შალვა პაპუაშვილი: შსს-ს, შუა საუკუნეებიდან დაწყებული, არ ჰქონია I მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი კამიტი
ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "საძაგლობას" უწოდებს BBC-ის გამოძიებას იმის შესახებ საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული და ამტკიცებს, რომ შსს-ს არასდროს ჰქონია პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი კამიტი. მისივე თქმით, "დიდი ალბათობით ეს ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე ნამყოფიც არ არის, თუ თვითმფრინავით არ გადააფრინა ვინმემ".
"გაეცა პასუხი იმ საძაგლობას, რაც ჩვენ მოვისმინეთ BBC-ისგან, ეს არის საძაგლობა, რომელ საძაგლობასაც აჰყვნენ ქართველი მოღალატეები, რომ პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი გამოვიყენეთ. ეს არის გებელსისეული პროპაგანდა, იმხელა ტყუილი უნდა თქვა, რომ ადამიანი დაფიქრდეს, ამხელა ტყუილსაც ხომ არ იტყოდნენო, BBC-ის სიუჟეტი რომ გებელსის პროპაგანდით არის დაკავებული, რომ ეთქვა საძაგლობა პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, რომელიც არა თუ არ გამოუყენებია, ხომ დადასტურდა რომ არც არასდროს ნაყიდიც არ ყოფილა? აგერ "ნაციონალური მოძრაობის" დროს არის ნაყიდი ყველა ეს ნივთიერები და ისინიც მაინც დაადასტურებენ. კამიტი არასდროს ნაყიდი არ გვქონია და არასდროს შსს-ს საქართველოს ისტორიაში, მათ შორის შუა საუკუნეებიდან დაწყებული, არასდროს არ ჰქონია პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი კამიტი, ნაყიდი არ ქონია და დიდი ალბათობით ეს ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე ნამყოფიც არ არის, თუ თვითმფრინავით არ გადააფრინა ვინმემ", — განაცხადა "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, ოცნებას გადაწყვეტილება არ შეუცვლია და პირველ ეტაპზე მარეგულირებელ კომისიას მიმართავენ და ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებენ იმისთვის, რომ "დეზინფორმატორი ამხილონ".
"მთელი სიუჟეტიდან მთლიან საზოგადოებას მხოლოდ ერთ ფრაზა ახსოვს, რომ ეს იყო პირველო მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოყენებული, სხვა არ ვიცი რამდენ წუთიანი ეს სიუჟეტია, ...არ მაქვს ნანახი, მე ჩემი აზრი მაქვს უკრაინის სამხედრო ფორმაში გამოწყობილ მედიცინის მუშაკთან დაკავშირებით. სუს-მა ამხილა ეს დეზინფორმაცია, ახლა უნდა ვამხილოთ ეს ბუდეში, საიდანაც ეს დეზინფორმაცია წარმოიშვა და წამოვიდა ამიტომაც მივმართავთ ყველა სამართლებრივ საშუალებას. ამისთვის პირველი ეტაპი არის რომ მივმართავთ მარეგულირებელ კომისიას, რომ დეზინფორმაცია იქნას მხილებული, ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოვიყენებთ, ჩავყვებით ბოლომდე რომ ვამხილოთ დეზინფორმატორი. ასევე სუსი აგრძელებს გამოძიებას იმასთან დაკავშირებით როგორ იყო ეს ტყუილი და ჰიბრიდული ოპერაცია დაგეგმილი და განხორციელებული საქართველოს წინააღმდეგ, ვინ მონაწილეობდა მათ შორის საქართველოს მოქალაქეები, რამდენად გააზრებულად მონაწილეობდნენ ამაში", — თქვა პაპუაშვილმა.
-
"ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები" — ელისაშვილი ციხეში პროტესტზე "ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები" — ელისაშვილი ციხეში პროტესტზე
გადახედვა
-
ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ორმა მეცნიერმა მიიღო — რა აღმოაჩინეს მათ ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ორმა მეცნიერმა მიიღო — რა აღმოაჩინეს მათ
გადახედვა
-
ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა
გადახედვა
-
საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა და $8.17 მლრდ-ს მიაღწია — სებ საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა და $8.17 მლრდ-ს მიაღწია — სებ
გადახედვა
-
საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება — აქციები 40 ქალაქში იმართება საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება — აქციები 40 ქალაქში იმართება
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
-
სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის
გადახედვა
-
35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი
გადახედვა
-
TI: უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების ქმედებები თანხვედრაშია TI: უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების ქმედებები თანხვედრაშია
გადახედვა
-
უნგრეთი მდიდრებისთვის ქონების გადასახადს ზრდის, ამაზე მძიმე გადასახადი აქ უკვე მოქმედებს, ოღონდ დაბალშემოსავლიანებისთვის — რომან გოცირიძე უნგრეთი მდიდრებისთვის ქონების გადასახადს ზრდის, ამაზე მძიმე გადასახადი აქ უკვე მოქმედებს, ოღონდ დაბალშემოსავლიანებისთვის — რომან გოცირიძე
გადახედვა
-
მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
"მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს? "მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს?
გადახედვა
-
გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
"მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე "მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე
გადახედვა
-
Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო
გადახედვა
-
დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა
გადახედვა
კომენტარები