ბილი აილიში, ოლივია როდრიგო და სხვა ვარსკვლავები ICE-ის წინააღმდეგ
ფოტო: Getty Images
მინეაპოლისში ICE-ის აგრესიული ოპერაცია, რომელიც რენე გუდისა და ალექს პრეტის მკვლელობებით დასრულდა, სულ უფრო მეტ პროტესტს იწვევს საზოგადოებაში. სააგენტოს მხრიდან ძალის გამოყენებასა და ძალადობაზე კრიტიკა ყოველდღიურად ძლიერდება. ამ თვეში Economist-ისა და YouPoll-ის ახალმა კვლევამ დაადასტურა, რომ ICE-ის მხარდაჭერა სწრაფად მცირდება, აშშ-ის მოქალაქეების 46 პროცენტი სააგენტოს გაუქმებას უჭერს მხარს.
ამ ფონზე, ვარსკვლავებმა საკუთარი პლატფორმები გამოიყენეს, რათა მინესოტასა და მთელ აშშ-ში ICE-ის ქცევები დაგმონ. ბილი აილიში, ოლივია როდრიგო, პედრო პასკალი და სხვები საჯაროდ გამოდიან, ავრცელებენ ემოციურ ვიდეოებს ინსტაგრამზე და საზოგადოებას მოუწოდებენ, ხმა აიმაღლონ. აი, ვინ რა განცხადება გააკეთა ამ დროისთვის:
ბილი აილიში
ბილი აილიში
ფოტო: John Nacion/Variety
ბილი აილიშის პოზიცია ICE-ისა და ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ დიდი ხანია ცნობილია, ის არაერთხელ გამოსულა იმიგრანტთა თემების დასაცავად და ღიად აკრიტიკებდა ICE-ის რეიდებს ლოს-ანჯელესში. რენე ნიკოლ გუდის მკვლელობის შემდეგ, აილიშმა გააზიარა რამდენიმე პოსტი, მათ შორის გრაფიკა, სადაც ICE-ს "ფედერალურად დაფინანსებულ და მხარდაჭერილ ტერორისტულ ჯგუფს" უწოდებდა, რომელიც "ოჯახებს ანგრევს, მოქალაქეებს აშინებს და ახლა უკვე უდანაშაულო ადამიანებს კლავს".
ალექს პრეტის მკვლელობის შემდეგ მან სხვა ვარსკვლავებსაც მიმართა და სელფის წარწერაში დაწერა: "ჰეი, ჩემო ცნობილო კოლეგებო, ხმას ამოიღებთ თუ არა?"
ოლივია როდრიგო
ოლივია როდრიგო
ფოტო: JC Olivera/FilmMagic/Getty Images
ოლივია როდრიგო ICE-ის მიმართ არასოდესაა ჩუმად და არაერთხელ დაგმო როგორც სააგენტო, ისე ტრამპის ადმინისტრაცია. ცოტა ხნის წინ მან გააკრიტიკა თეთრი სახლი და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომლებმაც მისი სიმღერა "American Bitch" თვითდეპორტაციის შესახებ ვიდეოში გამოიყენეს. ალექს პრეტის მკვლელობის შემდეგ როდრიგომ ინსტაგრამზე დაწერა: "ICE-ის ქმედებები მიუღებელია, მაგრამ ჩვენ უძლურები არ ვართ. ჩვენს მოქმედებებს აზრი აქვს. მე მინესოტას გვერდით ვდგავარ."
ედვარდ ნორტონი
ედ ნორტონი
ფოტო: Victor Boyko/Getty Images/Gucci/
ედ ნორტონმა, რომელიც სანდენსის კინოფესტივალზე თავისი ახალი ფილმის, The Invite-ის წარსადგენად იმყოფებოდა, Hollywood Reporter-თან ინტერვიუში თქვა: "ჩვენ ფილმებზე ვსაუბრობთ, მაშინ როცა აშშ-ის მოქალაქეების წინააღმდეგ ფაქტობრივად უკანონო არმია ყალიბდება. ადამიანები იხოცებიან. თუ რამენაირად შეგვიძლია ამ საშინლად კრიმინალური ორგანიზაციის, ICE-ის, ლეგიტიმაციის მოშლა, ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ".
პედრო პასკალი
პედრო პასკალი
ფოტო: Gilbert Flores/Variety
პედრო პასკალმა ინსტაგრამზე გააზიარა რამდენიმე ინფოგრაფიკა, მათ შორის ისეთი, სადაც 2026 წელს ICE-ის მიერ მოკლული ცხრა ადამიანის სახელებია ჩამოთვლილი. ერთ-ერთ პოსტში ეროვნული გაფიცვისკენ მოწოდებაც იყო და New York Times-ის სარედაქციო წერილიდან ციტატაც: "სიმართლე არის ზღვარი დემოკრატიულ ხელისუფლებასა და ავტორიტარულ რეჟიმს შორის. ალექს პრეტი და რენე გუდი მოკლულები არიან. ამერიკელებს აქვთ უფლება იცოდნენ, რა მოხდა".
ქეითი ფერი
ქეითი ფერი
ფოტო: Amy Sussman/Getty Images
26 იანვარს ქეითი ფერიმ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც დეტალურად აღწერა, როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს ICE-ის წინააღმდეგ მოქმედება. მან გააზიარა სენატორებთან დასარეკი ნომერი და ტექსტი, რათა ისინი დაერწმუნებინათ, არ დაეფინანსებინათ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი და, შესაბამისად, ICE. პოსტის წარწერა იყო: "გადააქციე ბრაზი მოქმედებად".
არიანა გრანდე
არიანა გრანდე
ფოტო: Monica Schipper/Getty Images
არიანა გრანდემ ინსტაგრამზე გააზიარა ნიუ-იორკის მერის პოსტი ICE-ის გაუქმების მოთხოვნით და დაწერა: "ICE ჩვენს ქალაქებს ატერორებს. ICE ყველას საფრთხეში გვაგდებს. გააუქმეთ ICE".
ჯენა ორტეგა
ჯენა ორტეგა
ფოტო: Dia Dipasupil/Getty Images
ჯენა ორტეგა წარსულშიც არაერთხელ გამოსულა ტრამპის ადმინისტრაციის მახინჯი რიტორიკის წინააღმდეგ, რომელიც იმიგრანტებს ეხებოდა, თუმცა როცა მსახიობი ამ კვირაში სანდენსის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა, აშკარად შეძრული იყო.
"ძალიან მამხნევებს ამერიკელი ხალხის სული და იმ ადამიანების არსებობა, რომლებიც გრძნობენ, რომ რაღაც უნდა თქვან, მაგრამ ჩვენი მთავრობის მხრიდან ოფიცრების მიმართ რაიმე რეალური რეაგირების ან პასუხისმგებლობის დაკისრების სრული არარსებობა უკიდურესად შემაშფოთებელი და იმედგამაცრუებელია", — თქვა მან.
ორტეგამ ასევე აღნიშნა, რომ "ძალიან რთულია ასეთ ფესტივალზე ლამაზი ტანსაცმლით ყოფნა და კინოზე საუბარი, როცა ჩვენ გვერდით ასეთი სისასტიკე ხდება".
ოლივია უაილდი
ოლივია უაილდი
ფოტო: Michael Buckner/Variety
სანდენსის კინოფესტივალზე თავისი მესამე ფილმის, The Invite-ის პრემიერაზე დასწრებისას, ოლივია უაილდმა ქვეყანაში მიმდინარე ძალადობაზე ისაუბრა. Variety-სთან ინტერვიუში, როცა ჟურნალისტმა ჰკითხა მის კაბაზე დამაგრებულ ICE Out-ის პინზე, რეჟისორმა თქვა: "ადამიანებს ხოცავენ და მე არ მინდა, ნორმად ვაქციოთ ადამიანების მკვლელობების ყურება, არც ინტერნეტში და არც კინოში. თუ რაიმე შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ მოძრაობას, რომელიც ICE-ის განდევნას და ამ დაუჯერებლად კრიმინალური ორგანიზაციის დელეგიტიმაციას ითხოვს, ზუსტად ეს უნდა გავაკეთოთ".
უაილდმა ასევე შეაქო ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ICE-ის წინააღმდეგ გამოდიან:
"ხედავ, როგორ მიმდინარეობს მსვლელობები ქვეყნის მასშტაბით, ამერიკელები მასობრივად იმაღლებენ ხმას. დღეს პროტესტი საშიშია, და მიუხედავად ამისა, ადამიანები მაინც გამოდიან ქუჩაში, ეს უკიდურესად შთამაგონებელია".
ნატალი პორტმანი
ნატალი პორტმანი
ფოტო: Dimitrios Kambouris/Getty Images
ნატალი პორტმანმა, რომელიც სანდენსის ფესტივალზე კეტი იანის ფილმს The Gallerist-ს წარადგენდა (ჯენა ორტეგასა და სტერლინგ კ. ბრაუნთან ერთად), ქვეყანაში არსებულ ვითარებას "გამანადგურებელი" უწოდა.
"შეუძლებელია არ ისაუბრო იმაზე, რაც ახლა ხდება, ICE-ის სისასტიკეზე და იმაზე, რომ ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს", — თქვა მან — "ამავე დროს, არის რაღაც ძალიან ლამაზი იმაში, რასაც ახლა ამერიკელები აკეთებენ: ისინი ერთმანეთის გვერდით დგანან, იცავენ ერთმანეთს და იბრძვიან საკუთარი თავისუფლებისთვის. ეს არის მწარე და ამავე დროს საამაყო მომენტი, რაღაცის აღნიშვნა, რითაც ასე ვამაყობთ, მთელი ქვეყნის ტკივილის ფონზე".
მობი
მობი
ფოტო: Frazer Harrison/Getty Images
მობიმ სოციალურ ქსელში გააზიარა მიმართვა, სადაც ხალხს პროტესტისკენ მოუწოდა და შეახსენა, რომ ეს "კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, უფლება, რომლის წართმევასაც ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ცდილობენ".
მუსიკოსმა საზოგადოებას ასევე მოუწოდა იმ "ნაძირალა კორპორაციების" ბოიკოტისკენ, რომლებიც ტრამპსა და ICE-ს უჭერენ მხარს. "იყავით გაბრაზებულები, იყავით შეძრწუნებულები", — თქვა მან და The Clash-ის ფრონტმენის, ჯო სტრამერის სიტყვები გაიხსენა: "ბრაზი შეიძლება ძალად იქცეს, თუ იცი, როგორ გამოიყენო".
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები