ბავშვობასთან დაბრუნების თერაპია
ფოტო: Pinterest
დიდობაში გადაბიჯების შემდეგ ჩვენი ცხოვრება უწყვეთ რბოლას ემსგავსება — შესრულებული ან ვერ შესრულებული ვალდებულებების გრძელ სიას. მნიშვნელობა არ აქვს, მისია მარტივი და მოკრძალებულია თუ მასშტაბური და თამამი, სამყაროს შეცვლა გვინდა თუ იმითაც კმაყოფილი ვართ, მორიგ დღეს რომ საღ-სალამათი ვასრულებთ. ყველა შემთხვევაში, ჩვენი გონება მუდმივად "ოპტიმიზაციის" რეჟიმშია, შესაბამისად დაღლილი და გამოფიტულიც.
თუ გიფიქრია, ბოლოს როდის გააკეთე რაღაც, მხოლოდ იმიტომ, რომ პროცესით მიგეღო სიამოვნება?
ფოტო: Pinterest
არადა, ბავშვობის დიდი ნაწილი ეგ არ იყო? ხატვა იმიტომ, რომ პროცესი მოგვწონდა. კლასობანა, დაჭერობანა, ველოსიპედით სეირნობა, თავსატეხების ამოხსნა და შუადღის ძილთან დაუსრულებელი მტრობა — იმიტომ, რომ თამაშის დროს გვპარავდა. მაშინ, შეიძლება, იმ თამაშის მოგება ძალიან გვინდოდა, მაგრამ არასდროს გვიფიქრია იმაზე, თუ რაში "გამოგვადგებოდა" ეს ყველაფერი. არც იმაზე გვიდარდია, რამდენად პროდუქტიულად გაგვყავდა დრო. სიამოვნებას ვიღებდით პროცესით და ეს სრულიად საკმარისი იყო.
დღეს თითქოს დაგვავიწყდა, როგორია, უბრალოდ რომ ხარ. სინამდვილეში როგორ სჭირდება ტვინს ეს "უსარგებლო" მდგომარეობა.
ფოტო: The Bookroom Art Press
როდესაც ბავშვობის გასართობებს ვუბრუნდებით, მნიშვნელობა არ აქვს, ლეგოს აწყობაა ეს თუ ფერადი ფანქრებით ხატვა, გონება საინტერესო პროცესს გადის. ტვინი იმ ნეირონულ გზებს პოულობს, რომლებიც უსაფრთხოებასთან, სიმშვიდესთან და ახლის აღმოჩენასთან ასოცირდება — იმ შეგრძნებებში გვაბრუნებს, დიდურ პასუხისმგებლობებამდე რომ გვქონდა. ამ დროს გამოყოფილი დოფამინი (ე.წ. ბედნიერების ჰორმონი) რაიმე მიღწევაზე კი არაა მიბმული, ბუნებრივი სიხარულია, რომელიც ჩვენს გადაღლილ ნერვულს სისტემას ამშვიდებს.
და სულაც არ არის ეს დროის კარგვა, პირიქით, ბევრი სასიკეთო რამ მოაქვს ჩვენი ტვინისთვის:
- მოლოდინებთან და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ სტრესს ანეიტრალებს;
- მედიტაციას ჰგავს;
- გვახსენებს, ვინ ვიყავით მანამ, სანამ ამას სამყარო განგვისაზღვრავდა.
ამიტომ, პერიოდულად მაინც, დაუბრუნდი ხოლმე ბავშვობას! სულ რაღაც 20 წუთი იმას დაუთმე, რაც არაფერში "გამოგადგება". გარდა იმისა, რომ ეს პროცესი გაგაღიმებს, შენს გამოფიტულ ორგანიზმს შვებასაც მოჰგვრის.
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები