ტეილორ სვიფტი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ქალია, რომელიც სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზს შეუერთდა
ფოტო: Buda Mendes / Getty Images / TAS Rights Management
ტეილორ სვიფტმა კიდევ ერთხელ დაწერა ისტორია. 36 წლის სუპერვარსკვლავი სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზს შეუერთდა. ამდენად, გრემის 14-გზის მფლობელი სვიფტი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ქალი გახდა, რომელსაც ეს პატივი ხვდა წილად. 21 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში წელს ასევე მოხვდნენ როკჯგუფ Kiss-ის წევრები პოლ სტენლი და ჯინ სიმონსი, მერაია ქერისთან თანამშრომლობით ცნობილი უოლტერ აფანასიევი, ალანის მორისეტი და სხვები.
"მუსიკალური ინდუსტრია დგას იმ ავტორების არაჩვეულებრივ ნიჭზე, რომლებიც დაუვიწყარ სიმღერებს ქმნიან", — ნათქვამია სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზის პრესრელიზში, — "მათი არტისტიზმის გარეშე, ვერც ჩანაწერები ვერ იარსებებდა, ვერც — კონცერტები და ვერც — გულშემატკივართა არმიები. ყველაფერი სწორედ სიმღერიდან და მისი შემქმნელიდან იწყება. სიამაყით ვაგრძელებთ ისტორიაში კულტურულად ყველაზე მნიშვნელოვან კომპოზიტორთა აღნიშვნას".
სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზი (Songwriters Hall of Fame) 1969 წელს შეიქმნა და ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში 500-მდე მუსიკოსს მოუყარა თავი, მათ შორის, ისეთ ლეგენდარულ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან სტივი უონდერი, ჯონ ლენონი, ელტონ ჯონი, შარლ აზნავური, დევიდ ბოუი, ჯონ ბონ ჯოვი, ბობ მარლი და ლეონარდ კოენი.
"თანამედროვე მუსიკის ისტორიაში, ძალიან ცოტამ თუ მოახერხა, ტეილორ სვიფტის მსგავსად შეექმნა ჰიტები ამდენი ხნის განმავლობაში. წელს იგი თავისი პირველი ჩანაწერის გამოსვლიდან 20 წლის იუბილეს აღნიშნავს", — ვკითხულობთ დიდების დარბაზის ვებგვერდზე, — "სვიფტის, როგორც სიმღერების ავტორის, სუპერძალა მისი გარდასახვის უნარია: სხვადასხვა ჟღერადობის მუსიკის მოცვა და რამდენიმე ჟანრში ერთნაირი თავდაჯერებით მუშაობა. მისი არტისტიზმი გამბედაობითა და შეუპოვრობითაა განმსჭვალული, იგი არ უშინდება სიახლეებს, იმის მიუხედავად, რომ ზოგჯერ ყველაზე პრაგმატულ შემდეგ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს იმ ხაზის გაგრძელება, რომელმაც წარმატება მოგიტანა".
ნოემბერში, როცა ცნობილი გახდა, რომ ტეილორი დიდების დარბაზზე იყო ნომინირებული, გავიგეთ ის ხუთი სიმღერაც, რომელიც მან ამ სტატუსის მოსაპოვებლად წარადგინა: All Too Well (10-წუთიანი ვერსია), Blank Space, Anti-Hero, Love Story და The Last Great American Dynasty.
სანამ ტეილორისთვის 2026 ასეთი წარმატებით დაიწყებოდა, მუსიკოსს შარშან ბრწყინვალე წელი ჰქონდა: ჯერ სრულად დაიბრუნა საავტორო უფლებები თავის პირველ ალბომებზე, მერე დაინიშნა (ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავ ტრევის კელსიზე), ბოლოს კი რიგით მე-12 სტუდიური ალბომი The Life of a Showgirl გამოუშვა, რომელიც გამოსვლისთანავე მსოფლიო სენსაციად იქცა და არაერთი რეკორდი მოხსნა, სრულად მოიცვა ჩარტების მოწინავე პოზიციები და პირველივე თვეში სპოტიფაიზე 2 მილიარდზე მეტი სტრიმი მოაგროვა.
სვიფტის, როგორც სიმღერების ავტორის, განსაკუთრებულ ნიჭზე აქამდეც არაერთხელ გაუმახვილებიათ ყურადღება. გარდა ჟანრობრივი და სტილისტური მრავალფეროვნებისა, მის სიმღერებს პოეტური ტექსტებიც გამოარჩევს: ცნობილმა ინგლისელმა შექსპიროლოგმა სერ ჯონათან ბეიტმა ტეილორს "ლიტერატურის ბუმბერაზიც" კი უწოდა, კემბრიჯში კი ლათინური ენის შემსწავლელებს სვიფტის სიმღერების გამოყენება ურჩიეს.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები