როგორ გახდეს წყლის რეგულარულად სმა ჩვევა — ძალდატანების გარეშე
ჰიდრატაცია უმნიშვნელოვანესია ჩვენი ჯანმრთელობისთვის — აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, საჭმლის გადამუშავებას, კოგნიტურ ფუნქციებს, ენერგიის დონესა და ძილის ხარისხს. მიუხედავად ამისა, ადამიანების უმრავლესობა მაინც ვერ ახერხებს დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის წყლის მიღებას.
პრობლემა, სამწუხაროდ, ინფორმაციის დეფიციტში არ არის. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია წყლის საჭირო რაოდენობის მიღება. საქმე ეხება არა ცოდნას, არამედ ჩვევის არარსებობას.
თუ თქვენც საკუთარი თავის იძულება გჭირდებათ წყლის დასალევად, 5 მარტივ ხრიკს გასწავლით, როგორ აქციოთ ეს პროცესი ჩვევად.
1. გემოს დამატება დატკბობის გარეშე
თუ არომატიზებულ სასმელს ანიჭებთ უპირატესობას, წყლისთვის გემოს ბუნებრივი და ჯანსაღი საშუალებით შეცვლა, კარგი გამოსავალია.
აქვე, რამდენიმე კომბინაციას გაგიზიარებთ:
- პიტნა და კიტრი — გრილი გემოსთვის
- ჯინჯერი და ლიმონი — მატონიზირებელი, ციტრუსოვანი არომატისთვის
- მარწყვი და ბაზილიკი — ოდნავ ტკბილი, დელიკატური გემოსთვის.
2. გქონდეთ ყოველთვის თვალთახედვის არეალში
ჩვევების გაჩენას ტრიგერები სჭირდება. თუ წყალი ყოველთვის თქვენი მხედველობის არეალშია, გონება აუცილებლად შეგახსენებთ მის დალევას.
- მოაწყვე შენი გარემო შესაბამისად:
- ყოველთვის გედგას წყლის ბოთლი სამუშაო მაგიდაზე.
- თან იქონიეთ მანქანაში;
- საწოლთან ახლოს, გამოღვიძებისთანავე რომ დალიოთ;
- ზურგჩანთაში, თან სატარებლად.
ფოტო: Giphy
3. დაუკავშირეთ წყლის სმა სხვა რუტინას
პრინციპი მარტივია — თუ წყლის სმას უკვე გამჯდარ ჩვევას დაამატებთ, მისთვის ნაკლები ძალისხმევა დაგჭირდებათ.
მაგალითად:
- დილის ყავის დალევამდე, აუცილებლად მიიღეთ ერთი ჭიქა წყალი.
- დალიეთ წყალი სამუშაოს დაწყებამდე და შესვენებებისას.
- მიიღეთ სითხე საკვების მიღებამდე რამდენიმე წუთით ადრე.
4. მარტივად დათვალეთ
დღის განმავლობაში მიღებული წყლის რაოდენობის ყლუპებით ან ჭიქებით თვლა, შეიძლება, დამღლელი და მოსაბეზრებელი იყოს. უკეთესია, უფრო მარტივი და ვიზუალური მეთოდი გამოიყენოთ.
ფოტო: Giphy
წინასწარ შეავსეთ ის კონტეინერი, რომელიც ზუსტად იტევს თქვენთვის საჭირო რაოდენობის სითხეს. მისი გამოცლა ნიშანი იქნება, რომ საკმარი ოდენობის წყალი მიიღეთ.
5. დღის პირველ ნახევარში უკეთესია
ორგანიზმის დეჰიდრატაცია ძირითადად ძილის შემდეგ, დღის პირველ ნახევარში ხდება. მოარგეთ თქვენი ქცევა ორგანიზმის საჭიროებებს:
თუ წყლის სასურველი რაოდენობის დიდ ნაწილს შუადღემდე მიიღებთ, საღამოს ნაკლები ძალისხმევის დახარჯვა მოგიწევთ. ხოლო ძილის წინ, სითხის შემცირებული მიღება, დასვენებას გაგიმარტივებთ — თავიდან აიცილებთ საპირფარეშოში უდროო ვიზიტებს.
მენტალურ ძალისხმევაზე მეტად,საკუთარ თავს რომ სითხის მიღება დააძალოთ, უკეთესი ამ პროცესის ჩვევად ქცევაა.
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
კომენტარები