ეროვნულ საგანძურად ქცეული სუხიშვილების ისტორია — საქართველოს ბანკი სუხიშვილების ანსამბლის მთავარი სპონსორია
ფოტო: საქართველოს ბანკი
ეროვნულ საგანძურად ქცეული სუხიშვილების ისტორია ერთ უწყვეტ მოძრაობას ჰგავს, რომელიც თაობებს აერთიანებს. თითქმის საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ძველისა და ახლის უნიკალური სინთეზით ანსამბლი არასდროს გაჩერებულა და მუდმივად ავითარებდა საკუთარ ხელწერას.
ანსამბლისთვის გამორჩეულად ემოციური და დატვირთული აღმოჩნდა საიუბილეო 80 წელი. კერძოდ, წლის განმავლობაში გაიმართა უამრავი წარმოდგენა, დაიგეგმა ამერიკის შეერთებული შტატების ტურნე. მათ შორის, ისტორიაში პირველად, 2026 წლის იანვარში, ანსამბლი ნიუ-იორკის Carnegie Hall-ის სცენაზე წარდგება.
გარდა ამისა, დასის მთავარი სპონსორის — საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოეწყო ტრიუმფის 80 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა, რომელიც 1 დეკემბერს დასრულდა.
ეს ყველაფერი კი იმ შთაგონებით მოხდა, რომელსაც უმცროსი ილიკო სუხიშვილი ყველაზე კარგად ხსნის:
“ქართულ ცეკვას აქვს ის უხილავი, სულიერი ბირთვი, მუხტი, რომელიც სხეულისა და მოძრაობების ნაერთს, ჩაცმულს ჩოხაში, აძლევს იმპულსს ქართული მოძრაობისკენ”.
სწორედ მუდმივი მოძრაობა და ინოვაციურობა იქცა სუხიშვილების ვიდეოს მთავარ ინსპირაციად, რომელიც კრეატიული სტუდია JoyBoy-მ შექმნა.
როგორც კრეატიული სტუდია JoyBoy-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი გიორგი კვიტატიანი აღნიშნავს, საბოლოო ჩანაფიქრი რეალობად იქცა. ვიდეოში წარმოჩენილი უნიკალური არქივი და თანამედროვეობა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და ასახავს ეროვნულ საგანძურად ქცეულ თაობების კავშირს, რომლებიც ერთ ისტორიას წერენ.
“პროექტზე მუშაობის პროცესში დიდი წვლილი ფაიერ ფროდაქშენს მიუძღვის. ბევრი საუბრის, გადადებული თარიღებისა და მოულონდნელი სიხარულ-სიმწუხრის მიუხედავად, შევძელით რომ სუხიშვილებთან ინტერვიუების, არქივში ქექვის, ცეკვაში მცირედით დახელოვნებისა თუ ყველა სხვა მათთან დაკავშირებული ადამიანის გამოკითხვით, მივსულიყავით იმ შედეგამდე, რომლითაც ყველა კმაყოფილი იქნებოდა” — ამბობს გიორგი კვიტატიანი.
რაც შეეხება ანსამბლის ლოგოს, აქ ეროვნულ ჩოხაში გამოწყობილ მოცეკვავეს კვლავ უცვლელი ადგილი უჭირავს. რაც ხაზს უსვამს, რომ ტრადიცია არ იკარგება. ვიდეოც ვიზუალურად აჩვენებს, როგორ ერწყმის წარსული ახალ ხედვებს.
“ჩვენი ამოცანა მსოფლიოსთვის სუხიშვილების რაობის მოყოლა იყო იმ ვიდეოსა და განახლებული ლოგოს მეშვეობით, რომელსაც ანსამბლი საკუთარი მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე — იაპონიასა, ინგლისსა თუ ახალ ზელანდიაში წარადგენს. ამიტომ, ვეცადეთ მთავარი სათქმელი ანსამბლის 80 წლიანი ისტორიით, უამრავი წარმოდგენით, ფეხზე მდგარი ლა სკალათი, უნიკალური ტანისამოსებითა და მოძრაობებით გამოგვეხატა, რომელიც მაყურებელს, უნივერსალური ენით გაუზიარებს სათქმელს” — აღნიშნავს გიორგი კვიტატიანი.
ქართული ფოლკლორის განვითარებაში შეტანილ ფასდაუდებელ წვლილზე საარქივო მასალებისა და ისტორიული ჩანაწერების გარდა რიცხვებიც მეტყველებს. კონკრეტულად, სუხიშვილების ანგარიშზეა 15 000-ზე მეტი წარმოდგენა, 100-ზე მეტი ქვეყანა და 50 მილიონზე მეტი მაყურებელი, რომელთა მნიშვნელობაც ვიდეოშიც თვალშისაცემია.
“მის გარეშე, რასაც მისტიკას ვუწოდებ, ყველაფერი ცარიელი იქნება“, — ამბობს უმცროსი ილიკო სუხიშვილი.
მართლაც, სუხიშვილების გარეშე ქართული ცეკვა ვერ იქნებოდა ის განსაკუთრებული კულტურული ხიდი, რომელიც აერთიანებს თაობებს, ინოვაციასა და ტრადიციას. ვიდეოში არქივური კადრები და მოქმედი მოცეკვავეები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, ასახავს ეროვნული საგანძურის ღირსეულ გაგრძელებას და ერთ ისტორიად აერთიანებს თაობების კავშირს.
ასეთი მასშტაბური და უნიკალური ისტორიის გაჩერება შეუძლებელთან ერთად წარმოუდგენელიცაა. რადგან ბრენდად ქცეულ ანსამბლს, წინ კიდევ არაერთი ტრიუმფი ელოდება. ამ არც თუ ისე მარტივ გზაზე კი მათი მთავარი სპონსორი საქართველოს ბანკია. პარტნიორი, რომელსაც სუხიშვილებთან საერთო ღირებულებები აერთიანებს: არ გაჩერება და ინოვაციურობა. სწორედ ამ ღირებულებებით იქმნება მომავალი, რომელიც ტრადიციისა და თანამედროვეობის უნიკალურ სინთეზს ქმნის.
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები