ტეილორ სვიფტმა საშობაო ქველმოქმედებისთვის 2 მილიონი დოლარი გაიღო
ფოტო: Getty Images
შობის წინ ტეილორ სვიფტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქველმოქმედება მისთვის მხოლოდ სიტყვები არ არის. გლობალურმა სუპერვარსკვლავმა საერთო ჯამში 2 მილიონი დოლარი შესწირა ორ ორგანიზაციას — Feeding America-სა და American Heart Association-ს (AHA).
Feeding America-მ, რომელიც აშშ-ში საკვები ბანკების, საკვების გამცემი პუნქტებისა და ადგილობრივი კვების პროგრამების ფართო ქსელს კოორდინირებს, დაადასტურა, რომ სვიფტმა ორგანიზაციას 1 მილიონი დოლარი შესწირა. ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, კლერ ბაბინო-ფონტენომ, განაცხადა, რომ ეს მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პერიოდში, როცა შიმშილის პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა.
მისი თქმით, 2025 წლის განმავლობაში Feeding America იმაზე მეტ მოთხოვნას აწყდება, ვიდრე შეუძლია დააკმაყოფილოს, ხოლო აშშ-ში ოჯახების დაახლოებით 14% საკვებზე ხელი არ მიუწვდება. "როცა მოშიმშილე ადამიანებს მხარს ვუჭერთ, შეგვიძლია უზრუნველვყოთ, რომ ოჯახებს ამ დღესასწაულზე და მის შემდეგაც სავსე სუფრა ჰქონდეთ", — აღნიშნა ბაბინო-ფონტენომ.
მეორე მილიონი ტეილორ სვიფტმა American Heart Association-ს შესწირა მამის, სკოტ სვიფტის პატივსაცემად. როგორც ცნობილია, სვიფტის მამამ წელს გულ-სისხლძარღვთა დაავადების გამო ხუთმაგი კორონარული შუნტირების ოპერაცია გადაიტანა.
AHA-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნენსი ბრაუნმა, თქვა, რომ სვიფტის შემოწირულობა მნიშვნელოვნად სცდება ფინანსურ მხარდაჭერას და საზოგადოებაში გულის ჯანმრთელობაზე ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს. მისი თქმით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ამერიკელთა თითქმის ნახევარს ეხება და პრევენცია გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს.
სკოტ და ტეილორ სვიფტები 2011 წლის CMT Artists of the Year-ის ცერემონიაზე, ნეშვილი
ფოტო: Rick Diamond / Getty Images
სვიფტს შემოწირულობებთან დაკავშირებით საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ეს ქმედება მისი მრავალწლიანი გულუხვობის გაგრძელებაა. წლების განმავლობაში მომღერალმა მილიონობით დოლარი შესწირა სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებულებს, განათლების პროგრამებსა და სოციალურ ინიციატივებს.
2023 წელს, მისი რეკორდული Eras Tour-ის ფარგლებში, სვიფტმა საკვები ბანკებიც არაერთხელ დააფინანსა. მოგვიანებით კი დოკუმენტურ სერიალში End of an Era გაამხილა, რომ ტურნეს გუნდს ბონუსები გაუზარდა მას შემდეგ, რაც ტურნემ საერთაშორისო მუსიკალური რეკორდები მოხსნა და ბილეთების გაყიდვებიდან 2 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები