Euphoria ახალი სეზონით ბრუნდება — ნახეთ ტრეილერი
ფოტო: HBO
სამწლიანი ლოდინის შემდეგ, Euphoria მესამე სეზონით ბრუნდება. HBO-მ სულ ახლახან სერიალის ახალი სეზონის ტრეილერი გამოაქვეყნა.
როგორც ცნობილია, მე-3 სეზონში მოქმედება მე-2 სეზონის დასასრულიდან 5 წლის შემდეგ ვითარდება. ახალი ტრეილერიდან ვიგებთ, რომ რუს ნარკორეალიზატორებთან ისევ პრობლემები აქვს, ქესი ნეითზეა დანიშნული და პორნოგრაფიულ ვიდეოებს იღებს, მედის ბიზნესი აქვს, ლექსი ჰოლივუდშია, ხოლო ჯულსი სამხატვრო უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, სხვა საქმეებსაც ითავსებს.
სერიალის მთავარ შემადგენლობას მესამე სეზონშიც ვიხილავთ, მათ შორის არიან — ზენდეია, სიდნი სვინი, ჯეიკობ ელორდი, ჰანტერ შაფერი, ალექსა დემი, ერიკ დეინი და სხვები. თუმცა, Euphoria-ს მესამე სეზონში ვერ ვიხილავთ კეტის როლის შემსრულებელ ბარბი ფერეირასა და სტორმ რეიდს (ჯია), რადგან მათ მე-3 სეზონში მონაწილეობაზე უარი თქვეს.
კადრი სერიალის მესამე სეზონიდან
ფოტო: HBO
კადრი სერიალის მესამე სეზონიდან
ფოტო: HBO
ამ სეზონში ვერ ვიხილავთ ფეზკოს როლის შემსრულებელ მსახიობ, ანგუს კლაუდს. ის, სამწუხაროდ, 2023 წლის 31 ივლისს, ნარკოტიკული ნივთიერებებით შემთხვევით ზედოზირებით, გარდაიცვალა.
თუმცა, სერიალის მე-3 სეზონში, ახალ სახეებსაც დავინახავთ. მათ შორის არიან — როზალია, შერონ სტოუნი, ნატაშა ლიონი, დანიელ დედუალერი და სხვ. გარდა ამისა, Euphoria-ს მესამე სეზონისთვის მუსიკას ოსკარის მფლობელი კომპოზიტორი, ჰანს ციმერი შექმნის.
ფოტო: Eddy Chen/HBO
როგორც სერიალის შემქმნელი, სემ ლევინსონი, აღნიშნავს, ეს მათი საუკეთესო სეზონია.
"თავიდანვე შევთანხმდით, რომ ამ სეზონში მოქმედება სკოლაში არ განვითარდება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სხვა სერიალში 30 წლის ადამიანებს სკოლის მოსწავლეების როლს ათამაშებენ, ჩვენ ამას არ ვაპირებთ", — თქვა მან — "ხუთწლიანი ნახტომი, ბუნებრივად მეჩვენება, რადგან ამ დროში უნივერსიტეტიც დამთავრებული უნდა ჰქონდეთ (იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ წავიდნენ სასწავლებლად)".
შეგახსენებთ, რომ Euphoria-ს მესამე სეზონს, HBO-ზე, 2026 წლის 12 აპრილს ვიხილავთ.
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები