იღბალი გაამზადეთ — მეამას დიდი გათამაშება იწყება
ფოტო: მეამა
მეამამ გადაწყვიტა, განსაკუთრებული სიურპრიზი შესთავაზოს თავის ერთგულ მომხმარებლებს და მათაც, ვინც ახლა გადაწყვიტეს მისი პროდუქტების დაგემოვნება. 10 ოქტომბრიდან ბრენდი იწყებს გრანდიოზულ კამპანია — მეამას დიდ გათამაშებას, რომელიც 9 თვე გაგრძელდება და მომხმარებლებს მისცემს შანსს, მოიგონა, როგორც სოლიდური ფულადი პრიზები, ისე განსაკუთრებული ნივთები და ავტომობილებიც კი.
მაშ ასე, გაიგეთ ყველაფერი გათამაშების შესახებ, მოემზადეთ მონაწილეობის მისაღებად და საუკეთესო პრიზების მოსაგებად.
როგორ მიიღებთ ბილეთებს?
გათამაშებაში მონაწილეობა ძალიან მარტივია, ამისთვის საკმარისია, შეიძინოთ მეამას პროდუქტები. თითოეული პროდუქტი გარკვეული რაოდენობის ბილეთს უდრის:
- რეგისტრაცია და ვერიფიკაცია = 10 ბილეთი
- 1 კაფსული = 1 ბილეთი
- სასმელი MEAMA ქოლექთიდან = 2 ბილეთი
- აქსესუარი = 5 ბილეთი
- ესპრესოს კოლოფი = 10 ბილეთი
- ნალექიანი ყავა = 5 ბილეთი
- მულტიკაფსულის კოლოფი = 12 ბილეთი
- ესპრესოს/მულტიკაფსულის აპარატი = 50 ბილეთი
- ვერსეტაილის აპარატი = 100 ბილეთი
გარდა ამისა, თუ ჯერ არ გაქვთ მეამას ანგარიში გახსნილი, პირველადი რეგისტრაციისას 10 ბონუს ბილეთი გადმოგეცემათ. უკვე დარეგისტრირებული მომხმარებლებისთვის კი გათამაშებაში ჩასართავად მნიშვნელოვანია ვერიფიკაციის გავლა, რის შედეგადაც დაგერიცხებათ გათამაშების 10 ბილეთი. საყურადღებოა, რომ გათამაშებაში მონაწილეობისთვის აუცილებელია, ყველამ გაიაროს ვერიფიკაცია, იქნება ეს ახალი მომხმარებელი თუ ძველი.
ყოველ 20 ბილეთზე კი მიიღებთ 1 სუპერბილეთს, რითიც ავტომატურად ჩაერთვებით სუპერგათამაშებაში. სუპერგათამაშება კამპანიის დასკვნით ნაწილში გაიმართება და კიდევ უფრო საოცარი პრიზების მოგების შესაძლებლობას მოგცემთ.
როგორ წარიმართება გათამაშება?
გათამაშება ყოველთვიურად გაიმართება და ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა, როგორც ტელევიზიით, ისე მეამას სოციალური ქსელებით — Facebook-ით, Instagram-ითა და YouTube-ით. პირველი და მეორე ნაწილი მხოლოდ მიმდინარე გათამაშებას დაეთმობა, ხოლო ბოლო, დასკვნითი ნაწილი მოიცავს, როგორ მიმდინარე, ისე სუპერგათამაშებასაც.
ბილეთები ოფიციალური ბაზიდან დაიბეჭდება და მოთავსდება დოლურაში, საიდანაც შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდება გამარჯვებული. მას შესაძლებლობა ექნება, პირდაპირ ეთერშივე აირჩიოს სტუდიაში განთავსებული 7 კაფსულის ყუთიდან ერთ-ერთი და მიიღოს მასზე მიმაგრებული პრიზი.
რის მოგება შეგიძლიათ?
"მეამას დიდი გათამაშება“ უდავოდ გამორჩეულია პრიზებით. მათ შორისაა 10 000, 5 000, 3 000 და 2 000 ლარის ოდენობის თანხა, ვერსეტაილის ნაკრები და, რაც მთავარია, ავტომობილები — Toyota Corolla, BMW M4, BMW M5 და ტესლა Cybertruck. გაითვალისწინეთ, თითოეულ გათამაშებაში გექნებათ შანსი, მოიგოთ, როგორც ფულადი პრიზები და ვერსეტაილის ნაკრები, ისე ავტომობილი.
“კამპანიაზე დიდხანს ვმუშაობდით, რადგან გვინდოდა, ეს რამდენიმე თვე თქვენთვის სიურპრიზებითა და მოულოდნელი სიხარულით აგვევსო. დარწმუნებული ვართ, გათამაშება უნიკალური გამოცდილება იქნება მომხმარებლებისთვისაც და ჩვენთვისაც, რადგან საშუალება მოგვეცემა, ერთმანეთს მძაფრი ემოციები გავუზიაროთ“, — ამბობენ მეამაში.
***
მეამა ინოვაციური ქართული კომპანიაა, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, უმაღლესი ხარისხის სტანდარტებსა და მდგრადი განვითარების ხედვას. მისი მიზანია, მომხმარებელს შესთავაზოს განსაკუთრებული გამოცდილება მრავალფეროვანი სასმელებისა და ფუნქციური აპარატების საშუალებით.
მეამა ქმნის კაფსულირებულ ყავას, ჩაის, გამაჯანსაღებელ თუ საბავშვო სასმელებს ორ ფორმატში, რაც უზრუნველყოფს არჩევანის უსასრულო შესაძლებლობებს და აკმაყოფილებს ყველა გემოვნებას. კომპანია იყენებს საუკეთესო ინგრედიენტებსა და უახლეს ტექნოლოგიებს. ამასთანავე, მისი წარმოება ეფუძნება ხარისხის მკაცრ კონტროლს, რაც დადასტურებულია ისეთი საერთაშორისო სერტიფიკატებით, როგორებიცაა FSSC, ISO, Halal, Kosher და Bio.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ შექმნილი ინოვაციური აპარატი Meama Versatile, რომელიც თავსებადია ყველა ტიპის კაფსულთან, 2024 წელს RED DOT-ის გამარჯვებული გახდა.
კომპანია მუდმივად ავითარებს პროდუქციის ხაზს, აპარატურასა და სერვისებს, იმისთვის, რომ მომხმარებელს დღესვე შესთავაზოს მომავლის გამოცდილება.
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები