როდის უნდა მივცეთ ბავშვს Prolife Pediatrico?
ფოტო: სმარტფარმი
ბავშვებში, ისევე როგორც ზრდასრულ ადამიანებში, ზოგად ჯანმრთელობას დიდწილად ნაწლავის მიკროფლორა განსაზღვრავს. აქ არსებული „კარგი ბაქტერიები“ პასუხისმგებელი არიან არა მხოლოდ საჭმლის ეფექტიანად მონელებაზე, არამედ იმუნური სისტემის გამართულად მუშაობაზეც. ამიტომ მიკრობიომის დაბალანსებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვების გამძლეობისა და სწორად განვითარებისთვის.
სწორედ ამ მიზნით მედიკამენტების ერთ-ერთმა წამყვანმა იტალიურმა მწარმოებელმა Zeta Farmaceutici-მა სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნა პრობიოტიკური პრეპარატი პროლაიფი პედიატრიული. მისი მთავარი დანიშნულება ნაწლავური მიკროფლორის ბალანსის აღდგენა და შენარჩუნებაა.
რა არის პროლაიფი პედიატრიული და რით განსხვავდება ის ზრდასრულთა პრობიოტიკებისგან?
პროლაიფი პედიატრიული ცოცხალი პრობიოტიკური ბაქტერიების სპეციალურად შერჩეულ შტამებს შეიცავს, რომლებიც უსაფრთხო და განსაკუთრებით ეფექტიანი ბავშვებისთვის. ის მდიდარია ბიფიდობაქტერიებით, რომლებიც ყველაზე საჭირო პრობიოტიკს წარმოადგენს ბავშვთა ასაკში. ისინი ხელს უწყობს ნაწლავში სასარგებლო მიკროორგანიზმების ზრდას და აფერხებს მავნე ბაქტერიების გამრავლებას. პრეპარატი ასევე შეიცავს B ჯგუფის ვიტამინების ოპტიმალურ კომბინაციას. ეფექტის გასაძლიერებლად კი პროლაიფი პედიატრიულს დამატებული აქვს ვიტამინი D3, რომელიც კომპონენტების სიმბიოზურ მოქმედებას განაპირობებს. ბავშვებისთვის სპეციალურად შექმნილი ეს პრობიოტიკური კომპლექსი ზრდასრულთა პრობიოტიკებისგან განსხვავდება თავისი დოზირებითაც, ამიტომ მედიკამენტს აქვს რბილი მოქმედება და მას ადრეული ასაკის ორგანიზმი მარტივად ეგუება.
როდის სჭირდება ბავშვს პროლაიფი?
პატარებისთვის მედიკამენტის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგ შემთხვევებში:
- ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ — ანტიბიოტიკები ძლიერი მოქმედების პრეპარატებია, რომლებიც ხშირად ანადგურებს არა მხოლოდ მავნე, არამედ სასარგებლო ბაქტერიებსაც. შედეგად ირღვევა ნაწლავის მიკრობიომის ბალანსი, რაც თავის მხრივ იწვევს დიარეას, შებერილობას ან მადის დაქვეითებას. პროლაიფი პედიატრიული სწრაფად აღადგენს დარღვეულ ბალანსს და იცავს მიკროფლორას ანტიბიოტიკების მავნე ზემოქმედებისგან.
- ნაწლავური ინფექციების ან დიარეის დროს — ბავშვებში განსაკუთრებით ხშირია როტავირუსული დიარეა, რაც იწვევს დეჰიდრატაციასა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს. პროლაიფი ამკვრივებს ფეკალურ მასას და ხელს უწყობს სწრაფ გამოჯანმრთელებას.
- ალერგიებისადმი მიდრეკილების დროს — ბიფიდობაქტერიებისა და კლოსტრიდიის ბალანსი უმნიშვნელოვანესია ალერგიული რეაქციების კონტროლისათვის. პროლაიფის რეგულარული მიღებით შესაძლებელია ალერგიის სიმპტომების შემსუბუქება და ორგანიზმის გამძლეობის გაზრდა. პრეპარატი ხშირად გამოიყენება ბავშვებში ალერგიული დაავადებების კომპლექსური თერაპიისთვის.
- საკვების აუტანლობის ან მონელების დარღვევისას — ბავშვებს ხშირად უჭირთ გარკვეული საკვების მონელება. ასეთ შემთხვევაში პროლაიფი ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამომუშავებას და ამცირებს შებერილობასა თუ სხვა ტიპის დისკომფორტს მუცელში.
- სეზონური ვირუსების ან სხვადასხვა დაავადების დროს — პატარები, ჯერ კიდევ სუსტი იმუნური სისტემის გამო, ხშირად ავადობენ. შემოდგომასა და ზამთარში კი ისინი განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდებიან ვირუსებისადმი. პროლაიფის ფორმულა გამდიდრებული ვიტამინი D3-ით, რომელიც აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ პასუხს და მნიშვნელოვნად ამცირებს ვირუსებით ინფიცირების რისკებს.
როგორ და როდის უნდა მივცეთ პრეპარატი ბავშვს?
პროლაიფი პედიატრიული, როგორც წესი, ჭამის შემდეგ გამოიყენება. მისი დღიური დოზა კი ერთ მიღებაზე ერთი ფლაკონია. 0-12 წლის ასაკში რეკომენდებულია დღეში მხოლოდ 1 ფლაკონი, ხოლო 12 წლის ზემოთ ან მოზრდილ პირებში დასაშვებია დღეში 2 ფლაკონის მიღებაც. აღსანიშნავია, რომ მკურნალობის ან/და პროფილაქტიკის სტანდარტული კურსი შეადგენს 10 ფლაკონს, ხოლო იმუნიტეტის გასაძლიერებლად მიზანშეწონილია 3-4 კურსის ჩატარება წელიწადში.
დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ პრეპარატის მოხმარების სიხშირე და ხანგრძლივობა დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაზე და განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.
რატომ უნდა აირჩიოთ პროლაიფი პედიატრიული?
პრეპარატში წარმოდგენილია ცოცხალი ბაქტერიების მაღალი კონცენტრაცია. ის, ასევე, გამდიდრებულია ვიტამინებით და პრებიოტიკებით, არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებსა და გლუტენს. ამასთან, არის მარტივად მისაღები ბავშვებისთვის, რადგან აქვს სასიამოვნო გემო და მოცემულია ფლაკონის ფორმით. ამ უპირატესობებისა და მისი უსაფრთხოების გამო, მედიკამენტი უკვე მრავალი წელია, დიდი პოპულარობით სარგებლობს მშობლებში.
პროლაიფი პედიატრიულის შემომტანი საქართველოში სმარტფარმია, კომპანია, რომელიც 2012 წლიდან ამარაგებს ადგილობრივ ფარმაცევტულ ბაზარს ორიგინალი და სერტიფიცირებული ევროპული მედიკამენტებით. ის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბავშვთა პრეპარატების შერჩევას და ქართულ ბაზარზე შემოაქვს მხოლოდ ის სამკურნალო საშუალებები, რომელთა უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადასტურებულია კვლევებითა და მრავალწლიანი პრაქტიკით. აღნიშნული პრეპარატის შეძენას, სააფთიაქო ქსელების გარდა, მის ვებსაიტზე შეძლებთ.
შეიძინეთ პრობიოტიკური პრეპარატი “პროლაიფი პედიატრიული” პირდაპირ ოფიციალური იმპორტიორისგან.
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
კომენტარები