"თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი თავისუფალია. მან გლდანის ციხე დღეს დატოვა. ინფორმაციას ბაჩიაშვილის ადვოკატი ადასტურებს.

პროკურატურის განცხადებით, ბაჩიაშვილმა "სრულად აღიარა დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან — აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე."

გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მას დიდი ოდენობით თანხის მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდნენ. თანხის მითვისების ნაწილში მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში – 11 წლით, რაც საბოლოო სასჯელად დარჩა. ამას გარდა, ბაჩიაშვილს პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეც.