დაურეკე ბუმერს — სოციალური ექსპერიმენტი სტუდენტებს და მოხუცთა თავშესაფარს შორის
საიდუმლო არავისთვისაა, რომ Z თაობა (1997 – 2012) და ბები-ბუმერები (1946 – 1964) ერთმანეთს ყოველთვის ვერ უგებენ. თუმცა, ერთი ტექნოლოგიური სტარტაპი ფიქრობს, რომ გამოსავალი შესაძლოა ჩვეულებრივი სატელეფონო ჯიხური აღმოჩნდეს.
ბოსტონის უნივერსიტეტის კამპუსთან მდებარე კაფესთან დამონტაჟებული ყვითელი ჯიხური პირდაპირი ხაზია ნევადის შტატის ქალაქ რენოში მდებარე მოხუცებულთა თავშესაფართან. იქ, მოხუცებულთა ცენტრის სათამაშო ოთახში, ზუსტად ასეთივე ჯიხური დგას წარწერით "დაურეკე ზუმერს" (Call a Zoomer). გადაწყვეტენ თუ არა სტუდენტები ყურმილის აღებას და ქვეყნის მეორე ბოლოში ბუმერთან დალაპარაკებას, ან პირიქით, მოხუცები თუ დაურეკავენ ახალგაზრდებს? პროექტის ავტორები ამბობენ, რომ ამ კავშირს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
23 წლის ტრიშა სივალინგამი ბოსტონის უნივერსიტეტის კამპუსთან განთავსებულ ყვითელ "დაურეკე ბუმერს" ტელეფონზე შეტყობინებას ტოვებს
ფოტო: Pat Greenhouse / Globe Staff
კომპანია Matter Neuroscience-ის მიზანი, რომელმაც ეს სატელეფონო ხაზი გაიყვანა, მარტივია: ახალგაზრდებმა და მოხუცებმა ერთმანეთთან ილაპარაკონ. ამით კომპანიას იმედი აქვს, რომ არა მხოლოდ თაობებს შორის ნაპრალს ამოავსებს, არამედ დააკავშირებს ორ ჯგუფს, რომლებიც კვლევების მიხედვით ამერიკაში ყველაზე მარტოსულად ითვლებიან.
კომპანიის წარმომადგენლის, კალა კესლერის თქმით, მოკლე საუბარსაც კი შეუძლია ადამიანს განწყობა გაუუმჯობესოს: "ხანდაზმულთან საუბრისას ნეიროტრანსმიტერების გააქტიურება დადებით ემოციებს წარმოქმნის, რაც სტრესის ჰორმონს, კორტიზოლს ამცირებს. ეს ბედნიერების ერთგვარ აღმავალ ჯაჭვურ რეაქციას იწვევს".
"ჩვენ უბრალოდ ძალიან გვინდა, რომ ახალგაზრდებმა ისარგებლონ უფროსებთან საუბრით და პირიქით", — დასძინა მან.
Matter-ის კლინიკური კვლევები, რომლებიც ნაწილობრივ სტენფორდის უნივერსიტეტის ტვინის სტიმულაციის ლაბორატორიასთან ერთად ტარდება, ფოკუსირებულია იმაზე, როგორ შეიძლება დოფამინის, სეროტონინისა და სხვა ნეიროტრანსმიტერების გამოყენება პოზიტიური ფსიქოლოგიის ხელშესაწყობად, იმ იმედით, რომ მოხდება ერთიანი ბიომარკერის იდენტიფიცირება ინდივიდუალური ბედნიერების სათვალთვალოდ.
კომპანია მსგავს სატელეფონო პროექტს ახორციელებს სან-ფრანცისკოსა და ტეხასის ქალაქ აბილინის მაცხოვრებლების დასაკავშირებლად, რომლებსაც კესლერი ამერიკის შესაბამისად ყველაზე ლიბერალურ და კონსერვატიულ ქალაქებად ახასიათებს. თებერვლიდან მოყოლებული, პროექტის ფარგლებში დაახლოებით 350 საუბარი და 400 ხმოვანი შეტყობინება დაფიქსირდა.
როგორ მუშაობს თაობების დამაკავშირებელი ხაზი?
სატელეფონო ხაზი შაბათ-კვირას დამონტაჟდა და ორშაბათს ჩაირთო. მონეტები საჭირო არ არის, მსურველებმა უბრალოდ უნდა აიღონ ყურმილი, რომ ზარი შევიდეს მეორე ჯიხურში, რომელსაც აწერია "დაურეკე ზუმერს" (Call a Zoomer).
ისწავლეთ
მიუხედავად იმისა, რომ ბოსტონში ბევრი გამვლელი ჯიხურს ყურადღებას არ აქცევდა, ნევადაში, Call a Zoomer-ის ჯიხურთან მოხუცები ინტერესს იჩენენ. მაგალითად, 77 წლის პენსიონერმა ივონ სტენლიმ სწორედ ამ ჯიხურიდან დარეკა ბოსტონში, რათა უბრალოდ მივსალმებოდა ყველას, ვინც ყურმილს აიღებდა. ივონმა აღნიშნა, რომ მოხუცებულთა ცენტრში გრაფიტით დაფარული ჯიხურის გამოჩენა შეუმჩნეველი არავის დარჩენია. მისი მთავარი რჩევა სტუდენტებისთვის კი მოკლე და კონკრეტული იყო: "ისწავლეთ".
ეს ტელეფონი დაკავშირებულია მეორე ტელეფონთან, რომელიც ნევადაში მდებარე მოხუცთა საცხოვრებელ კომპლექსშია დამონტაჟებული. იდეა ისაა, რომ საუბარი შედგეს უფროს და ახალგაზრდულ თაობებს შორის, ჯგუფებს შორის, რომლებიც ხშირად მარტოობას განიცდიან
ფოტო: Pat Greenhouse / Globe Staff
რას ფიქრობენ სტუდენტები?
ჯერჯერობით უცნობია, რამდენმა სტუდენტმა იცის ჯიხურის შესახებ, რადგან ბევრი მათგანი ამ კვირაში საგაზაფხულო არდადეგებზეა. თუმცა, მაგისტრატურის სტუდენტმა ტრიშა სივალინგამმა იმედი გამოთქვა, რომ მისი თანატოლები უფრო ხშირად აიღებენ ყურმილს საკუთარი კეთილდღეობისთვის.
"ამაყობ იმით, რომ ხარ ძალიან დამოუკიდებელი, ახალგაზრდა და სოციალურად აქტიური, რაც ზოგჯერ თავისთავად უფრო მეტად მარტოსულს გხდის", — თქვა მან. მისივე თქმით, ამით მხოლოდ ახალგაზრდები არ სარგებლობენ. დედამისი, რომელიც მოხუცებულთა თავშესაფარში მუშაობს, ხშირად უყვება ისტორიებს იმის შესახებ, რამდენად იზოლირებული და მარტოხელა შეიძლება იყოს ადამიანი გარკვეულ ასაკში.
იმედი მაქვს, დღეს რაიმე საინტერესო ძაღლს დაინახავთ ან გემრიელად წაიხემსებთ
"ვფიქრობ, ეს ძალიან საყვარელი ინიციატივაა. ვიცი, რომ ხანდაზმულთან 30-წამიანმა ან ერთწუთიანმა საუბარმა შეიძლება მათი მთელი დღე შეცვალოს. უფროს ადამიანებთან ურთიერთობა ყოველთვის თვალის ამხელია, ამბობს ის: "ყოველთვის ამაყობ და ამბობ: 'როცა გავიზრდები, ვიმოგზაურებ ან ამას გავაკეთებ'. მაგრამ ზოგჯერ საერთოდ არ გაქვს კონტროლი იმაზე, რა მიმართულებით წავა შენი ცხოვრება."
ბოსტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და სამართლის ბიბლიოთეკის ზედამხედველი, 26 წლის კლარკ ფუმიატი, ტელეფონზე შეტყობინებას ტოვებს
ფოტო: ფოტო: Pat Greenhouse / Globe Staff
კლარკ ფიუმატიმ, ბოსტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, თავადაც სცადა ნევადაში დარეკვა. მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში იქ არავინ უპასუხა, მან ხმოვანი შეტყობინება დატოვა: "იმედი მაქვს, დღეს რაიმე საინტერესო ძაღლს დაინახავთ ან გემრიელად წაიხემსებთ".
რამდენიმე წუთში ზარი უკვე ბოსტონში გაისმა, ნევადიდან ყოფილმა ექთანმა გადმორეკა. აღმოჩნდა, რომ ის პენსიაზე გასვლამდე, წლების წინ, თავადაც ამ რეგიონში ცხოვრობდა. "სასიამოვნოა მშობლიური მხარიდან ვინმესთან საუბარი", — თქვა მან.
-
შიო III: ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა და შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა შიო III: ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა და შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა
გადახედვა
-
უნგრეთის პრემიერი პეტერ მადიარი საკუთარ და მინისტრების ხელფასებს 2-ჯერ ამცირებს უნგრეთის პრემიერი პეტერ მადიარი საკუთარ და მინისტრების ხელფასებს 2-ჯერ ამცირებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, მოგვინგრიოს ჩვენი ორი საყრდენი, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ და საკუთარზე უარი ვთქვათ. ეს არ გამოვა შალვა პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, მოგვინგრიოს ჩვენი ორი საყრდენი, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ და საკუთარზე უარი ვთქვათ. ეს არ გამოვა
გადახედვა
-
თვისუფლება გადამდებია — PSP | დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია თვისუფლება გადამდებია — PSP | დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
-
ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გადახედვა
-
დღეს, 26 მაისს, ოპოზიციის ალიანსის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება დღეს, 26 მაისს, ოპოზიციის ალიანსის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება
გადახედვა
-
თბილისის ერთ-ერთი კერძო ბაღში მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად ძალადობის ბრალდებით აღმზრდელი დააკავეს თბილისის ერთ-ერთი კერძო ბაღში მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად ძალადობის ბრალდებით აღმზრდელი დააკავეს
გადახედვა
-
მარკო რუბიო: აშშ-ის სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს მარკო რუბიო: აშშ-ის სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს
გადახედვა
-
26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება — პროგრამა 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება — პროგრამა
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი ელემენტი დნობის ტემპერატურით ტესტი: გამოიცანი ელემენტი დნობის ტემპერატურით
-
"რაღაც მოდის" — რა იციან მეცნიერებმა პოტენციური "სუპერ" ელ-ნინიოს შესახებ "რაღაც მოდის" — რა იციან მეცნიერებმა პოტენციური "სუპერ" ელ-ნინიოს შესახებ
გადახედვა
-
შესაძლოა, ბერინგის სრუტეზე კაშხლის აშენებით კლიმატის ცვლილების შედეგები შემცირდეს შესაძლოა, ბერინგის სრუტეზე კაშხლის აშენებით კლიმატის ცვლილების შედეგები შემცირდეს
გადახედვა
-
რის გამო აღიქმებიან რობერტ ფიცო და რუმენ რადევი პრორუსებად? — ინტერვიუ ხატია დავლიანიძესთან რის გამო აღიქმებიან რობერტ ფიცო და რუმენ რადევი პრორუსებად? — ინტერვიუ ხატია დავლიანიძესთან
გადახედვა
-
ახალი რეკორდი: მზისგან რადიოსიგნალები 19 დღის განმავლობაში უწყვეტად იფრქვეოდა ახალი რეკორდი: მზისგან რადიოსიგნალები 19 დღის განმავლობაში უწყვეტად იფრქვეოდა
გადახედვა
-
2026 წლის კანის კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია — ნახეთ სია 2026 წლის კანის კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია — ნახეთ სია
გადახედვა
-
Global Tech Weekend Tbilisi 2026 — წლის მთავარი ტექნოლოგიური მოვლენა თბილისში ბრუნდება Global Tech Weekend Tbilisi 2026 — წლის მთავარი ტექნოლოგიური მოვლენა თბილისში ბრუნდება
-
ელენე ხოშტარია: მიუხედავად იმისა, რომ წელს ფიზიკურად 26 მაისის აქციაზე ვერ ვიდგები, ზუსტად ვიცი, რომ ჩემს მაგივრად ბევრი ადამიანი მივა ელენე ხოშტარია: მიუხედავად იმისა, რომ წელს ფიზიკურად 26 მაისის აქციაზე ვერ ვიდგები, ზუსტად ვიცი, რომ ჩემს მაგივრად ბევრი ადამიანი მივა
გადახედვა
-
ფსიქოლოგიური ცენტრი "სინაფსი" დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობს ფსიქოლოგიური ცენტრი "სინაფსი" დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობს
გადახედვა
-
პრორუსულმა არასამთავრობოებმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნეს პრორუსულმა არასამთავრობოებმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნეს
გადახედვა
-
ელისო კილაძე: მდინარაძის ოცნება დროებით ახდა, "ქრონიკა პლუსი" დახურულია ელისო კილაძე: მდინარაძის ოცნება დროებით ახდა, "ქრონიკა პლუსი" დახურულია
გადახედვა
-
ჩინეთმა კოსმოსში ადამიანის "ხელოვნური ემბრიონები" გაგზავნა ჩინეთმა კოსმოსში ადამიანის "ხელოვნური ემბრიონები" გაგზავნა
გადახედვა
კომენტარები