5 ყველაზე მოთხოვნადი კურსი საქართველოს ბანკის Businesscourse.ge-ზე
ფოტო: საქართველოს ბანკი
თანამედროვე ციფრულ ეპოქაში წარმატებას აღწევს ის, ვინც იცის, როგორ განავითაროს საკუთარი სამეწარმეო უნარები, მიიღოს უახლესი ინფორმაცია და შეძლოს ცვლილებებთან ადაპტაცია. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის პლატფორმა — Businesscourse.ge — მეწარმეობითა და ბიზნესის მართვით დაინტერესებულ ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, გაიღრმავონ ცოდნა ამა თუ იმ მიმართულებით და დარგის ექსპერტების უნიკალურ გამოცდილებას გაეცნონ.
Businesscourse.ge-ზე უკვე 60-ზე მეტი კურსი ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია. ამ სტატიაში კი გიამბობთ პლატფორმის ხუთ ყველაზე მოთხოვნად კურსზე, რომლებიც უკვე ათასობით ადამიანს კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარა.
1. როგორ ვივაჭროთ საფონდო ბირჟაზე
საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა ბევრს რთული ეჩვენება, მაგრამ ამ მასტერკლასის შემდეგ გაიგებთ, რომ ინვესტირება ყველასთვისაა და მისი დაწყება მცირე თანხითაც შესაძლებელია. კურსზე შეიტყობთ, როგორ მუშაობს ბირჟა, ვინ არიან ბაზრის მონაწილეები, როგორ განისაზღვრება აქციების ფასი და როგორ შეიძლება მიიღოთ გადაწყვეტილება აქციების ყიდვასა და გაყიდვაზე. კურსს გალტ & თაგარტის საბროკერო მიმართულების გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნიკა მაზანაშვილი უძღვება.
2. როგორ დავწეროთ ბიზნესგეგმა
თუ საკუთარი ბიზნესის წამოწყება გსურთ ან უკვე გაქვთ და გეგმავთ მის გაფართოებას, ეს კურსი საინტერესო პერსპექტივებს გაგაცნობთ. მისი დახმარებით შეისწავლით, როგორ ჩამოაყალიბოთ ბიზნესგეგმა — როგორ შეაფასოთ ბაზარი, განსაზღვროთ, ვინაა თქვენი მომხმარებელი, გაანალიზოთ კონკურენტები და შექმნათ მარკეტინგული და ფინანსური გეგმა. კურსის გავლის შემდეგ შეძლებთ, დამოუკიდებლად მოამზადოთ სრული, პროფესიონალური ბიზნესგეგმა, რომელიც თქვენს იდეას სტრუქტურასა და მიმართულებას მისცემს.
3. როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან
გალტ & თაგარტის საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელის, დავით ნინშნიანიძის კურსი შესანიშნავი გზამკვლევია მათთვის, ვინც ინვესტირებაში პირველ ნაბიჯებს დგამს. კურსით გაიგებთ, რა პროდუქტებში შეიძლება ინვესტირება, როგორ მუშაობს კაპიტალის ბაზარი, რა არის დივერსიფიკაცია და როგორ უნდა განსაზღვროთ რისკები.
4. წინსვლის 7 პრინციპი
ეს კურსი გერი ჯონ ბიშოპის ცნობილ წიგნს, დაეხსენი ფიქრებს და დაუბრუნდი სიცოცხლეს ემყარება. კურსი პიროვნული განვითარებისა და თვითშეგნების პრაქტიკული გზამკვლევია და მონაწილეებს სთავაზობს, გაეცნონ 7 საკვანძო მოსაზრებას, რომელთაც, ავტორების აზრით, თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ ან უარესობისკენ შეცვლა შეუძლია. ეს გააზრება მომავალში შეიძლება პიროვნული და პროფესიული განვითარების გარღვევის საფუძველიც კი გახდეს. კურსი მოამზადა ალექსანდრე ჯეჯელავამ გამოცდილმა ტრენერმა, ქოუჩმა და ბიზნეს-კონსულტანტმა.
5. ბრენდინგი
ალექს ჩიქოვანის კურსი ბრენდინგი ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ იარაღს — ბრენდს — სიღრმისეულად გაგაცნობთ. გასწავლით, საიდან იწყება ბრენდის შექმნა, როგორ უნდა აირჩიოთ მისი მისია, ხედვა და ფასეულობები, როგორ განასხვავოთ შიდა და გარე ბრენდინგი, შექმნათ ემოციური კავშირი მომხმარებელთან და შეიმუშაოთ სწორი საკომუნიკაციო ტონი. კურსი გაძლევთ ყველა საჭირო ინსტრუმენტს იმისთვის, რომ ბრენდი არა უბრალოდ არსებობდეს, არამედ გავლენას ახდენდეს.
ამ და სხვა კურსებზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.businesscourse.ge
აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსი ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები