აფრიკის ერთა თასის ფინალურ მატჩში სენეგალსა და მაროკოს შორის; 18 იანვარი, 2026 წელი, რაბათი, მაროკო.
ფოტო: იუსეფ ლულიდი/AP
ყველაფერი 18 იანვარს დაიწყო, როცა აფრიკის თასის ფინალი ქაოსში გადაიზარდა, როდესაც სენეგალის ფეხბურთელებმა მოედანი დამატებით დროში დატოვეს. მანამდე მათ გოლი გაუუქმეს, ხოლო მაროკოს სასარგებლოდ პოტენციურად გადამწყვეტი პენალტი დაინიშნა. მოედანზე მოთამაშეებს შორის შეხლა-შემოხლა დაიწყო, სენეგალის განრისხებული გულშემატკივრები კი მინდორზე შეჭრას ცდილობდნენ და სტიუარდებს დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ, სენეგალის მწვრთნელმა, პაპ ტიავმა, მოთამაშეთა უმეტესობა გასახდელისკენ წაიყვანა. გაურკვეველი იყო, გაგრძელდებოდა თუ არა თამაში.
სენეგალელი გულშემატკივრის შეტაკება უსაფრთხოების სამსახურთან მას შემდეგ, რაც VAR-ის გადამოწმების შედეგად მაროკოს სასარგებლოდ დანიშნული პენალტის გამო ფანები მოედანზე შეიჭრნენ; რაბათი, მაროკო, 18 იანვარი.
ფოტო: სიფივე სიბეკო/Reuters
თუმცა, დაახლოებით 10 წუთის შემდეგ მოთამაშეები მოედანზე დაბრუნდნენ და მატჩი განახლდა. მაროკოელთა ვარსკვლავის, ბრაიმ დიასის მიერ "პანენკას" სტილში დარტყმული პენალტი ედუარ მენდიმ მოიგერია. დამატებით დროში კი ერთადერთი გოლი სენეგალელმა პაპ გეიემ გაიტანა.
CAF-მა თავის გადაწყვეტილებაში აფრიკის თასის რეგულაციების 82-ე და 84-ე მუხლებზე მიუთითა. 82-ე მუხლის თანახმად, თუ გუნდი "უარს ამბობს თამაშზე ან ტოვებს მოედანს მატჩის დასრულებამდე მსაჯის ნებართვის გარეშე", ის აგებს თამაშს და ტურნირიდან ირიცხება. 84-ე მუხლი კი მეტოქე გუნდს 3:0 გამარჯვებას ანიჭებს.
მანამდე, იანვარში CAF-მა სენეგალისა და მაროკოს ფედერაციებს ჯამში 1 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ჯარიმა დააკისრა. მწვრთნელ პაპ ტიავს კი, თამაშის რეპუტაციის შელახვისთვის, აფრიკის თასის 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა. თუმცა, მაშინ კონფედერაცია ფინალის შედეგში არ ჩარეულა.
სამშაბათის გადაწყვეტილების შემდეგ მაროკოელები ქუჩებში საზეიმოდ გამოვიდნენ და ადგილობრივი მედია აჩვენებს კადრებს, როგორ მოძრაობენ ბედნიერი გულშემატკივრები ტანჟერში ეროვნული დროშებით, დაფდაფებით, საყვირებით და მაშხალებით.
BBC Newsday-თან საუბრისას, მაროკოელმა ჟურნალისტმა ჯალალ ბუნურმა თქვა, რომ ეს იყო "უძილო ღამე, რადგან გულშემატკივრები ამ ამბავს უდიდესი აღფრთოვანებითა და სიხარულით შეხვდნენ". ქვეყანაში სუფევს განცდა, რომ სამართლიანობა აღდგა მას შემდეგ, რაც მაროკოელებმა წესების დარღვევა იხილეს.
"მჯერა, რომ ეს იყო სპორტული უსამართლობა, მაროკო ნამდვილად დაიჩაგრა და ფაქტები ნათელი იყო", — განუცხადა ერთ-ერთმა მამაკაცმა BBC-ს რაბათში — "მთელი მაროკოელი ხალხი გარეთაა, ყველა ქალაქში, ყველა ბედნიერია ჩვენი თასით. თასი დაგვიბრუნდა, ის თასი, რომელიც წაგვართვეს", — უთხრა ადგილობრივ სპორტულ არხს ქალმა, რომელსაც ეროვნული ნაკრების მაისური ეცვა.
ერთ-ერთმა გულშემატკივარმა კი აღნიშნა, რომ ერი ჯერ კიდევ გაოგნებულია გადაწყვეტილებით: "გუნდი შოკშია, ვფიცავ, მეც შოკში ვარ. მადლობა ღმერთს, ჩვენი თასი დაგვიბრუნდა და მადლიერები ვართ, რადგან ის სამართლიანად გვეკუთვნოდა".
სენეგალის დედაქალაქ დაკარში ეს ამბავი მეხის გავარდნას ჰგავდა, თუმცა სრულიად საპირისპირო მიზეზით.
"გაოგნებული ვარ. ფეხბურთი აღარ არსებობს. ეს არ არის ფეხბურთი. აქ არავის ესმის და არავინ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას", — განუცხადა სააგენტო AFP-ს ახალგაზრდა მამაკაცმა, დაუდა სეკმა — "ჩვენ შოკირებულები ვართ. კორუფციამ გაიმარჯვა".
მისი პოზიცია დაემთხვა სენეგალის მთავრობის ოფიციალურ პასუხს, რომელმაც განაცხადა, რომ ტიტულის ჩამორთმევის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მთავრობის განცხადებით, ეს დადგენილება ძირს უთხრის CAF-ის რეპუტაციას.
გაზეთების პირველი გვერდები, რომლებიც აშუქებენ აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის გადაწყვეტილებას სენეგალის ეროვნული ნაკრებისთვის აფრიკის ერთა თასის ტიტულის ჩამორთმევისა და მისი მაროკოს ნაკრებისთვის გადაცემის შესახებ; დაკარი, სენეგალი, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026 წელი.
ფოტო: AP/მისპერ აპავუ
ხელისუფლებამ ასევე მოითხოვა "დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება CAF-ის მმართველ ორგანოებში სავარაუდო კორუფციის შესახებ".
"CAF საფეხბურთო სამყაროს დასაცინი გახდება, აფრიკელებს კი მასხრად აიგდებენ ყველაფრის გამო, რაც ამ ტურნირის ორგანიზებაზე ითქვა", — განუცხადა BBC-ს სენეგალის კიდევ ერთმა გულშემატკივარმა.
"ვფიქრობ, საუკეთესო გუნდმა მოედანზე გაიმარჯვა და ამას პატივი მოედანს გარეთაც უნდა სცენ. სპორტის კანონები ამ დონეზე უნდა მოქმედებდეს", — აღნიშნა სენეგალელმა სტუდენტმა რალფ ნონგამ.
როგორც სენეგალმა, ისე მაროკომ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური უკვე მოიპოვეს. აფრიკის თასის ფინალის შემდგომი სანქციებიდან არცერთი არ იქონიებს გავლენას მათ მონაწილეობაზე მსოფლიო ფორუმზე, თუმცა ორივე ნაკრები აცხადებს პრეტენზიას აფრიკის ჩემპიონობაზე.
-
შიო III: ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა და შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა შიო III: ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა და შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა
გადახედვა
-
უნგრეთის პრემიერი პეტერ მადიარი საკუთარ და მინისტრების ხელფასებს 2-ჯერ ამცირებს უნგრეთის პრემიერი პეტერ მადიარი საკუთარ და მინისტრების ხელფასებს 2-ჯერ ამცირებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, მოგვინგრიოს ჩვენი ორი საყრდენი, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ და საკუთარზე უარი ვთქვათ. ეს არ გამოვა შალვა პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, მოგვინგრიოს ჩვენი ორი საყრდენი, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ და საკუთარზე უარი ვთქვათ. ეს არ გამოვა
გადახედვა
-
თვისუფლება გადამდებია — PSP | დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია თვისუფლება გადამდებია — PSP | დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
-
ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გადახედვა
-
დღეს, 26 მაისს, ოპოზიციის ალიანსის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება დღეს, 26 მაისს, ოპოზიციის ალიანსის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება
გადახედვა
-
თბილისის ერთ-ერთი კერძო ბაღში მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად ძალადობის ბრალდებით აღმზრდელი დააკავეს თბილისის ერთ-ერთი კერძო ბაღში მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად ძალადობის ბრალდებით აღმზრდელი დააკავეს
გადახედვა
-
მარკო რუბიო: აშშ-ის სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს მარკო რუბიო: აშშ-ის სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს
გადახედვა
-
26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება — პროგრამა 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება — პროგრამა
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი ელემენტი დნობის ტემპერატურით ტესტი: გამოიცანი ელემენტი დნობის ტემპერატურით
-
"რაღაც მოდის" — რა იციან მეცნიერებმა პოტენციური "სუპერ" ელ-ნინიოს შესახებ "რაღაც მოდის" — რა იციან მეცნიერებმა პოტენციური "სუპერ" ელ-ნინიოს შესახებ
გადახედვა
-
რის გამო აღიქმებიან რობერტ ფიცო და რუმენ რადევი პრორუსებად? — ინტერვიუ ხატია დავლიანიძესთან რის გამო აღიქმებიან რობერტ ფიცო და რუმენ რადევი პრორუსებად? — ინტერვიუ ხატია დავლიანიძესთან
გადახედვა
-
ახალი რეკორდი: მზისგან რადიოსიგნალები 19 დღის განმავლობაში უწყვეტად იფრქვეოდა ახალი რეკორდი: მზისგან რადიოსიგნალები 19 დღის განმავლობაში უწყვეტად იფრქვეოდა
გადახედვა
-
2026 წლის კანის კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია — ნახეთ სია 2026 წლის კანის კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია — ნახეთ სია
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: მიუხედავად იმისა, რომ წელს ფიზიკურად 26 მაისის აქციაზე ვერ ვიდგები, ზუსტად ვიცი, რომ ჩემს მაგივრად ბევრი ადამიანი მივა ელენე ხოშტარია: მიუხედავად იმისა, რომ წელს ფიზიკურად 26 მაისის აქციაზე ვერ ვიდგები, ზუსტად ვიცი, რომ ჩემს მაგივრად ბევრი ადამიანი მივა
გადახედვა
-
ფსიქოლოგიური ცენტრი "სინაფსი" დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობს ფსიქოლოგიური ცენტრი "სინაფსი" დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობს
გადახედვა
-
პრორუსულმა არასამთავრობოებმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნეს პრორუსულმა არასამთავრობოებმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნეს
გადახედვა
-
ელისო კილაძე: მდინარაძის ოცნება დროებით ახდა, "ქრონიკა პლუსი" დახურულია ელისო კილაძე: მდინარაძის ოცნება დროებით ახდა, "ქრონიკა პლუსი" დახურულია
გადახედვა
-
ჩინეთმა კოსმოსში ადამიანის "ხელოვნური ემბრიონები" გაგზავნა ჩინეთმა კოსმოსში ადამიანის "ხელოვნური ემბრიონები" გაგზავნა
გადახედვა
-
მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის — ნახეთ, საქართველოს ბანკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ვიდეო მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის — ნახეთ, საქართველოს ბანკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ვიდეო
-
რომის პაპი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, შეამცირონ AI-ის გამოყენება რომის პაპი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, შეამცირონ AI-ის გამოყენება
გადახედვა
კომენტარები